დღევანდელი ისტორიის გმირმა მოწიფულ ასაკში სამი ბავშვი გააჩინა. ნატალი 51 წლის ასაკში დედა გახდა, ყველა სირთულე და ცხოვრებისეული დაბრკოლება გადალახა. ნათესავებთან და ინტერნეტში არაკეთილმოსურნეებთან კამათი მოუწია. რატომ არ მოეწონა ყველას ახალგამომცხვარი დედის საქციელი. Paparazzi ნატალის ისტორიას გიზიარებთ.
სამი ტყუპი გააჩინა
„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაორსულებას ვცდილობდი. ექიმები მხოლოდ ხელებს შლიდნენ, რომ ადრე უნდა მეფიქრა, სანამ ახალგაზრდა ვიყავი. ახლა მხოლოდ სასწაულის და ლოცვის იმედი უნდა მქონოდა. დიახ, ნამდვილად მჯეროდა. როცა საყვარელი ადამიანი გტოვებს, რომელსაც მამობა სურს და ლოდინი არ შეუძლია, მხოლოდ რწმენა გრჩება.ადრე ნათესავებიც შეგუებას და ბავშვის აყვანას მირჩევდნენ. ფუჭად გადაყრილი დიდი ფულის გამო მკიცხავდნენ, თითქოსდა მათ გამოიმუშავეს და არა მე. ნუგეშს ინტერნეტში ვეძებდი: ინსტაგრამზე საკუთარი ბლოგი შევქმენი და თანამოაზრეები ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ბევრ ქალს მსგავსი პრობლემა აქვს. ბლოგში ყველას ჩემს განცდებს ვუზიარებდი. ვწერდი, როგორ ვცდილობდი დაორსულებას.
შემდეგ გალინას ისტორიას გადავაწყდი, რომელმაც 60 წლის ასაკში ბავშვი გააჩინა. ამან იმდენად შთამაგონა, რომ ბოლომდე ბრძოლა გადავწყვიტე. დაახლოებით ამ პერიოდში ლევანი გავიცანი. პატარა გოგონასავით შემიყვარდა, მანაც სიყვარულით მიპასუხა. როცა ლევანმა გაიგო, რომ ბავშვზე ვოცნებობ, მითხრა, რომ ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.ნათესავები კვლავ ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ. მეუბნებოდნენ, რომ მზად ვარ პირველ შემხვედრს ლოგინში ჩავუწვე, ოღონდ დავორსულდე. მათი სიტყვები გულს მტკენდა, მაგრამ ვითმენდი. ერთგული გამომწერები მხარს მიჭერდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ძლიერი ვარ და შევძლებ.“
სასწაული მოხდა – „ნანატრი სასწაული მოხდა. დავორსულდი. ერთ–ერთ ექოსკოპიაზე მითხრეს, რომ სამტყუპს ველოდი. გულწრფელად რომ გითხრათ, ყურებს არ ვუჯერებდი. ამდენწლიანი მცდელობის შემდეგ სამი ბავშვის ერთად ყოლა სასწაული იყო. ლევანი ატირდა, როცა გაიგო. თავადაც არ მჯეროდა. შემეშინდა, რომ ვერ შევძლებდი. ნათესავები ცეცხლში ნავთს ასხამდნენ, გიჟად მთვლიდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მათი დახმარების იმედი არ უნდა მქონოდა.
ეს ისედაც ვიცოდი. მხოლოდ საკუთარი თავის და ლევანის იმედი მქონდა. როცა ორსულობის შესახებ ვუთხარი, ხელის მოწერა შემომთავაზა. ალბათ, ეს ყველაზე მშვიდი ხელმოწერა იყო. რეესტრში მხოლოდ ჩვენ, ლევანის დედა და მისი ძმა მივედით. ჩემი მხრიდან არავინ იყო. გულდასაწყვეტია, რომ დედაც მხარს არ მიჭერს. თვლის, რომ ჩემი შანსი ხელიდან გავუშვი და ასეთ ასაკში დედა არ უნდა გავხდე.უკვე 51 წლის ვარ. ვიღაც იტყვის, რომ დროა შვილიშვილებს მოვუარო, მაგრამ სამი ბავშვი გავაჩინე. ვერავინ გამიგო, მაგრამ არ მადარდებს. 3 აბსოლუტურად ჯანმრთელი გოგონა გავაჩინე. ლევანი მშობიარობას ესწრებოდა, ხელს მიჭერდა და მამხნევებდა, რომ ყველაფერს შევძლებდი.
ახლა ინტერნეტში ნეგატიური კომენტარების გაუთავებელ ნაკადს ვუმკლავდები, რადგან ჩემს ბლოგში ბავშვების გამოჩენამ ჰეიტერების რაოდენობა გაზარდა. მკიცხავენ, რომ შვილების მომავალზე არ ვფიქრობ. მაგრამ ასე არ ვთვლი. არ ვიცი, კიდევ რამდენი წელი ვიცხოვრებ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები და ბედნიერები გაიზარდონ.იმედი მაქვს, ოდესმე ადამიანები ერთმანეთის გაკიცხვას შეწყვეტენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩემ ნათესავს და ჰეიტერს ჩემს ადგილას თავის დაყენება არ უცდია. სამწუხაროა!“
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ეს ისტორია გვასწავლის, რომ იმედი არ დავკარგოთ და მიზნისკენ სვლა არ შევწყვიტოთ. იმის მიუხედავად, რომ სხვები მის საქციელს კიცხავდნენ, ნატალი ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რომ ოდესმე დაორსულდებოდა. ამბობენ, რომ რთული ცხოვრებისეული გამოცდებით ადამიანი უფრო ძლიერდება. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა ეს შეძლო.
როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ქალმა 50 წლის შემდეგ ბავშვი გააჩინოს?