გუშინ დედამთილი იყო მოსული, ის მიხვდა, რომ სახლში ვიყავი, რადგან კარებთან ბავშვის ეტლი იდგა, მაინც არ გავუღე კარები…

0
726

გაფრთხილების გარეშე სტუმრობა ცუდი ჩვევაა, და ზოგიერთი ადამიანი კი კვლავ არ ითვალისწინებს ამას და მაშინ მიდიან სტუმრად, როცა მოუნდებათ. ამით კი ბევრ უხერხულობას უქმნიან მასპინძლებს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მსგავსი გაუფრთხილებელი ვიზიტები გაუგებრობის მიზეზი გახდეს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელსაც არ უყვარდა დაუპატიჟებელი სტუმრები. ამის გამო კი საკმაოდ უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა.

სტუმრობა გაფრთხილების გარეშე

“ყოველთვის ვთვლიდი, რომ ქორწინების შემდეგ ახალგაზრდებმა ცალკე უნდა იცხოვრონ, მშობლებისგან დამოუკიდებლად, რადგან სხვანაირად შეუძლებელია ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება ოჯახში. ამასთან, უფრო მშვიდად და კომფორტულად ხარ ქმართან და შვილთან ერთად.”რთულია იმის გაცნობიერება, რომ ვიღაცა საერთოდ არ სცემს პატივს შენს პირად სივრცეს. ამ შემთხვევაში, საუბარია დედამთილზე, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ჩემი სახლი მისი სახლიცაა და გაუფრთხილებლად მოდის ხოლმე.ამ რამდენიმე თვეში მოახერხა და საშინლად მომაბეზრა თავი. ყველაფერი ჩემი დეკრეტში გასვლის შემდეგ დაიწყო. თითქმის ყველა მეორე დღეს მოდის ხოლმე, თან გაუფრთხილებლად.უკვე ბევრჯერ მივანიშნე, რომ ბევრი საქმე მაქვს და სხვადასხვა გეგმები, ხშირად პატარას გამო უძილო ვარ და ბავშვთან ერთად ვიძინებ, ხან სასეირნოდ გვინდა წასვლა… არაფერს არ ითვალისწინებს და მავალდებულებს, რომ ვუმასპინძლო ნებისმიერ დროს და ადგილას.

უნდა გავუღოთ თუ არა კარი – ერთ დღეს ფანჯრიდან დავინახე, რომ მოდიოდა და გადავწყვიტე, რომ კარები არ გამეღო. ის მიხვდა, რომ სახლში ვიყავით, რადგან კარებთა ბავშვის ეტლი იდგა, მაგრამ მაინც არ გავაღე. კი შემრცხვა ჩემი საქციელის და შემეცოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ასე ჯობდა.საბოლოოდ, დედამთილი გამინაწყენდა და ქმარს შესჩივლა. ჩემი ქმარი გამიბრაზდა, რა სულელურად მოქცეულხარო. ვცადე მობოდიშება, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობს. მას მერე აღარ მოსულა, შვილიშვილიც არ უნახავს.”

რჩევა რედაქციისგან: დედამთილი რატომ გაბრაზდა, გასაგებია. რა თქმა უნდა, საწყენია, როცა სტუმრად მისულს სახლის კარს არ გიღებენ. რძალი არ უნდა მოქცეულიყო ასე, რადგან ურთიერთობის დალაგება არ იქნება მარტივი საქმე.გოგონას თავისი პოზიცია ტაქტიანად და ფრთხილად უნდა მიეტანა დედამთილამდე. უბრალოდ უნდა ეკეთებინა თავისი საქმე და ქალი თავად მიხვდებოდა, რომ ზომა უნდა დაეცვა, იქნებ მიხმარებოდა კიდეც? თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ სიტუაციაში? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.