ოდესმე გსმენიათ მყარ სუნამოებზე. ეს პარფიუმერიის უძველესი ფორმაა, რომელიც თხევადი სუნამოს წინაპარია. მყარი სუნამო არს თუ ისე პოპულარულია და ამაოდ. მას ბევრი უპირატესობები აქვს და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ მასზე ვისაუბრებთ.
მყარი სუნამოები
ეგვიპტეში სურნელოვან ნივთიერებებს ფარაონებისთვის ამზადებდნენ. მაშინდელი სუნამო შედგებოდა ცვილის, ცხიმის, საკმევლისა და სანელებლებისგან. ნარევის მცირე ნაწილს ისმევდნენ კანზე და ის სასიამოვნო სურნელს დიდი ხნის მანძილზე აფრქვევდა. თხევადი სუნამოების მთავარი ნაკლი მისი სწრაფი აორთქლებაა. სურნელის მდგრადობის გახანგრძლივების ერთ-ერთი ხრიკია კანზე ვაზელინის წასმა და შემდეგ სუნამოს შესხურება.მშრალ სუნამოს შეიძლება ვუწოდოთ თხევადი სუნამოს ეკოლოგიურად სუფთა შემცვლელი. როგორც წესი, ის შეიცავს ცვილს და ბუნებრივ არომატულ ზეთებს. ასეთი სუნამო ატენიანებს კანს და არ აღიზიანებს მის ზედაპირს, განსხვავებით თხევადი სუნამოებისგან, რომლებიც შეიცავენ ეთანოლს.
მშრალი სუნამო წააგავს ტუჩების ბალზამს, რომელიც მეტალის ქილაშია მოთავსებული. ის არასდროს არ დაგექცევათ, მარტივად ისმევა, მუდამ შეგიძლიათ თან გქონდეთ პატარა ჩანთაში ან სულაც ჯიბეში.
მყარი სუნამო საკმაოდ ეკონომიურად იხარჯება. თუმცა, არ აქვს შლეიფი, რომელიც თხევად სუნამოებს აქვს. სამაგიეროდ თუ გაქვთ კულონი, რომელიც იხსნება, შეგიძლიათ ჩადოთ მცირე რაოდენობა და არომატი მუდამ თქვენთან იქნება.
ტანსაცმელზე ასეთი სუნამოს წასმა არ შეიძლება მისი შემადგენლობის გამო, რადგან შეიცავს ცხიმებს. უნდა წაისვათ თითით ან ბამბის დისკით პულსაციის ადგილებზე: მაჯებზე, ყურების უკან, მუხლების უკან.
არომატები – La Panthère Parfum Cartier სუნამოები მსუბუქი და უპრეტენზიოა. არსებობს ამ სუნამოების მყარი ვერსიებიც, სადაც მთავარი ნოტებია გარგარი და პაჩული, ხავსი და შიპრი. სუნამო გამოდის ფანქრის ფორმით, რაც ამარტივებს მის მოხმარებას.
Goddess – ეს არომატი განკუთვნილია ჟასმინის და ხის ნოტების მოყვარულებისთვის. ამ ვერსიაში პირველი ხის ნოტები შეიგრძნობა, შემდეგ მოდის ჟასმინის მსუბუქი არომატი თაფლის ტკბილი ელფერით.
Teint de Neige – საკმაოდ პოპულარულია იტალიური ბრენდის Lorenzo Villoresi სუნამოები, რადგან მისი არომატები მაღალი შლეიფით გამოირჩევა. შეგიმჩნევიათ, როგორი სურნელი აქვს დათოვლილ პალტოს? სწორედ ასეთი საინტერესო არომატი აქვს ამ სუნამოებს.
რჩევა რედაქციისგან: ძვირფასი და კარგი სუნამოების არომატების უმეტესობას აქვს მყარი ვერსიებიც. თუ სუნამო მხოლოდ ერთხელ გსურთ დაიტანოთ და გიყვართ მდგრადი არომატები, მშრალი ვარიანტები თქვენთვის ყოფილა. არ ვურჩევთ მსუბუქი და მგრძნობიარე ყნოსვის პატრონებს. თქვენ გსმენიათ მყარი სუნამოების შესახებ? გამოგიყენებიათ როდესმე ის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.