ქმართან წავიჩხუბე, რადგან მას კიდევ უნდა ბავშვები, მე კი დეკრეტში დაბრუნებაზე ფიქრიც მზარავს.

190

ჩემს ცოლს შვილები არ უნდა, რადგან მას ამისთვის ობიექტური მიზეზები აქვს. უფრო სწორედ, მეტი შვილი არ უნდა, რადგან ერთი უკვე ყავს. ეს საკითხი მან ქმართან ჯერ კიდევ დაქორწინებამდე განიხილა. ქმარმა კი დარწმუნების ხერხს მიმართა. ხან რბილად არწმუნებდა, ხანაც მსუბუქ ზეწოლას ახდენდა. არ სურს ცოლს დაეთანხმოს, აქ კი სიტუაცია იძაბება.პაპარაცის რედაქციას არ უყვარს კონფლიქტები და  და გამოსავლის ძებნას ცდილობს.  მოდით, ჯერ გავერკვეთ მომხდარში და იქნებ, შევძლოთ რჩევის მიცემა.

ცოლს არ უნდა შვილები

“დღეს მე და ჩემმა ქმარმა ვიჩხუბეთ, რადგან მას ჩემი საერთოდ არ ესმის. არადა დაქორწინებამდე მოვილაპარაკეთ, რომ ბევრი შვილის ყოლა არ მინდოდა და მხოლოდ ერთ ბავშვს გავაჩენდი. მაქვს კარგი განათლება და სამსახურეობრივი წინსვლის პერსპექტივა. ერთი შვილი უკვე გვყავს. მინდა მეცნიერებით დავკავდე, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე.ქორწინებიდან მალევე დავფეხმძიმდი, ორი წელი მხოლოდ ბავშვით ვიყავი დაკავებული. ჩემი გოგონა უკვე საბავშვო ბაღში დადის, მაგრამ მაინც ბევრი ყურადღება სჭირდება, რადგან ჯერ პატარაა, ხანდახან ავადაც ხდება ხოლმე. ვცდილობ აღვიდგინო ძალები. ისეთი სპეციალობა მაქვს, რომ მუდმივად უნდა ვვითარდებოდე. ორი თვეც რომ გავჩერდე, თავიდან არის ყველაფერი დასაწყები.ვგრძნობ, რომ გადაღლისგან მიჭირს ინფორმაციის ათვისება. ქმარი კი მეუბნება, რომ ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა, ნაკლები ვიფიქრო კარიერაზე და კიდევ ვიყოლიო შვილები. მე კი, სიმართლე გითხრათ, მთელი რესურსები ამოვწურე.

ცოლს არ უნდა შვილები – ენერგეტიკულად სუსტი ადამიანი ვარ, ამიტომ ბევრი ბავშვი სახლში ჩემთვის სრული კატასტროფაა და კარიერის დასასრული. მაქსიმუმ მოვახერხო მუშაობა რამე დაბალ პოზიციაზე. სამუშაო არ მაშინებს და არ მინდა ჩემი პოტენციალი მხოლოდ ბავშვების აღზრდაზე დავხარჯო.ქმარმა კი შემაწუხა უკვე. ის თვლის, რომ არაფერი დაშავდება თუ კიდევ ერთ ბავშვს გავაჩენთ. არადა ეს ნიშნავს იმას, რომ დავივიწყო ყველაფერი, რაც ათეულობით წლების გამავლობაში დავაგროვე. როგორ უნდა ვთქვა ამაზე უარი? ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, მაგრამ ამჯერად ის მოითხოვს ჩემგან ამ მსხვერპლს, მე კი ამისთვის მზად არ ვარ!როგორ მოვიქცე, როგორ გავაგებინო ქმარს, რომ არ მინდა საკუთარი თავის ჩრდილში ცხოვრება. ბავშვების აღზრდა საპასუხისმგებლო საქმეა და ამასთან ერთად კარიერაზე ფიქრიც კი შეუძლებელია. მინდა და მიყვარს ჩემი პატარა ოჯახი, რა გავაკეთო?”

რჩევა რედაქციისგან: ყველას თავისი აზრი აქვს. ზოგი თვლის, რომ ადამიანმა კარიერაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას. ეს ყველასთვის კარგი იქნება. ქალს, რომელსაც აქვს მიზანი და იცის რა უნდა, ყველაფერი გამოუვა.ზოგი კი თვლის, რომ დედობაზე მნიშვნელოვანი მისია ქალს არ აქვს. ბევრი შვილის ყოლა უდიდესი ბედნიერებაა და ამის გამო ყველაფერზე უარის თქმა ღირს.რაც შეეხება პაპარაცის რედაქციას, აზრები ჩვენთანაც იყოფა. ერთი მხრივ, ქალს ვუჭერთ მხარ, მეორეს მხრივ, ვთვლით, რომ ქმარიც მართალია და მისი სურვილი უსაფუძვლო არ არის.როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ქალი? გააჩინოს მეორე ბავშვი, თუ დაამტკიცოს, რომ კარიერა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს