ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც დამწყები მემცენარეები აწყდებიან,- ჭარბი მორწყვაა. ყველა მცენარეს როდის შეუძლია ზემდეტი სინოტივის ატანა. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებთ ტენის მოყვარულ ოთახის მცენარეებზე.
ტენის მოყვარული მცენარეები
- გვიმრა – ამ მცენარეს ძალიან უყვარს ნოტიო ჰაერი და ნიადაგი, ამიტომაც მისი მოვლა საკმაოდ მარტივია. საკმარისია მისი ხშირად მორწყვა და წყლის მისხურება. თუ მის ფესვებს გახმობის საშუალებას არ მისცემთ, გვიმრა თავს მუდამ შესანიშანავად იგრძნობს.
- ციპერუსი – ციპერუსი, რომელიც ძალიან ჰგავს პალმას, მხოლოდ აღტაცებული იქნება ჭარბი სინოტივით. სწორედ ამიტომ მათი დიდი ნაწილი პირდაპირ აკვარიუმებში ან სხვა ხელოვნურ წყალსატევებში ჰყავთ მოშენებული. შეგიძლიათ ციპერუსს დღის განმავლობაში რამდენჯერმეც დაუსხათ წყალი და ნიადაგი ტალახის აბაზანადაც კი გადააქციოთ, მცენარე მაინც არ შეწყვეტს ზრდას.
- ქლოროფიტუმი – ქლოროფიტუმიც ტენის მოყვარული მცენარეა, თუმცა ეს არ ეხება მის ყველა სახეობას. მათ უმრავლესობას შეუძლია ჰიდროგელის ბურთებში ზრდა, თუმცა მაინც სჯობს უპირატესობა გრუნტს მიანიჭოთ.
- სელაგინელა – ეს მცენარე მიეკუთვნება ლიკოპოდიუმების უძველეს გვარს, ამიტომაც გიჟდება სინოტივეზე. მისი ნიადაგი მუდამ სველი უნდა იყოს, ასევე არ დაგავიწყდეთ ხოლმე ფოთლებზე წლის მიპკურებაც.
- ფიტონია – უხვი მორწყვის შემთხვევაში ეს მცენარე სწრაფად იზრდება, მას იყენებენ ნიადაგის დასაფარად.
- ჰიპოესთესი – ფოთლების კაშკაშა შეფერილობის გამო ეს ყვავილი ხშირად ერევათ ფიტონიაში. პირველ მათგანს მბრწყინავი ძარღვები აქვს, მეორეს კი ფოთლებზე უფრო აბსტრაქტული გამოსახულებები აღენიშნება. სამაგიეროდ, მოვლის მხრივ, ეს მცენარეები თითქმის არ განსხვავდება.
ტენის მოყვარული მცენარეები შესანიშნავად შეეფერება ისეთ ადამიანებს, რომელთაც უყვართ მათი უხვად მორწყვა. ზარმაცმა მემცენარეებმა სჯობს სხვა ეგზემპლარები შეარჩიონ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს