რითაა კეფირი სასარგებლო ორგანიზმისთვის.

254

ალბათ, არ არსებობს საჭმლის მონელების უფრო ძლიერი და ბუნებრივი სტიმულატორი, ვიდრე ნატურალური კეფირი. მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თუ რა თვისებების დამსახურებითაა იგი სასარგებლო ორგანიზმისთვის.მოცემული რძის პროდუქტი შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც მაქსიმალურად ჰგვანან ადამიანის მიკროფლორის ბაქტერიებს. მათი დახმარებით ხდება საკვების უკეთ ათვისება.

კეფირის შემადგენლობა – კეფირი დადებით გავლენას ახდენს ნენრვული, საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებაზე, ასევე კალციუმის და ცილის მარაგიცაა. გასაოცარია, რომ ამ რძის პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ცილების ათვისება მომნეტალურად ხდება. სოწრედ ამიტომ კეფირი დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება. იგი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას: ორგანულ და ცხიმოვან მჟავებს, A, C და PP ვიტამინებს, B ჯგუფის 8 ვიტამინს, ბეტა-კაროტინს და დიდი რაოდენობით მინერალურ ნივთიერებებს.

ვისთვისაა კეფირის მიღება უკუნაჩვენები?  – პირველ რიგში, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლეთაც კუჭში მომატებული მჟავიანობა აღენიშნებათ. კეფირის მიღება დაუშვებელი კუჭის წყლულის, გასტრიტის, პანკრეატიტის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს.

რომელი მათგანი შევიძინოთ: გაუცხიმოებული თუ ჩვეულებრივი?  – სჯობს უპირატეობა მიანიჭოთ კეფირს, რომლის ცხიმიანობა 3,2%-ია. ცხიმგაცლილში ცხიმში ხსნადი ვიტამინები არ არსებობს. წონის კლების შემთხვევაში რეკომენტდირებუკლია 1 %-იანი კეფირის მიღება.

კეფირის მიღების ჩვენებები:

  • ღვიძლის დაავადებები
  • ნაწლაბის დისბაქტერიოზი
  • შაქრიანი დიაბეტი
  • აუტოიმუნური და ალერგიული დაავადებები
  • გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით
  • ყაბზობა

კეფირის რეკომენდირებული რაოდენობა – ზრდასრული ადამიანისთვის კეფირის დღიური ნორმაა 250-400 მლ. დიეტურ კვებაზე მყოფები სჯობს დღეში 200 მლ-ის მიღებით შემოიფარგლონ.მეძუძურ დედებს  შეუძლიათ დღეში 3 ჭიქა კეფირი დალიონ. იშვიათ შემთხვევებში, ჩვილს რძის პროდუქტზე აღენიშნება ალერგია. ორსულობის დროს ქალებისთვის კეფირის მიღება აუცილებელიც კია. რასაკვირველია იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა ვერ იპოვა წინააღმდეგჩვენება.

შეიძლება თუ არა კეფირის მეშვეობით წონაში დაკლება? – ერთი შეხედვით, ეს დაბალკალორიული პროდუქტი უბრალოდ იდეალურია გასახდომად. 2,5 %-იანი ცხიმიანობის მქონე კეფირის 100 გ შეიცავს მხოლოდ 50 კკალ-ს. 1 ლირტრის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 500 კკალ იქნება, რაც უკვე შოკოლადის ფილის კალორიულობას უტოლდება. არ შეიძლება კეფირის გამოყენება მონოდიეტის სახით. მისი დღიური წილი 1 ჭიქას არ უნდა აღემატებოდეს. სჯობს იგი ღამით, ძილის წინ დალიოთ ხოლმე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს