არსებობენ წყვილები, რომელთაც ერთად ყოფნა ბედით უწერათ. ჯესიკა და აარონ ბაიროსები მათ სიას მიეკუთვნებიან. შეყვარებულები სულ ცოტა ხნის წინ ცოლ-ქმარი გახდნენ, მაგრამ მხოლოდ ცერემონიალზე გაირკვა, რომ მათი ნაცნობობა მთელი ცხოვრება გრძელდება.
ახალგაზრდა წყვილის მშობლებმა გაიხსენეს, რომ ჯესიკამ და აარონმა ერთმანეთი ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში ნახეს, სადაც ამქვეყანად ერთსა და იმავე დღეს მოევლინენ. ეს მხოლოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი? აი, ბედნიერი წყვილი კი სხვანაირად ფიქრობს.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შეყვარებულები ფიქრობდნენ, რომ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. ჯესიკის და აარონის თქმით, ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ. მეგობრები მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევნდნენ.
შეყვარებულებმა ძალიან მალე გაიგეს, რომ ერთ დღეს დაიბადნენ. მართვის კურსის გავლის შემდეგ მოწმობაზე ერთნაირ თარიღები დაინახეს. მართალია, მაშინ მათთვის ეს მხოლოდ საინტერესო დამთხვევა იყო. მოგვიანებით ბაიროსებმა გაიგეს, რომ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო.
ქორწილის მოახლოებისას გაირკვა, რომ ჯესიკა და აარონო არა მხოლოდ ერთ დღეს, არამედ ერთსა და იმავე სამშობიაროში რამდენიმე საათის სხვაობით დაიბადნენ. პატარძლის მშობლებმა გაიხსენეს კიდეც, რომ იმ დღეს ბიჭი ცისფერ ქუდში დაინახეს. მოგვიანებით თავიანთი მოგონება სიძის მშობლების მოგონებას შეადარეს და დარწმუნდნენ: ეს ბავშვი აარონი იყო!
ახლა ახალგაზრდა წყვილი თვლის, რომ მათი კავშირი ზეცაში გადაწყდა. აი, ოჯახის მეგობრები კი მხოლოდ ამბობენ, თურმე წყვილის იდეალური შეთავსება რით აიხსნება. ჯესიკას და აარონს ბედის სწამთ და დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში ბედნიერი და ხანგრძლივი ერთობლივი ცხოვრება ელოდებათ.
წყვილმა ახალი წელი ერთად გაატარა და ბედნიერი არიან, რომ მათი ისტორიის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.