საოცრად არომატული და ორიგინალური “ვეფხვის ტარტალეტკები”

0
108

ახალი წლის წინ პაპარაცის რედაქცია გირჩევთ მოამზადოთ ნამდვილად გემრიელი, ორიგინალური ტარტალეტკები ვეფხვის ფორმით და ამასთან მსუყე და ჰაეროვანი შიგთავსით. დამეთანხმებით, რომ ასეთი კერძი სადღესასწაულო სუფრაზე გულგრილს არავის დატოვებს.ამასთან “ვეფხვის ტარტალეტკები” მზადდება ძალიან მარტივად და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დაუმატოთ ნიორიც. ეს შესანიშნავი და ორიგინალური საჭმელი 15 წუთში მოხიბლავს თქვენს სტუმრებს.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი – 3 ცალი
  • მდნარი ყველი – 140 გრ.
  • ქაშაყის ფილე – 100 გრ.
  • სტაფილო – 200 გრ.
  • მაიონეზი – 2 ს/კ
  • შავი პილპილი – გემოვნებით
  • ზეთისხილი – 10 ცალი
  • ტარტალეტკები – 15 ცალი

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ სტაფილო და კვერცხები.
  2.  გახეხეთ მსხვილ სახეხზე მდნარი ყელი, შემდეგ კი კვერცხი. აურიეთ კარგად.
  3. წვრილ სახეხზე გახეხეთ მოხარშული სტაფილო.
  4. დაჭერით ზოლებად ზეთისხილი.
  5. დაჭერით ქაშაყის ფილე ძალიან წვრილად,
  6. შეურიეთ კვერცხს და ყველს, დაუმატეთ მაიონეზი და პილპილი. კარგად აურიეთ.
  7. მიღებული მაშით შეავსეთ ტარტალეტკები, კარგად დატკეპნეთ და თავზე დაადეთ გახეხილი სტაფილო.
  8. შემდეგ დაალაგეთ ზოლებად დაჭრილი ზეთისხილი და მიიტანეთ სუფრასთან.

მიიღებთ ძალიან ლამაზ და ორიგინალურ საჭმელს. დანახვისთანავე გასინჯვა რომ მოგინდება და ხელი თავისით გაგექცევა თეფშისკენ. გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.