რასთან ერთად სვამენ შამპანურს: სწორად ვარჩევთ ხემსებს.

0
180

მაშინაც კი, თუ უფრო ძლიერ სასმელებს ანიჭებთ უპირატესობას, დიდი ალბათობით, ახალ წელს შამპანურის ჭიქით ხელში შეხვდებით. ეს ტრადიცია უკვე ათწლეულებია არსებობს. ეს სასმელი მალევე ათრობს ადამიანს, თუმცა ასევე სწრაფადვე გაიწოვება. რა შეიძლება მივაყოლოთ შამპანურს?

შუშხუნა ღვინოები ქალების სასმელად მიიჩნევა, ამიტომ მათზე მისაყოლობელი ხემსებიც შესაფერისია. სუფრაზე შეხვდებით შოკოლადის ფილას და კანფეტებს, დაჭრილ ხილსა თუ ყველას, კანაპეს. მოდით, ერთად გავარკვიოთ, თუ რას შეეხამება შამპანური ყველაზე კარგად.ერთი შეხედვით, ასეთმა მსუბუქმა ხემსებმა უნდა გამოკვეთოს შუშხუნა სასმლის გემო. არაა საჭირო ექპერტი იყო, რათა მიხვდე, რომ ცხიმიანი საკვები წაგიხდნთ ტკბილი, ოდნავ ამთრობელა სასმლისგან მიღებულ სიამოვნებას. გვერდზე გადადეთ ხორცი და მაიონეზის შემცველი სალათები.

ასევე ხემსად გამოუსადეგარია დამწნილებული ბოსტნეული, სოკოები და შეკმაზული კერძები. ამასთან, შამპანურთან შეუფერებელ პროდუქტებს მიეკუთვნება ციტრუსები და შავი შოკოლადიც.შამპანურის გემოს შესანიშნავად გამოკვთს ნესვისა და პროშუტოს სალათი. გააკეთეთ მათგან ასორტი. სუფრაზე მათ გვერდით შეგიძლიათ დადოთ სხვადასხვა ყველები: თხის, ბრი და კამამბერი.ბევრისთვის საყვარელი საახალწლო დელიკატესი, წითელი ხიზილალაც, ასევებიქნება ზედმეტი. იგივე შეიძლება ითქვას გამომცხვარ თევზეც. შეგიძლიათ ასევე დაჭრათ მსხალი და ანანასიც.

რასთან ერთად სვამენს ნახევრად მშრალ შამპანურს?  – მას შესანიშნავად შეეფერება ზღვის პროდუქტებისგან და ქათმისგან მომზადებული სალათები, ასევე მაგარი ყველების ასორტიც, ვაშლის და კივის სალათი, თხილის ნუგბარი.

რასთან ერთად სვამენ ნახევრად ტკბილ და ტკბილ შამპანურს? – ამ შემთხვევაში შუშხუნა სასმელი მარილიანი და ტკბილი გემოების ფონზე ვერ ამართლებს საკთარ თავს. შამპანური შეგიძლიათ შეავსოთ მჟავე ხილით ან ვაშლის ზომიერად ტკბილი დესერტებით.ექსპერტების მტკიცებით, შუშხუნა სასმელს საუკეთესოდ ერწყმის ნუში.

იდეალური ხემსების რეცეპტები

ინგრედიენტები:

  • 250 გ ფინიკი
  • 150 გ ობიანი ყველი
  • 30 გ ნიგოზი
  • თაფლი გემოვნებით

მომზადება:

  1. გარეცხეთ და გაამშრალეთ ფინიკები. ფრთხილად გამოაცალეთ მათ კურკები ერთ მხარეზე გასწვრივი განაკვეთის გაკეთებით.
  2. დაჭერით ყველი და დააფარშირეთ ფინიკები.
  3. არომატისთვის შეგიძლიათ ნიგოზი მობრაწოთ მშრალ ტაფაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.
  4. ნიგვზები ჩაალაგეთ ფინიკებში, მოასხით თაფლი და გაიტანეთ სუფრაზე.

პროშუტოს და ნუშის ბრუსკეტა ნახევრად მშრალ შამპანურთან

ინგრედიენტები:

  • 2 ნაჭერი ჩიაბატა
  • 2-4 ნაჭერი პროშუტო
  • 1-2 ც. ნუში
  • 2-4 ს.კ ხაჭოს ყველი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადება:

  1. 1 სმ სისქის პურის ნაჭრები მობრაწეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ კი მოასხურეთ ზეთი.
  2. წაუსვით თითოეულ ნაჭერს ხაჭოს ყველი.
  3. გარეცხეთ ნუში და წვრილად დაჭერით. დაალაგეთ ისინი პურზე პროშუტოსთან ერთად.

ახლა უკვე იცით, თუ რასთან ერთად სვამენს შამპანურს და რომელი ხემსები შეეფერება მათ სხვადასხვა სახეობებს.