სწრაფად დავემშვიდობე მეგობარს, მაგრამ უეცრად დავინახე მაისური სუპერმენის გამოსახულებით, რომელიც დილით სახლიდან გასვლის წინ ქმარმა ჩაიცვა.

0
978

ლიკამ არ იცოდა როგორ მოქცეოდა ქმარს: გაშორებოდა? თითონ წასულიყო? ის გაეგდო? თუ თავი ისე დაეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარა. რომელი მოქმედება იქნება სწორი, როდესაც იგებ, რომ 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარი საკუთარ დაქალთან გღალატობს. ერთი რამ კი ზუსტად იცოდა, მათი ოჯახური ცხოვრება ისეთი ვეღარასდროს იქნებოდა, როგორიც ადრე იყო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია.

ქმრის ღალატი დაქალთან

ოთარი და ლიკა – ოთარი და ლიკა მშვიდად ცხოვრობდნენ, შეიძლება ითქვას, ჰარმონიულადაც. ისინი არასდროს ჩხუბობდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში ლიკა ვეღარ გრძნობდა ძველებურად მშვიდად თავს. ოთარი ხშირად მიდიოდა სათევზაოდ რამდენიმე დღით და ნაკლებ ყურადღებას იჩენდა ცოლის მიმართ. ყოველ ჯერზე, როცა ლიკა ჩაუფიქრდებოდა ხოლმე ქმრის ქცევას, მაშინვე დასახმარებლად ნათელა გამოჩნდებოდა ხოლმე.უფრო სწორედ, ლიკა მიდიოდა ხოლმე მასთან. დაქალი ყოველთვის ახერხებდა მისთვის პრიორირეტების დალაგებას და რეალური სურათის ჩვენებას. ის არწმუნებდა მეგობარს, რომ ძალიან გაუმართლა ასეთი ქმარი რომ ჰყავს. ის მშრომელი, მორიდებული და მზრუნველი მამაკაცია. ბევრი ქალი ოცნებობს ასეთ ქმარზე. ამის შემდეგ ლიკა სხვა თვალით უყურებდა სიტუაციას და თვლიდა, რომ არც ისე ცუდად იყო საქმე.

ღალატი – თუმცა, სახლში დაბრუნების შემდეგ ცუდი აზრები ისევ ბრუნდებოდა და მოსვენებას არ აძლევდა. ოთარი აგრძელებდა სახლიდან გასვლის ტრადიციას და ღამეც ხშირად არ იყო ხოლმე. ერთ დღეს ქმარი ისევ გაემზადა სათევზაოდ წასასვლელად. გადაიცვა თავისი საყვარელი მაისური სუპერმენის ლოგოთი, აიღო ანკესი და სახლიდან გავიდა.განაწყეებული ლიკა სახლში ვეღარ გაჩერდა და ნათელასთან წავიდა. ის ძირითადად სახლში იყო ხოლმე. კარი რატომღაც ღია იყო, შევიდა. მაგიდაზე იდგა ჭიქები სასმელით და შოკოლადები. საძინებლიდან ნათელა გამოვარდა, თან ხალათს ისწორებდა.დაბნეულმა ლიკამ მოუბოდიშა დაუგეგმავი ვიზიტისთვის, ცოტა ხანი ისაუბრეს და წასვლას რომ აპირებდა, შენიშნა ნაცნობი მაისური კუთხეში, შემდეგ კარგად მიმოიხედა და შემოსასვლელი კარის უკან ქმრის ანკესიც დაინახა. ხმა ვერ ამოიღო, დაემშვიდობა ნათელას და წავიდა.

დასკვნა და გადაწყვეტილება – მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ლიკას არავისთვის არაფერი არ უთქვამს. ძალიან ეშინოდა მარტო დარჩენის, არ სურდა იმის დანგრევა, რასაც წლების განმავლობაში აშენებდა ქმართან ერთად.თუმცა, ქმარმა მაინც შეამჩნია ცვლილება ცოლს, მაგრამ რა ხდებოდა ვერ მიხვდა. დროთა განმავლობაში სათევზაოდ სიარულსაც მოუკლო, მაგრამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში უკეთესობა არ ჩანდა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ამბავი? – ასეთი მიდგომა იწვევს როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ შეფასებას. ლიკას შიში, რომ მარტო დარჩება, გასაგებია. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს დამამცირებელი საქციელია ქალისთვის, მაგრამ შიშის დროს ღირსების შეგრძნება ძალას კარგავს. მდგომარეობა, რაშიც აღმოჩნდა ლიკა ასეთია: ფიზიკურად ის არ არის მარტო, მას ყავს ქმარი, მაგრამ სულიერად და ემოციურად მარტო დარჩა საკუთარ თავთან. ან როგორ უნდა ენდოს ასეთ ქმარს და დაქალს? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.