დაძაბული წლის შემდეგ გვინდა სასწაულების გვჯეროდეს. ამბობენ, რომ ლურჯი ვეფხვის წელი მოგვიტანს სიუხვეს, სიმდიდრეს და მრავალფეროვნებას. მის საამებლად კი საახალწლო სუფრაზე უნდა იდოს გემრიელი, ფერადი და მორთული კერძები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით ხორცის რულეტს სოკოთი “ვეფხვის ტყავი”.
რულეტი “ვეფხვის ტყავი”
ინგრედიენტები:
- 200 გრ. მაგარი ყველი
- 5 კვერცხი
- 2 ს/კ ფქვილი
- 500 გრ. ქათმის ფარში
- 150 გრ. ხახვი
- 500 გრ. ქამა სოკო
- ნორის ფურცლები
- მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე. შეწვით ქამა სოკო ხახვთან ერთად.
- შეურიეთ გახეხილი ყველი კვერცხი და დაამატეთ შავი პილპილი.
- მიღებულ მასას დაუმატეთ ფქვილი. კარგად აურიეთ და დადეთ პერგამენტიან საცხობ დაფაზე.
- გადაანაწილეთ მთელს დაფაზე.
- დააწყვეთ ზემოდან ნორის დაჭრილი ზოლები, ჩხირით კარგად დააკარით, რომ არ ასძვრეს.
- შედგით 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
- დაადეთ გამომცხვარ ყველიან მასას ქაღალდის ფენა და გადმოაბრუნეთ.
- ფრთხილად მოაცალეთ პერგამენტის ქაღალდი.
- გადაანაწილეთ მასზე ქათმის ფარში 1.5 სმ-ზე.
- ზემოდან დაადეთ ხახვთან ერთად შემწვარი ქამა სოკო. გადაანაწილეთ მთელს ზედაპირზე.
- გადაახვიეთ მკვრივად რულეტივით სიგრძეზე.
- ქაღალდში შეხვეული რულეტი შედეთ ღუმელში 30 წუთით 200 გრადუსზე.
- დაელოდეთ გაგრილებას, დაჭერით პორციებად და მიიტანეთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით! აუცილებლად გააკეთეთ ეს ხორციანი რულეტი და მოიპოვეთ ლურჯი ვეფხვის კეთილგანწყობა 2022 წელს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს