ქაღალდის საფენები: მეთოდი, რომლის დახმარებით ზამთარში ფეხებზე არ შეგვცივდება.

0
288

ალბათ, ბევრს შეუნიშნავს, რომ მოდური ზამთრის ფეხსაცმელები ვერ იცავს ფეხებს სიცივისგან. სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხსაცმელი ხშირად ხდება გაიაფებისა და სინთეტიკური მასალების მსხვერპლი. სიცივე, პირველ რიგში, აღწევს ძირიდან, სინთეტიკური საგებები კი ამ პრობლემას ვერ უმკლავდება. რასაც ვერ ვიტყვით ქაღალდის საფენებზე!საქმე იმაშია, რომ ფეხების მიერ გამოყოფილი ტენი სიცივის იდეალური გამტარია. სინთეტიკური საგებები მარტივად ირეცხება, თუმცა თერმოიზოლაციის უნარი არ გააჩნია.

ბევრი გივრჩევს ფოლგის საფენების ჩაფენას ფეხსაცმელში. თითქოს ისინი ირეკლავს სითბოს და ამგვარად გვითბობს ფეხებს. სინამდვილეში კი, ფოლგა კიდურებისგან კიდევ უფრო მეტი სინოტივის გამოყოფას იწვევს, რის გამოც უფრო სწრაფად გვეყინება ფეხები.ახლა კი გავიხსენოთ, თუ როგორ უმკლავდებოდნენ ყინვებს ჩვენი წინაპრები. ისინი ატარებდნენ ბოტებს და სპეციალურ სახვევებს, რომლებიც ორ უმთავრეს თვისებას აერთიანებდა: ზედმეტი ტენის სწრაფად მოშორება და თერმოიზოლაცია. ქაღალდის საფენებიც შესანიშნავად იწოვს ნესტს. აიღეთ A4 ფორმატის ფურცელი და ორად გაკეცეთ, შემდეგ ჩააფინეთ ფეხსაცმელში საგების ნაცვლად და მალევე იგრძნობთ შედეგს.

ასეთი საფენების გაშრობაც არ დაგჭირდებათ, ისინი ხომ ერთჯერადია. ქაღალდის საგებები საკმაოდ მარტივი და იაფიანი მეთოდია ფეხების სითბოში შენარჩუნებისთვის. შედეგად კი დაცულები იქნებით გაცივებისგან.