სველი მაფინები „საღამოები ხუტორზე დიკანკასთან ახლოს“ მზრუნველი დაქალის რეცეპტით

0
275

რბილი, ნაზი და სველი მაფინები საუზმეზე განწყობას აგიმაღლებთ და დღის კარგი დასაწყისი გახდება. ყველასთვის საკმარისი მაფინი რომ გამოაცხოთ და მაღაზიაში კიდევ ერთი საცხობი ფორმის ყიდვა არ მოგიწიოთ, Paparazzi მარტივ ხრიკს გასწავლით. ვაღიარებ, რომ კვერცხის უჯრები ასე არასდროს გამომიყენებია!

მაფინები საუზმეზე

ინგრედიენტები:

  • 80 გრ კარაქი
  • 70 მლ მცენარეული ზეთი
  • 140 მლ რძე
  • 250 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 370 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
  • 200 გრ ქიშმიში
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. მცენარეული ზეთი, გამდნარი კარაქი, შაქარი და მარილი აურიეთ.
  2. ოთახის ტემპერატურის რძე და კვერცხი დაუმატეთ. სათქვეფით ათქვიფეთ.
  3. ფქვილი ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ და ერთგვაროვანი სქელი ცომი მოზილეთ.
  4. ქიშმიში ან ჩირის ნაჭრები დაუმატეთ და აურიეთ.
  5. საცხობი ქაღალდი მსუბუქად დაასველეთ და კვერცხის ფორმაში ჩააფინეთ. რაც უფრო მეტი უჯრა გაქვთ, მით მეტ მაფინს გამოაცხობთ ერთ ჯერზე.
  6. უჯრებში 1 კოვზი ცომი ჩაასხით.
  7. კვერცხის უჯრა რამდენჯერმე შეარყიეთ, რომ ცომი ზედაპირზე თანაბრად განაწილდეს.
  8. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
  9. ცოტა გაგრილება აცადეთ და ფორმიდან ამოიღეთ.

გემრიელ ჩაის სმას გისურვებთ.