რა უნდა ვქნათ დაშორების შემდეგ: უნდა დავუბრუნოთ თუ არა ყოფილ პარტნიორს საჩუქრები? ადამიანები წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ, ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს, დადიან კინოში და რესტორანში. შემდეგ ყველაფერი იცვლება. აზრთა სხვადასხვაობას და ოჯახური ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვას უსიამოვნო შედეგებამდე მივყავართ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ საკითხ განვიხილავთ.
რა უნდა ვქნათ დაშორების შემდეგ
ჩემი მეგობარი ბიჭი დაბადების დღეზე სამკაულებს მჩუქნიდა ხოლმე. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, იშვიათად მეუბნებოდა კომპლიმენტებს, სამაგიეროდ ხშირად დავდიოდით კაფეში, იყო საკმაოდ გულუხვი, მაძლევდა ფულს ახალი კაბისთვის, კოსმეტოლოგისთვის, ხშირად უმიზეზოდაც მჩუქნიდა საჩუქრებს.ის ამბობდა, რომ არაფერი ენანებოდა საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ სერიოზულად ვიჩხუბეთ. მე ის სხვა ქალთან ერთად დავიჭირე და გადავწყვიტე მისგან წასვლა. ნიკამ დაიწყო ყველაფრის დათვლა, რაც მაჩუქა და მოითხოვა უკან დაბრუნება ბოლო კაპიკამდე. რა თქმა უნდა, თანხა საკმაოდ დიდი გამოვიდა და აღარ ვიცოდი რა მექნა”
ერთად ცხოვრება – ერთდ ცხოვრება ეს არის საერთო ვახშამი, შაბათ-კვირას კინოში სიარული, ერთდ გატარებული შვებულება. ეს არის დრო, რომელიც თითოეულმა პარტნიორმა დაუთმო ერთმანეთს, ზრუნვა, ყურადღება, სიყვარული. ფული მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც შეიძლება მისცე საყვარელ ადამიანს. სანამ თითოეული პარტნიორი თავს კარგად გრძნობს, კმაყოფილია მეწყვილის ქცევით, გულუხვია და არაფერი ენანება, ცდილობს თავისუფალი დრო მასთან ერთად გაატაროს.ზოგ მამაკაცს უჭირს გრძნობების სიტყვებით გადმოცემა, ამიტომ სიყვარულს ქცევით გამოხატავს. მაგალითად ფულს აძლევს ქალს სალონისთვის, ახალი კაბის საყიდლად. ქალი კი სხვაგვარად გამოხატავს ზრუნვას: ამზადებს გემრიელ საჭმელს, ალაგებს, ქმნის კომფორტს სახლში საყვარელი ადამიანისთვის. იშვიათად, მაგრამ მაინც ხება ხოლმე პირიქითაც.ისინი ჰარმონიულად არიან, სანამ კმაყოფილები არია თავისი პოზიციით. რთულ სიტუაციებში მოლაპარაკების და კომპრომისის უნარი ურთიერთობას აძლიერებს, მაგრამ როდესაც ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ სიტუაციას და არ სურთ კომპრომისზე წასვლა, ისიი შორდებიან.
ძალაუფლების გამოვლენა – დავუშვათ, გოგონას აქვს სამუშაო და საკუთარი სახლი. დაშორების შემდეგ შეუძლია ყველაფერი დაუბრუნოს ყოფილ შეყვარებულს, მაგრამ როდესაც ქალს არ აქვს შემოსავალი, მამაკაცი ამით სარგებლობს.ფულით მანიპულირება ნარცისიზმის აშკარა ნიშანია. ნარცისები ყოველთვის ცდილობენ შექმნა სიტუაცია, რომ პარტნიორი მასზე ფინანსურად იყოს დამოკიდებული. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ პარტნიორმა გოგონას საჩუქრები საკუთარი ინიციატივით გადასცა. ეს კი ნიშნავს, რომ მას სრული უფლება აქვს არაფერი დაუბრუნოს ყოფილ შეყვარებულს.ეს ყველაფერი დამოკიდებულია გოგონას შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, საჩუქრები და სამკაულები არ გააბედნიერებს ქალს, რომელმაც თავისი შეყვარებული საწოლში სხვასთან ნახა. ყველა განსხვავებულად აღიქვამს ფინანსურ ინვესტიციებს და ამის შესახებ საუბარი ურთიერთობის დასაწყისში ჯობია.
რჩევა რედაქციისგან: ეზოთერიკოსები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ადამიანებმა მოიშორონ ყველაფერი, რაც მათში უარყოფით ემოციებს აღძრავს. დაშორების შემდეგ ადამიანებს თავად სურთ მოიშორონ ყველაფერი, რაც წარსულთან აკავშირებთ. საჩუქრის დაბრუნების მოთხოვნა უღირსი საქციელია. თქვენ დაუბრუნებდი ყოფილ პარტნიორს საჩუქრებს? გაგვიზიარე კომენტარებში.