ჩემს მეგობარ პროგრამისტს უყვარდა იმის გამეორება, რომ ცოლს მას შემდეგ მოიყვანდა, რაც ავტოსტოპით სტამბულში ჩავიდოდა, მე კი ქალაქს ჩამოვშორდი ფაცურისა და ქუჩებში ხმაურის გამო.

256

სტამბულის ქუჩები, პირველ რიგში, გვაოცებს თავიანთი საოცარი კონტრასტებით. ნაწილობრივ ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ყოფილი კონსტანტინოპოლი ლამის ერთადერთი ქალაქია, რომელიც გეოგრაფიულად გაყოფილია ორ ნაწილად. ბოსფორის სრუტე ყოფს ერთმანეთისგან ევროპასა და აზიას, შესაბამისად, სტამბულშიც შეხამებულია ამ ორი უზარმაზარი კულტურული ფენის ესთეტიკა.

სტამბულის ქუჩები

საინტერესოა, რომ სტამბულის აზიური ნაწილი ჯერ კიდევ ინახავს შუა საუკუნოვან ხიბლს, რომელიც ასე ძალიან იზიდავს ტურისტებს. ქალაქის ევროპულ ნაწილში კი სჭარბობს თანამედროვეობა შეზავებული თურქულ კოლორიტთან. მეორე მათგანი თავის თავში მოიცავს თუქრული სამზარეულოს სრულყოფილ შედევრებს, რომელიც ყველა ჩამოსულმა უნდა დააგემოვნოს.თუმცა სტამბულის ქუჩებმა შეიძლება დაიპყროს არა მხოლოდ ადამიანის კუჭი, არამედ მისი გულიც. მაგალითად, ცისფერი მეჩეთი თავისი შესახედაობით თვალს მოგჭრით. ბევრი ვერ ხვდება ასეთი სახელწოდების მნიშვნელობას, ვიდრე ამ საოცარ ნაგებობას თავად არ ნახავს. ამის მიზეზია აურაცხელი რაოდენობის სარკმელები, რომლებითაც აღჭურვეს არქიტექტორებმა მეჩეთი.

ქალაქის უპირატესობებს შეიძლება მივაკუთვნოთ მრავალრიცხოვანი ჰამამები. თურქული აბანოები სახელგანთქმულია მთელს მსოფლიოში. ასეთი საუნები სწორედ ისეთი ადამიანებისთვისაა, რომლებიც არ არიან მაღალი ტემპერატურის მოყვარულები. ჰამამის მთავარი თავისებურება მაღალი ტენიანობაა! კედლების და იატაკის მოზაიკა აოცებს მნახველს თავისი გრაციოზულობით.ვაჭრობის მოყვარულები გახარებულები დარჩებიან ქალაქის ბაზრობის ვიზიტის შემდეგ. ძალაინ მარტივია იქ ადამიანს გზა აებნეს, ამიტომ სჯობს ტურისტმა გიდის თანხლებით იმოძრაოს. სხვათაშორის, სწორედ ამ ბაზრობაზე გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი სცენა ფილმიდან “007”: Skyfall-ის კოორდინატები”.

სტამბულის ნაკლოვანებები: რასაკვირველია, ქალაქი მოგზაურობის ყველა მოყვარულს როდი მოეწონება. სწორედ ამიტომ, იქ გამგზავრებამდე გაეცანით იმ ადგილის უსიამოვნო თავისებურებებს. მაგალითად, იმას, რომ იქ მართლაც უამრავი ადამიანი იყრის თავს.თუ განიცდით მღელვარებას ხალხთა სიმრავლის გამო, სჯობს სამოგზაუროდ სხვა ქალაქი შეარჩიოთ. ბრბო ხელს შეგიშლით, რომ დატკბეთ ატმოსფეროთი. ინტერნეტში არსებული ფოტოების დათვალიერების შემდეგ ბევრს ჰგონია, რომ სტამბულში აღმოსავლურ ზღაპარს იხილავს, თუმცა კილოგრამობით ნაგავი წარმოსახულ სიუჟეტში ცუდად ჩაიწერება. ასევე აქ დისკომფორტს იგრნობენ ის ადამიანებიც, რომლებსაც არ იზიდავთ ხმაურიანი მეგაპოლისები. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალაქი ცარიელი ბაზარია.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა:არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფოტოები ყოველთვის განსხვავდება რეალური ცხოვრებისგან. არ გირჩევთ, რომ საგრძნობლად გაგიცრუვდეთ მოლოდინები, მხოლოდ გარიგებთ, რომ მოემზადოთ რეალური სურათისთვის. წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს