სუში-მზარეულმა გვასწავლა, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ სუში სახლში ისე, რომ როლები გამოვიდეს იდეალური. ისეთი, როგორიც რესტორანშია.

670

სუში – პოპულარული კერძი, რომელიც უამრავ ქვეყანაშია უკვე ცნობილი და ძალიან უყვართ. რატომღაც გვგონია, რომ უმჯობესია მისი შეკვეთა, ვიდრე სახლში მომზადება. სინამდვილეში კი სუშის მომზადება სულაც არ არის რთული საქმე, თუ სწორად აითვისებთ მის ტექნოლოგიას. ამიტომ, ყურადღებით წაიკითხე პაპარაცის დღევანდელი სტატია და მოიმარაგე ინგრედიენტები.იმისათვის, რომ დატკბეთ ახალი და გემრიელი სუშით, უმჯობესია მოამზადოთ ის თავად.

სუშის მომზადება სახლში

როგორც ჩანს, იაპონელებისთვის სუში ძირითადი კერძია, თუმცა ეს ასე არ არის. ეს ერთ-ერთი მითია იაპონიაზე. იაპონელები უფრო ხშირად მიირთმევენ წვნიანებს, ხორცს, ბრინჯს, ხოლო სუში ერთ-ერთი ძვირფასი საჭმელია.დღეს გასწავლით სუშის “ფილადელფიას” მომზადებას. გამოდის ბევრი, გემრიელი და თან საკმაოდ სწრაფად. მთავარი ამოცანაა სწორად მოამზადოთ ბრინჯი, რათა ის იყოს საკმარისად წებოვანი და შეინარჩუნოს ფორმა. ამიტომ აუცილებელია შეიძინოთ სპეციალური ბრინჯი სუშისთვის.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ. ბრინჯი
  • 550 მლ. წყალი
  • 50 მლ. ბრინჯის ძმარი
  • 50 გრ. შაქარი
  • 50 გრ. მარილი
  • 250 გრ. ნაკლებად მარილიანი წითელი თევზი
  • 4 ფურცელი ნორი
  • 200 გრ. კრემ-ყველი
  • 1 ცალი კიტრი
  • 1 ცალი ავოკადო
  • 100 გრ. ხიზილალა ტობიკო

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ ბრინჯი და დაასხით წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დააფარეთ თავსახური, ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. დადგით 12 წუთის განმავლობაში.
  2. მოამზადეთ ბრინჯის შესანელებელი: აურიეთ ერთმანეთში ბრინჯის ძმარი, შაქარი და მარილი.
  3. მოამზადეთ წითელი თევზი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ორაგული ან კალმახი. დარწმუნდით, რომ თევზს არ აქვს ძვლები და დაჭერით თხელ ნაჭრებად. იმისათვის, რომ თევზი მარტივად დაჭრათ, შედეთ 30 წუთით საყინულეში.
  4. დაასხით ბრინჯს ძმარი და ფრთხილად აურიეთ. შემდეგ დააფარეთ თავსახური და დადგით გრილ ადგილას 2 საათით.
  5. როდესაც ბრინჯი გაცივდება, გადაიტანეთ კრემ-ყველი საკონდიტრო ტომარაში. დაჭერით თხელ გრძელ ნაჭრებად კიტრი, შუაგულს არ ვიყენებთ.
  6. დაჭერით მწიფე ავოკადო წვრილ ჩხირებად და მოამზადეთ მაკისუ – სუშის შესახვევი საფენი. იმისათვის, რომ მაკისუ არ გავაფუჭოთ და მრავალჯერადი იყოს, შეახვიეთ ცელოფანში. გაჭერით ნორის ფურცლები შუაზე.
  7. დადეთ ნორი მაკისუზე, ზემოდან დაადეთ თხელ ფენად ბრინჯი ისე, რომ ნორის პირველი ორი სანტიმეტრი არ შეავსოთ. გაასწორეთ ბრინჯის კიდეები. სამუშაოს გასაიოლებლად დაისველეთ ხელები.
  8. გადააბრუნეთ ბრინჯიანი ნორი მეორე მხარეზე. გაკეთეთ კრემ-ყველის ორი ზოლი საკონდიტრო პარკით.
  9. დაადეთ ზემოდა ავოკადო, კიტრი და ხიზილალა. გადაახვიეთ მაკისუ და კარგად დაუმაგრეთ გვერდები როლს.
  10. როდესაც ყველა როლს ააწყობთ, დაადეთ თავზე წითელი თევზი და ისევ დაამაგრეთ მაკისუთი. სულ ეს არის.

იმისათვის, რომ სუში ლამაზად დაიჭრას, დაასველეთ დანა ცივ წყალში. თითოეული ნაჭრის მოჭრის შემდეგ დანა გაწმინდეთ და ისევ დაასველეთ. სუშის მომზადება სახლში ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე შეკვეთილი.

რჩევა რედაქციისგან: მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვაში არის როლების გასაკეთებელი ყველა მოწყობილობა, მაინც სასურველია თავიდან ცოტა წაივარჯიშოთ.იქნებ, აღმოაჩინოთ, რომ შენ ნამდვილი სუში-ოსტატი ხარ! თქვენ მოგიმზადებიათ სუში სახლში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს