კეთილი ექთანი უვლიდა ბებიას და მოხუცის გარდაცვალების შემდეგ მისგან მემკვიდრეობით მიიღო დივანი.

1446

მოსიყვარულე ბებიისა და ბაბუის ყოლა- უდიდესი ფასეულობაა შვილიშვილებისთვის. მათი სიყვარული ნაზი და ალერსიანია. მოცემულ სტატიაში გაგიზიარებთ ქალის ისტორიას, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარდა უყვარდა ბებია და ეს გრძნობა სრულყოფილად გამოხატა მის მიმართ.

მოსიყვარულე ბებია და ბაბუა

ანამარია ყოველთვის ბებიის უსაყვარლესი შვილიშვილი იყო. ისე მოხდა, რომ ქალბატონ ნატოს ადრე დაეღუპა მეუღლე, მისი ქალიშვილი კი ცივ და უგრძნობ ადამიანად აღიზარდა. დედა არასოდეს წუწუნებდა და ყველაფერში ეხმარებოდა შვილს. უხშირესად ოჯახს ფინანსურად უჭირდა.ერთხელ ტანგომ მშობელს დაურეკა და უთხრა, რომ მალე ქალიშვილი შეეძინებოდა. იმ დროს დედა-შვილს არ ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა. ნატოს არ უგრძვნია დიდი სიხარული ამ ამბის გაგების შემდეგ. მას ამის გამო სინდისიც კი ქენჯნიდა.ტანგო არა მარტო გულცივი ქალიშვილი იყო, არამედ არც ისე მოსიყვარულე დედაც აღმოჩნდა. პატარა ანამარიამ თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ბებიასთან გაატარა. დედამისისგან განსხვავებით, იგი კეთილი გოგონა იყო, რომელსაც ადამიანების დახმარების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდა.

ერთხელ ქალბატონი ნატო მძიმედ გახდა ავად. ექიმები ვერ ახერხებდნენ მის დახმარებას. ერთადერთი, რაც ოჯახის წევრებს შეეძლოთ, იყო მასზე ზრუნვა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში. ანამარია საქმეს სერიოზულად მიუდგა. იმ დროისთვის იგი უკვე გათხოვილი იყო და შვილებიც ჰყავდა. მან სამსახურში შვებულება აიღო, რათა ბებოსთვის მოევლო. მოსიყვარულე შვილიშვილმა ნატოს სიცოცხლის ბოლო წუთები გაუხალისა, ის უსაზღვროდ ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდან. ტანგო მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა საქმე ქონების გაყოფაზე მიდგა.ანამარია გახარებული იყო, რომ ნატო ბებო აღარ დაიტანჯებოდა… და მაინც იგი უზომოდ წუხდა იმის გამო, რომ დაკარგა საუკეთესო მეგობარი. ტანგოს კი დედის გარდაცვალება სრულებთაც არ აღელვებდა, მას სახლი ერგო მემკვიდრეობით. გასაკვირია, რომ ბებიამ შვილიშვილს მარტო ერთი ძველი დივანი დაუტოვა.

ამის გამო ანამარია სრულებითაც არ განაწყენებულა, რადგან მისთვის ყველაზე ფასეული ბებიასთან ურთიერთობა იყო. მან დივანი თავის ბინაში გადაიტანა. ერთხელაც, როცა იგი ძველ ბალიშს პირს აძრობდა, მის შიგნით აღმოაჩინა ტყავის ჩანთა, რაშიც დიდი კონვერტი იდო. წერილში ეწერა, რომ ნატომ სპეციალურად არ უანდერძა ძვირფასეულობა შვილიშვილს, რადგან იცოდა, რომ ტანგო ყოველთვის გამოძებნიდა ანამარიას მოტყუების ხერხს. მთელი ძვირფასეულობა დივანში იყო დამალული, ისინი ძალიან ძვირი ღირდა!

რას გვასწავლის ეს ისტორია? – სიყვარული და მზრუნველობა ყოველთვის ფასდება. მთავარია, რომ ჩვენი განზრახვები გულწრფელი იყოს. ანამარიასთვის ნატო უსაყვარლეს ბებიასთან ერთად საუკეთესო მეგობარიც იყო, რომელიც მას შესანიშნავ რჩევებს აძლევდა და მასზე ზრუნავდა. ის არც ელოდა მოხუცისგან რაიმე მატერიალურ საჩუქარს, რადგან მისგან უკვე ბევრი რამ მიიღო…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს