საყვარელი ჭურჭლის ნახევარი ინდუქციური ქურის გამოჩენის შემდეგ გადავყარე

496

ახლახანს ნათლიების ახალ ბინაში გადასვლა აღვნიშნეთ. მათ არა მხოლოდ ახალი ბინა შეიძინეს, არამედ მდიდრული რემონტი გააკეთეს. ყველაზე მეტად თეთრი შურით შემშურდა სამზარეულოსი, რომელიც მოდურ ბერძნულ სტილშია გაფორმებული. თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ქურის ზედაპირი შთამბეჭდავია. მართალია, ნათლია აღიარებს, რომ ზოგიერთი ძველი ჭურჭელი ინდუქციური ქურისთვის შეუფერებელია. ჭურჭლის განახლება მოუწია. შევნიშნე, რომ ინდუქციური ქურების მოდა სულ უფრო ფეხს იდგამს. რა თქმა უნდა, ვიზუალურად ჩვეულებრივზე უკეთესად გამოიყურება, მაგრამ აქვს სხვა უპირატესობაც? ასეთი მოწყობილობა იაფი ნამდვილად არ ღირს! რა არის მისი პოპულარობის საიდუმლო და რომელი ჭურჭელი გამოდგება ინდუქციური ქურისთვის? Paparazzi ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდება.

ინდუქციური ქურის უპირატესობა – დავიწყოთ იმით, თუ რა არის ინდუქციური ქურა. ესაა ელექტროქურა მინაკერამიკის ფენით და ინდუქციური კონფორებით. მაღალხარისხიანი ელექტროდენის წყალობით სითბო სწორედ ჭურჭლის ძირში წარმოიქმნება. ამრიგად, საჭმელი ძირიდან ცხელდება.ხრიკი იმაშია, რომ ასეთი ქურა ჭურჭლის გარეშე არ მუშაობს. არც ჩაირთვება, თუ ჭურჭელი სავსე არაა. რა უპირატესობა აქვს ინდუქციურ ქურას? ყველაფერი მარტივია. პირველ რიგში, ქურა სამზარეულოში ადგილს ზოგავს, რადგან პატარაა.მისი მოვლა და სისუფთავის შენარჩუნება მარტივია. საჭმლის ნარჩენები, რომლებიც კერძის მზადებისას ზედაპირზე ხვდება, არ იწვის. თავად კონფორი არ ხურდება.ინდუქციური ქურა უფრო ეკონომიურია. სათანადო რეჟიმის შერჩევით მინიმალურ ელექტროენერგიას მოიხმარს. ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ასეთი ქურა ჩვეულებრივზე უფრო გამძლეა.

რატომ არის შეუფერებელი ჩვეულებრივი ჭურჭელი ინდუქციური ქურისთვის – ბავშვისთვისაც გასაგებია, რომ ყველა სახის ჭურჭელი ინდუქციური ქურისთვის შეუფერებელია. მთავარი საკითხია, თუ რომელი ჭურჭელი არ უნდა დადოთ მასზე არავითარ შემთხვევაში. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ინდუქციური ქურისთვის შესაფერისი ჭურჭელი ფერომაგნიტურ თვისებებს უნდა ფლობდეს. ფერომაგნიტური შენადნობი არ გვხდება შემდეგ მასალებში:

  • თითბერი
  • სპილენძი
  • ალუმინი
  • ბრინჯაო და სხვა არამაგნიტური მასალები

ცხადია, რომ პლასტმასი, ხე და მინის ჭურჭელიც ამ სიაშია.

ჭურჭელი ინდუქციური ქურისთვის – პოპულარული მოსაზრების მიუხედავად, ინდუქციურ ქურაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ თუჯის, უჟანგავი ფოლადის ან ფერომაგნიტური ძირის მქონე ალუმინის ჭურჭელი. თუ ინდუქციური ქურისთვის ტაფას ან ქვაბს ეძებთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალებს:

  • შესაბამისი ნიშნები ჭურჭლის ძირზე. მაგალითად, ზიგზაგები ან სიტყვა „Induction”. ზოგიერთ მაღაზიაში ინდუქციური ქურის ჭურჭელი ცალკე დახლზე მდებარეობს.
  • ნივთის შემადგენლობა ყურადღებით შეისწავლეთ. სასურველი ვარიანტები: უჟანგავი ფოლადი, თუჯი ან მინანქარი.
  • ინდუქციური ქურის ნებისმიერი ჭურჭელი ჩვეულებრივზე მასიურად გამოიყურება.
  • ასეთი ქურისთვის ჭურჭლის ძირის დიამეტრი კონფორის დიამეტრის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
  • უპირატესობა სქელ და იდეალურად სწორ ძირს მიანიჭეთ. ეს ფაქტები მზადების ხარისხზე გავლენას ახდენს.
  • სამწუხარო ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ: ინდუქციური ქურის ჭურჭელი ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირია.
  • სჯობს ცნობილი ბრენდის 1–2 ძვირადღირებული  ტაფა–ქვაბი შეიძინოთ, ვიდრე მთელი ნაკრები იაფად.

ინდუქციური ქურა ჩემი ოცნებაა. მგონია, რომ ეს მოწყობილობა მხოლოდ თავისი გარეგნობით სამზარეულოს უფრო მოდურს და პროგრესულს გახდის. თქვენ იცოდით, თუ რომელი ჭურჭელია უფრო შესაფერისი ინდუქციური ქურისთვის?