ტოტალური დეფიციტის პერიოდში კრემის Nivea გარეშე დარჩენა ჩემთვის ტრაგედია იყო. “ლურჯი ოქრო” კოსმეტიკის თაროზე.

0
189

კანის მოვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი ჯანსაღი იერი დადებითად მოქმედებს განწყობაზე და თვალსაც ახარებს. კანის სიჯანსაღე დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, ხოლო მის მოსავლელად უამრავ საშუალებებს იყენებენ. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ერთი კრემი, რომელიც ერთდროულად კვებავს, ატენიანებს და აჯანსაღებს კანს. ეს არის Nivea-ს ხელის კრემი, ლურჯი შეფუთვით, რომელიც ყველას გექნებათ ნანახი მაღაზიის თაროებზე. მაშ ასე, რაში მდგომარეობს ამ კრემის უპირატესობა? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ კრემზე მოგიყვებით.

ხელების კრემი Nivea

დაბერებასთან ბრძოლა – ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაოჭებთან საბრძოლველად. მისი გამოყენება სახეზეც შეგიძლიათ. ამიტომ, თუ სახეზე კანი გამოგიშრათ და ნაოჭებიც შეამჩნიეთ, სულაც არ არის საჭირო ახალი კრემის ყიდვა. საკმარისია ეს სასწაულმოქმედი ქილა გედოთ თაროზე და მალე შედეგს თავად ნახავთ.

სტრიების საწინააღმდეგოდ – თუ ოჯახში მატებას ელოდებით, კანის ელასტიურობის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის კრემი Nivea. ის ხელს შეუშლის სტრიების გაჩენას, საუკეთესოა მუცელზე და თეძოებზე წასასმელად.

შავი წრეები თვალების ქვეშ – თვალების ქვეშ შავ წრეებთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა Nivea-ს კრემი. უკეთესი ეფექტის მისაღებად უნდა წაისვათ მასაჟის სახით, ფრთხილად შეიზილოთ კანზე, დილით დაიბანოთ პირი და დატკბეთ შედეგით.

მაკიაჟის მოშორება – თუ გაგითავდათ მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცები, სითხეები, Nivea შესანიშნავი შემცვლელი იქნება. მისი შემადგენლობის წყალობით მარტივად მოიშორებთ წყალგამძლე მაკიაჟსაც.

ხელების სიმშრალე – ხელების და იდაყვების კანის სიმშრალე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად იზრუნოთ მათ დატენიანებაზე და სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კრემების შეძენა. Nivea იდეალურად მოგიგვარებთ ამ პრობლემას.

პროფილაქტიკა – სამწუხაროდ, ალერგიული რეაქციების, კანის შეწითლების ან გაღიზიანებისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამიტომ პროფილაქტიკისთვის ზემოთხსენებული საშუალება კარგი გამოსავალია.

დამწვრობის მკურნალობა – Nivea გამოგადგებათ მზის დამწვრობის დროსაც. ის ამშვიდებს კანს და ხელს უშლის წყლულების გაჩენას. რა თქმა უნდა, სერიოზული დამწვრობის დროს სპეციალური სამკურნალო საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

ბალზამი – გარეთ ზამთარია და საჭიროა ტუჩებზეც იზრუნოთ. გამოშრობისგან მას Nivea-ს კრემი დაიცავს. საკმარისია რამდენიმე დღე წაისვათ ტუჩებზე 2-3 ჯერ და შედეგიც გექნებათ. ნახავთ, რომ სულ არ გჭირდებათ სპეციალური ბალზამები და ტუჩების მოვლის საშუალებები.

რჩევა რედაქციისგან: ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი, Nivea-ს კრემიც შეიძლება ყველას არ მოუხდეს. ეს კანის ინდივიდუალური თავისებურებაა. თუ მისი გამოყენების შემდეგ გრძნობთ დისკომფორტს, ან ამჩნევთ რაიმე უსიამოვნო ცვლილებას, შეწყვიტეთ გამოყენება. თქვენ რაში იყენებთ Nivea-ს ხელის კრემს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.