ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე დედამთილი არაფრის მომზადებას არ აპირებდა, მგრამ 31-ში ყველაფერი შეიცვალა.

0
893

იმისათვის, რომ ახალი წლის დღესასწაული კოშმარად არ გვექცეს, უნდა ვიყოთ ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანების კომპანიაში. სამწუხაროდ, პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირს ამის გაკეთება არ გამოუვიდა. უკვე მერამდენე წელია ახალ წელს აღნიშნავს ქმრის დედასთან ერთად. რატომ არ აეწყო კატოს და დედამთილის ურთიერთობა, წაიკითხავთ სტატიაში.

ახალი წლის აღნიშვნა

ბოლო 5 წელია მე და ჩემი ქმარი დედამთილთან ვცხოვრობთ. ის იმ ქალების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ სათავისოდ აწყობენ საქმეს. იმ შემთხვევაშიც, თუ სრულიად ტყუიან და არასწორად იქცევიან. მე ვცდილობ ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ არ შევიდე მასთან კონფლიქტში და ოჯახში სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალბატონი თამარი მაინც პოულობს მიზეზს.მისი რთული ხასიათის გამო შემძულდა ახალი წელიც და ყველა დღესასწაული: ეს მომიტანე, ის გააკეთე, აქ ასე უქენი, იქ ის დაამატე… მასთან ერთად სამზარეულოში ყოფნა სრული კოშმარია.დღემდე ცუდად მახსოვს შარშანდელი ახალი წელი. დედამთილმა ერთი ამბავი ამიტეხა “არასწორად” დაჭრილი ძეხვის გამო. ვერც კი წარმოიდგენთ, რისი მოსმენა მომიწია ახალი წლის ღამეს.

დედამთილის ქცევა – ახალ წლამდე ერთი კვირიტ ადრე, ქალბატონმა თამარმა გვითხრა, რომ არ აპირებდა არაფრის მომზადებას. მეგონა, რომ რადგან ყველაფრის მომზადება მე მომიწევდა, აღარ ჩაერეოდა. ეს ჩემთვის სასიამოვნო შოკი იყო, რადგან თავისუფლად ვიფუსფუსებდი სამზარეულოში და ნერვებს აღარავის მომიშლიდა. ჩამოვწერე სუფრის მენიუ, მოვიმარაგე პროდუქტები და საფუძვლიანად მოვემზადე კერძების მოსამზადებლად.

თუმცა, ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან 31 დეკემბერს დედამთილის გეგმები რადიკალურად შეიცვალა. საწოლიდან ადგომაც ვერ მოვასწარი, რომ ის დილაადრიან საძინებელში შემოვარდა და დამიძახა: “მალე ადექი, კერძები თავისით ვერ მომზადდება!”ვთხოვე, ცოტა ხანი დავეტოვებინე, რადგან გათვლილი მქონდა ყველაფერი და ვიცოდი როდის რა უნდა გამეკეთებია.

მაგრამ ქალბატონი თამარა უხეშად შემომიბრუნდა: “კატო, იუფროსე შენს სახლში, ჩემს სახლში ჩემი წესებით იცხოვრებ!” ამა მდგომარეობიდან გამომიყვანა და ვუთხარი: “თითონ არ თქვი, რომ არაფრის გაკეთება არ მინდაო? ჯერ არ გათენებულა და რას მთხოვთ მე? – მე არ მითქვამს, რომ არ მივადევნებდი თვალ-ყურს, რას და როგორ ამზადებ, მეც ხომ უნდა ვჭამო შენი მომზადებული?”

ჩაშხამებული ახალი წელი  – მაშინ მივხვდი, რომ ხაფანგში ვიყავი. აზრი არ ჰქონდა არაფრის მტკიცებას და დარწმუნებას, რომ მარტო მოვახერხებდი ყველაფერთან გამკლავებას. ვგრძნობდი, წინ საშინელი დღე მელოდებოდა.

31 დეკემბერი ნამდვილად კოშმარი იყო. თამარა ერთი წუთით არ მომშორებია. სინჯავდა თითოეულ კერძს, მაკრიტიკებდა, მისწორებდა ტექნიკას, ყველაფერზე შენიშვნას მაძლევდა. ბოლოს შეჰყვირა: “აი, ტორტის გაკეთებას შენ ვერ განდობ, გაიწიეო!”მე უკვე წყენის უნარი აღარ მქონდა, უკვე ზიზიღის გრძნობა დამეუფლა. ეს იყო ქალი, რომელიც არ სცემს პატივს არც შვილს და არც რძალს. გადავწყვიტე, რომ როგორმე მოგვეგვარებინა ჩვენი ფინანსური პრობლემები და ცალკე გადავსულიყავით. კიდევ ერთ ასეთ ახალ წელს ნამდვილად ვეღარ გადავიტანდი.

სერიოზული გადაწყვეტილება – თავი ხელში ავიყვანე და სუფრასთან მშვიდად წარმოვთქვი სადღეგრძელო: “დაე, ახალი წლიდან ყველაზე სანატრელი ოცნება ამიხდეს. მინდა, რომ მქონდეს ჩემი სახლი და რაც შეიძლება მალე წავიდე აქედან ქალბატონო თამარა! მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს!”

ცემდა გასაკვირად, დედამთილმა გახარებულმა მიპასუხა: “მადლობა ღმერთს! მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. რამდენი ხანია განიშნებთ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, მაგრამ ვერ მიგახვედრეთ. კარგია, რომ პირდაპირ თქმა აღარ მომიწევს!”გაოცებისგან პირი დავაღე. გამოდის, რომ თამარა მავიწროვებდა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მალე გადავსულიყავით მისგან. ეს რომ გავაცნობიერე, კიდევ უფრო ცუდად ვიგრძენი თავი.ქმარსაც ძალიან გაუკვირდა. ადრე ამბობდა, რომ დედა მოხუცდა და უნდა გავუგოთ, ვეღარ შევაცვლევინებთ ხასიათს. საერთო ჯამში, მე თითონ კმაყოფილი ვარ, რომ ცვლილებებზე დავფიქრდით. სამწუხაროდ, მეეჭვება დედამთილთან კარგი ურთიერთობა როდესმე გამომივიდეს.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის იმას, თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს უთქმელმა წყენამ და სურვილებმა. ზრდასრული ადამიანის შეცვლა უკვე შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ვიპოვოთ რაიმე გამოსავალი. ამ შემთხვევაში – ცალკე გადასვლა. თქვე როგორ მოიქცეოდით ასეთ დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.