ფულის ხის დამტვერილმა ფოთლებმა შეიძლება სახლში მიიზიდოს უბედურება, მხოლოდ მთვლემარე დიასახლისებს ავიწყდებათ მათი გაწმენდა!

1968

მიიჩნევენ, რომ ფულის ხეს შეუძლია ოჯახში ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვა და მისი დაცვა უარყოფითი ენერგეტიკისგან. თუმცა სახლის ატმოსფეროსთვის სასარგებლო მცენარეების სია არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კრასულათი. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, რომელი მცენარეებია ოჯახში იღბლის მომტანი.

ფულის ხე – აღმოსავლური ფილოსოფიის თაყვანისმცემლებს სწამთ, რომ ფულის ხე წმენდს სახლის ატმოსფეროს უარყოფითი ენერგეტიკისგან, რითაც გზას უხსნის ფინანსურ კეთილდღეობას. მცენარის ასეთი სახელწოდება როდია შემთხვევითი. ამის მიზეზია ის, რომ ფოთლები სწრაფად იწოვს სინოტივეს (ეს ჰგავს ადამიანის შემთხვევაში ფულის მიღების სურვილს).სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ შეგიძლიათ არც კი შეიძინოთ ფულის ხისთვის ცალკე საყვავილე. საკმარისია მისი ერთი ტოტიც ჩადოთ წყალში. როცა იგი ფესვებს გაიჩენს, შეგიძლიათ გადაიტანოთ პატარა ქოთანში.

დრაცენა სანდერა – დრაცენა სანდერა (იგივე “ბედნიერების ოთახის ბამბუკი”) განასახიერებს შრომისმოყვარეობას, მისი ზემოთ აზიდული ღეროები კი- მიზანდასახულობას, შეუპოვრობას და კარიერულ ზრდას. ერთი მხრივ, დრაცენა იზიდავს ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ფინანსურ კეთილდღეობას, მეორე მხრივ კი- სრულებითაც არ ტვირთავს დიასახლისს.

სურვილების ხე (ზამიოკულკასი) – ზოგჯერ მას “დოლარის ხესაც” ეძახიან ფოთლების შეფერილობის გამო. ეს მცენარე არ ითხოვს ხშირ მორწყვას და განსაკუთრებულ მოვლას. მისი ამტანობა და მრავალგვარი მეთოდით გამრავლების უნარი შეიძლება კარგი მაგალითი გახდეს ადამიანისთვის მიზნების მიღწევის პროცესში.

ლიმონის ხე – ლიმონს მეტი ყურადღება სჭირდება. საჭიროა მისი რეგულარული მოწყვა და ფოთლების მოვლა. რაც შეეხება სიმბოლოებს, ჩინეთში ლიმონის ხე ფულადი თილისმაა. ფენშუის მიხედვით კი ყვითელი ფერი განასახიერებეს ბედნიერებას და წარმატებას.

კაქტუსი – კაქტუსიც შედის იმ მცენარეთა სიაში, რომლებიც მოიზიდავს ფულს. კაქტუსი წყალობს წარმატებულ გარიგებებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის გედგათ კაბინეტში ან სამუშაო მაგიდაზე. ამასთან, მიიჩნევენ, რომ კაქტუსი აფრთხობს ქურდებს.

რედაქციის რჩევა: ნებისმიერი მცენარე მატებს სახლს პოზიტიურ ენერგიას. თუ ისინი სუვილების ახდენაშიც გვეხმარება, მაშინ არ არსებობს მათზე უარის თქმის არანაირი მიზეზი. თუმცა, რასაკვირველია, ყველაფერი დიასახლისზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს