რა ოჯახურ ცხოვრებაზე უნდა იყოს საუბარი, როდესაც გებულობ, რომ ქმარი, რომელთანაც 10 წელზე მეტი ხანია ბედნიერად ცხოვრობ, უბრალოდ გღალატობს? უფრო მეტიც საყვარელი ფეხმძიმედ ჰყავს… ამის შემდეგ ბევრ ქალს მისი დანახვაც აღარ ენდომებოდა, მაშინვე გაშორდებოდა და დაივიწყებდა.თუმცა, არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ვერანაირად ვერ ღებულობენ სიტუაციას ისეთს როგორიც არის და ცდილობენ გარკვევას რატომ, რისთვის მოხდა ასე, არც განქორწინებას არ ჩქარობენ. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი სრულ გაუგებრობაშია. ის ხვდება, რომ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ როგორ მოიქცეს არ იცის.
ფეხმძიმე საყვარელი
“აი, ასეთი ამბებია: 14 წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ ვიგებ, რომ ჩემი ქმარი უსინდისოდ მღალატობს, თანაც უკვე დიდი ხანია. უფრო მეტიც, მალე კიდევ ერთ შვილს ელოდება საყვარლისგან. ეს ჩემთვის დიდი შოკი იყო… ჩვენ ორი შვილი გვყავს და მხოლოდ მე ვუვლი, რადგან ქმარი დაკავებულია თავისი ფირმის საქმეებით და არასდროს არ სცალია. გახსოვთ, კარანტინის დროს როგორ იყო აღშფოთებული ხალხი, რომ სახლში გამოიკეტა? ჩემთვის არაფერი იყო ახალი, უკვე მეხუთე წელია ოთხ კედელში ვარ და ოჯახს ვუვლი.დავკარგე მეგობრები და ნაცნობები, ჩემი პროფესია საერთოდ დავივიწყე. ბოლო პერიოდში, ასაკის მატებასთან ერთად, წონაშიც მოვიმატე. სამაგიეროდ, ქმარმა მივლინებებში სიარულს მოუხშირა, ხშირად სტუმრობს ბრებს და სპორტულ დარბაზებს. საბოლოოდ დავილაპარაკეთ და აი, რა გაირკვა:ის არ ამბობს უარს გაყრაზე, მაგრამ ურჩევნია ოჯახის შენარჩუნება. საყვარელთან ურთიერთობას ვერ შეწყვეტს, რადგან ბავშვზე უნდა იზრუნოს. თუ გავშორდები, ყველაფრის გარეშე დავრჩები, ბავშვებსაც თითონ დაიტოვებს. როგორ უნდა მოვიქცე არ ვიცი, გავლენიანი ადამიანია და შეძლებს იურისტების დახმარებით ამის გაკეთებას.”
რჩევა – მოდით, ყველაფერს შევხედოთ ქმრის თვალით. ის წარმატებული, განათლებული, შეძლებული ზრდასრული ადამიანია. ჰყავს ორი შვილი, აქვს სახლი და კარიერა. ასევე ჰყავს ცოლი, რომელიც ზის სახლში, არ ზრუნავს თავის გარეგნობაზე, არ სწავლობს სიახლეებს, არ ვითარდება. კი მაგრამ რატომ? როდესაც არის ფინანსური საშუალება, რატომ არ აყავს დამხმარე სახლში?
თან ბავშვები უკვე წამოიზარდნენ და არის საშუალება საკუთარ თავზე ზრუნვის. ადამიანებს მალე ღლით ერთფეროვნება. როგორც ჩანს, ქმარმა ბევრად გაასწრო ცოლს სამსახურეობრივი და ცხოვრებისეული განვითარებით. ასე კი არ შეიძლება.საინტერესოა, რა გეგმები აქვს საყვარელს: ოჯახის შექმნა ცოლ-შვილან მამაკაცთან, თუ უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობა? ცოლმა საკუთარი თავით უნდა დაიწყოს და არ იჩქაროს ყველა ხიდის დაწვა და ქირით ცხოვრება შემოსავლის გარეშე.კარგი და მყარი ოჯახის შესანარჩუნებლად არსებობს სამი მთავარი კრიტერიუმი:
- ურთიერთპატივისცემა
- მიზიდულობა
- ერთად ყოფნის სურვილი
თუ რომელიმე მათგანი დააკლდება, ოჯახის საქმე ცუდად წავა. ამიტომ, სანამ დროა, შეცვალეთ ყველაფერი. გააცნობიერეთ, რამდენად შეძლებთ ღალატის პატიებას, გაყრამდე დაიქირავეთ კარგი იურისტი და გაიარეთ კონსულტაცია. შეიძლება საბოლოოდ, ქმარმა თავად გთხოვოთ დაბრუნება. სასამართლოს უმეტესობა ქალის სასარგებლოდ წყდება, წარმატებები!თქვენ რა რჩევას მისცემდით სასოწარკვეთილ დიასახლისს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.