19 წლის გოგონა თურქეთში შეყვარებულთან ერთად წავიდა. ისინი უკან აღარ დაბრუნებულან

2081

19 წლის ტატიანა ჩეხრანოვა სანქტ-პეტერბურგში, ბეხტერევის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მესამე კურსზე სწავლობდა. გასული წლის ზაფხულს, მომავალმა მედდამ მოულოდნელად აიღო აკადემიური შვებულება და გაქრა. გოგონა თურქეთში აღმოჩნდა, საიდანაც ყოველდღე უკავშირდებოდა ნათესავებს.

ახალგაზრდა ლამაზმანმა იქ სამსახური და სიყვარული იპოვა. თუმცა, 18 ნოემბერს დედამ ტატიანას ხმა უკანასკნელად გაიგო. მოგვიანებით, სამშობლოში უბედური გოგონას გვამი გადაასვენეს. შეყვარებულის თქმით, სტუდენტი უეცრად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. თუმცა, სხეულის გაკვეთისა და გამოკვლევის შედეგები ამ ჰიპოთეზას უარყოფს. გარდაცვლილის დედა დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა – იგი მოკლეს.

ტატიანას ნათესავების სიტყვებით, იგი მზრუნველი შვილი, ფრიადოსანი სტუდენტი იყო, რომელიც მედდობაზე ოცნებობდა. ამიტომ, მისი უეცარი წასვლა თურქეთში ყველასთვის მოულოდნელი და საკვირველი ამბავი გახლდათ. მეგობრებსა და ნათესავებს ჩეხრანოვამ განუცხადა, რომ მუშაობა თურქულ კაზინოში დაიწყო.

ტატიანამ თურქეთში დიდი დრო დაყო. როგორც მზრუნველი ქალიშვილი, იგი ყოველდღე ურეკავდა დედას და უყვებოდა ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში მოხდა. კაზინოში მუშაობა, როგორც სტუდენტი ამბობდა, კარგად მიდიოდა, რაღაც დროის შემდეგ კი მან სიხარულით განაცხადა: ახლა მას მამაკაციც ჰყავდა.

ტატიანას რჩეული გახდა ადგილობრივი ბიზნესმენი იბრაჰიმ ულდიზი. მომავალი მედდა აღტაცებით საუბრობდა საყვარელი ადამიანის თავაზიანობასა და კეთილშობილებაზე. გოგონას იდეალური რომანი სულაც არ მოსწონდათ თურქი მამაკაცის ნათესავებს.

ისინი თავაზიანად ეწინააღმდეგებოდნენ მათ ურთიერთობას – ხან რელიგიური მიზეზებით, ხანაც იმიტომ, რომ ლამაზმანში ფულზე მონადირეს ხედავდნენ. სამწუხაროდ, ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის.

18 ნოემბერს ტატიანამ დედას დაურეკა და უთხრა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მთაში მიდიოდა და მხოლოდ ზეგ დაურეკავდა, ცუდი კავშირის გამო. თუმცა, მეორე დღეს გოგონა უკვე ცოცხალი აღარ იყო. იბრაჰიმმა სტუდენტის  მშობლებს შეატყობინა, რომ იგი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა გოგონას დედა ასე არ ფიქრობს.

სამშობლოში ჩამოსვენებული ცხედრის გამოკვლევის შედეგად გაირკვა: ტატიანასთვის ზურგში ჩაურტყამთ, ფეხის თითების ხრტილები კი გახლეჩილი იყო. გარდა ამისა, იბრაჰიმის ადვოკატმა გოგონას მშობლებს დიდი თანხა შესთავაზა, რათა საქმე მშვიდობიანად, უხმოდ მიეჩქმალათ. სტუდენტის მშობლებმა, რა თქმა უნდა, ამ წინადადებაზე უარი თქვეს.

მალე ცნობილი გახდა სრულიად მოულოდნელი დეტალები. ტატიანას ნაცნობი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამბობს: რეალურად, გოგონა ესკორტ-სერვისს სთავაზობდა ხალხს. დადის ჭორები, რომ გოგონასთან ერთი ღამის გასატარებლად, კლიენტები 500 დოლარზე მეტის გადახდისთვის იყვნენ მზად.

ჩეხრანოვას ნათესავები დარწმუნებული არიან, რომ გოგონა იბრაჰიმის ოჯახის წევრებმა მოკლეს. ამბობენ, რომ ბიზნესმენი ტატიანასთვის ხელის თხოვნას აპირებდა, თუმცა ულდიზის ოჯახმა უბრალოდ თავიდან მოიშორა არასასურველი სარძლო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს