დასავლეთში რატომ ცხოვრობენ ქალები პარტნიორებისგან განცალკევებით?

240

ზოგიერთი სტერეოტიპი ძლიერი და ჩვეულია. მაგალითად, ის, რომ ქალებს გათხოვებისკენ აქვთ სწრაფვა, მაგრამ თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ყველაფერი პირიქით არის. დაქორწინება მამაკაცებს სჭირდებათ და მიუხედავად ამისა, რატომ არიან მარტო ქალები? პაპარაცის რედაქცია დაინტერესდა, თუ როდის დადგა სამყარო თავდაყირა და მარტოობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხალხი ამას დიდ პრობლემად აღარ აღიქვამს. ყოველთვის ასე ხომ არ იყო? შევეცადოთ გავერკვეთ ამ საკითხში.

რატომ არიან ქალები მარტო – ამ საკითხის გასარკვევად გადავხედოთ დასავლეთს. იქაურმა ფსიქოლოგებმა სცადეს გარკვევა, თუ როგორ ცხოვრობენ რეალურად ადამიანები, რომლებსაც სოციალურ ქსელში აქვთ სტატუსი single. და აი, რა მიიღეს: დაქორწინება მარტოხელებს უფრო მეტად არ აბედნიერებს. შეიძლება სტრესი კი მიიღონ. რატომ ხდება ასე?მათ იქ ასეთი სიტუაცია აქვთ: გოგონები როგორც წესი, ადრე თხოვდებიან და ბიჭების უმეტესობა თავისთვის ერთობა. ქალი პარტნიორი ურთიერთობისთვის ძალიან ცოტაა. რაღაც პერიოდში სიტუაცია რადიკალურად იცვლება. თავისუფალი მამაკაცი ნაკლებია და მარტოხელა ქალი კი ძალიან ბევრი.ამაზე ბევრი მიზეზი მოქმედებს: ქალები მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ, ბევრი ახალგაზრდა ასაკში შორდება ქმარს, ზოგი კი საერთოდ არ თხოვდება. კვლევაში საშუალო ასაკის ქალები მოხვდნენ. სწორედ ისინი ამჯობინებენ მარტო ცხოვრებას.მამაკაცები კი პირიქით არიან და მარტოობას გაურბიან. რომანტიული ურთიერთობა ყველას აქვს, რადგან ადამიანებს ყოველთვის ჭირდება კონტაქტები. თუმცა, თუ მამაკაცები ისწრაფვიან თანაცხოვრებისკენ, ქალებს მხოლოდ ხანმოკლე შეხვედრები ურჩევნიათ.

რატომ არიან ქალები მარტო – კიდევ ერთი არგუმენტი – გოგოებს დრო სჭირდებათ საკუთარი თავისთვის, ამას გარდა, მიზეზი მეგობრობაა. რესპოდენტების აზრით, ქალები უკეთ მეგობრობენ თანატოლ ბიჭებთან და გოგონებთან სანამ მარტო ცხოვრობენ. მეგობრების ჩართვა სოციალურ გეგმებში არ წარმოადგენს აუცილებლობას. ქალები მეტად არიან გატაცებული საკუთარი ჰობით და ამას მათთვის ნამდვილი ბედნიერება მოაქვს.მას სურს მთელი დრო გაატაროს პეპლისა და გალაქტიკის მსგავსებაზე ფიქრში და ეშინია, რომ ვინმე სხვა მოსთხოვს სხვა რამით დაკავდეს. უნდა განთავისუფლდეთ ყველანაირი შიშისგან და ამისთვის მარტოობა იდეალური გარემოა. აღსანიშნავია თანასწორობა მოვალეობებში. ფემინიზმის განვითარების მიუხედავად, სამზარეულო და სახლის საქმეები დღემდე რჩება ქალისთვის პრეროგატიულ ტერიტორიად.კიდევ ართი არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი – სხვებზე ზრუნვ. დიდ ოჯახში ქალს საკმაოდ დიდი ტვირთი აწვება. ის ვალდებულია გაუძღვეს სახლის საქმეებს, აღზარდოს შვილები, მოუაროს მოხუცებს. მას საკუთარი თავისთვის დრო საერთოდ აღარ რჩება. ვინც ერთხელ გაიგებს თავისუფლების გემოს, სხვებზე დამოკიდებულ ცხოვრებას აღარ მოისურვებს.შეიძლება დაგვადანაშაულოთ ეგოიზმში, ბევრი იტყვის, რომ ქალმა ყველაფერი უნდა შეძლოს, რადგან ქალია. არავინ არის ვალდებული დაგვეთანხმოს. ჩვენ უბრალოდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ქალი პირველ რიგში უნდა იყოს ბედნიერი და ყველა საქმეს თვისი სურვილით აკეთებდეს. ეს იქნება ნამდვილი პატივისცემა.

რჩევა რედაქციისგან: თუ დღეს თქვენ მარტო ხართ და ეს გაღელვებთ, შეეცადეთ მოუსმინოთ საკუთარ გრძნობებს. შეიძლება აღმოაჩინოთ ის, რაც დიდი ხანი გინდოდათ, როდესაც თქვენს ცხოვრებას თავად მართავთ, ეს მარტივია.რატომ არიან ქალები მარტო, რთული კითხვაა. საინტერესოა, ვინმე თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ მათ უბრალოდ მოსწონთ ასე ყოფნა? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს