რატომ არ უნდა უგულვებელყოთ დედის ლოცვის ძალა: იგავი, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

0
1340

დედის უძლიერეს ლოცვას შეუძლია შვილის დაცვა ყველაზე რთულ დროსაც კი. დედა ყოველთვის იგრძნობს, რომ მის საყვარელ შვილს დახმარება სჭირდება და მაშინაც კი, როცა არ აქვს საშუალება პირადად ნახოს, ის გულით ილოცებს და შესთხოვს უმაღლეს ძალებს დაიცვან მისი შვილი.

დედის ლოცვა ყველაზე ძლიერია

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოთხრობილი ეს საინტერესო ამბავი მოხდა ქალბატონი ელენეს და მისი ქალიშვილის ოჯახში. მამამ ბავშვის დაბადებისთანავე მიატოვა ისინი, ელენეს მშობლები კი კარგა ხანია იმქვეყნად წავიდნენ. გაჭირვებამ და პრობლემებმა მიიყვანა ქალი ტაძარში, ხშირად დადიოდა, ისწავლა ლოცვა, ჩუმად მღეროდა მგალობელთა გუნდთან ერთად.ნათია არ იზიარებდა დედის გატაცებას ეკლესიით. თავიდან დაყვებოდა ხოლმე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მოუკლო ტაძარში სიარულს. დედა ამას გარდატეხის ასაკით ხსნიდა და ეგონა, რომ დროთა გამავლობაში გოგონა მიხვდებოდა, თუ რამხელა ძალა ჰქონდა ლოცვას. თუმცა საიმედო ცვლილება არ ჩანდა.

მასშტაბური კონფლიქტი – როდესაც ნათიას 15 წელი შეუსრულდა, უმართავი გახდა. დიდი ხით გადიოდა სახლიდან, დადიოდა ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად, დედას თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა. ელენემ არაერთხელ სცადა შვილთან დალაპარაკება, თანადგომა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ლოცვასა და ტაძარში სიარულზე საუბარიც არ შეიძლებოდა.”აღარ მინდა შენი ლოცვების შესახებ საუბრის მოსმენა! რაში უნდა დამეხმაროს ლოცვა? რას მიზამს? ფულს და ტანსაცმელს ვერ მომიტანს. ნუ ცდილობ ჭკუა მასწავლო, მე უკვე დიდი გოგო ვარ და ვიცი რა უნდა გავაკეთო!” – ყვიროდა ნათია.ელენე ძალიან დარდობდა და ცდილობდა შვილისთვის მიეცა ყველაფერი, რაც შეეძლო. აგროვებდა ფულს მოდური ტანსაცმლისთვის, ტელეფონისთვის, რათა გოგონას თავი გარიყულად არ ეგრძნო. “ვილოცებ, რომ ღმერთმა გაგინათოს გონება და გასწავლოს მოთმინება. მართალია, არ ვართ მდიდრები, მაგრამ მე შენ არაფერს მოგაკლებ!” – გულწრფელად ეუბნებოდა დედა.

“როგორც გინდა ისე გაიგე, მაგრამ კიდევ თუ დავინახავ, რომ ლოცულობ, ავიღებ შენს ლოცვის წიგნებს და დავწვავ! არ მჭირდება შენი ლოცვა, გიკრძალავ ამის გაკეთებას!” – არ ჩერდებოდა ნათია.

ჭკვიანი გოგონა – ჩხუბის შემდეგ ნათიამ კარი გაიჯახუნა და სახლიდან წავიდა. აპირებდა მეგობართან მისვლას, მაგრამ შუა გზაში რაღაც ძალამ გააჩერა და ნაბიჯი ვერ გადადგა. ვერ ხვდებოდა რა ჭირდა.ამ დროს კი ელენე მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა. სთხოვდა მამაზეციერს შვილის სწორ გზაზე დაყენებას, რომ სისულელე არ გაეკეთებინა, რომ საღ-სალამათი დაბრუნებულიყო სახლში. ის არაფერს ითხოვდა, მხოლოდ სიკეთე სურდა თავისი ქალიშვილისთვის.ნათია სახლში რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა. ის აღარ წასულა თავის არასერიოზულ ნაცნობებთან. ცოტა ხანი პარკში იჯდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. დედას უკვე ეძინა, მაგრამ მაშინვე გაიგო, რომ შვილი დაბრუნდა. დილით კი ქალაქში ამბავი გავრცელდა…

როგორ იცავს დედის ლოცვა – ღამით იქ, სადაც ნათია მიდიოდა, ტრაგედია მოხდა. არავინ იცის ზუსტად რა ვერ გაიყვეს ბიჭებმა, მაგრამ ერთი მათგანი მოკლული იპოვეს, მეორე მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. გოგონა შოკში იყო მომხდარის გამო. დედაც და შვილიც მიხვდნენ, რომ რაღაც სერიოზულ საფრთხეს გადარჩნენ.

“დედა, რამდენი ცუდი რამ გითხარი, ძალიან მრცხვენია, ისე ცუდად ვიქცეოდი. სულ მეგონა, რომ რელიგია შენს თავს მართმევდა, თურმე პირიქით ყოფილა. დედა, ილოცე ჩემთვის, გთხოვ, ხანდახან მაინც!” ელენემ ცრემლები ვერ შეიკავა და მაგრად ჩაეხუტა შვილს, გულში კი მადლობას უხდიდა მამაზეციერს შვილის გადარჩენისთვის.

რედაქციისგან: გულწრფელად გვჯერა, რომ ელენეს და ნათიას ურთიერთობა დალაგდება და მალე საუკეთესო მეგობრები გახდებიან. დაე, ზეცამ შეისმინოს ყველა დედის ლოცვა და კარგად ყავდეთ თავისი შვილები. თქვენ გჯერათ ლოცვის ძალის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.