ახალგაზრდა ყმაწვილმა თავისთა წაიყვანა 89 წლის მოხუცი მეზობელი, რადგან არ შეეძლო მშვიდად დაეძინა ის რომ მარტო იყო.

3974

ხანდაზმული ადამიანის მოვლის დროს მომვლელის პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია. მოხუცი ბებიის ან ბაბუის მოვლა არ არის მარტივი საქმე და ბევრ ექთანსაც არ შეუძლია ამის გაკეთება. აღარაფერს ვამბობთ ახალგაზრდა ყმაწვილზე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ არაფერი იცოდა მეზობლად მოხუცი ქალის არსებობაზე.და აი, რა მოხდა: მომავალმა მსახიობმა კრის სალვატორემ თავის თავზე აიღო მოხუცი მეზობლის მოვლა. შეიძლება იფიქროთ, რომ ამ საქმეს მან მხოლოდ მატერიალური დაინტერესების გამო მოკიდა ხელი, მაგრამ არა. იმ პერიოდში არცერთს არ ქონდა ზედმეტი ფული. ამიტომ ეს სრულიად უანგარო ქცევა იყო. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავია:

მომვლელის მოვალეობები

კრისი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა, რადგან პრობლემების გამო მძიმე დეპრესია ჰქონდა. ის შეყვარებულმა მიატოვა, რომელთანაც ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა. კრისი ძალიან დარდობდა, არ ჭამდა, ცუდად ეძინა, სახლიდან გასასვლელად და სამუშაოდ კი ძალა და მოტივაცია არ ყოფნიდა.ეს ყველაფერი ჰოლივუდში ხდებოდა. არა იმ რაიონში, სადაც მსახიობები და ვარსკვლავები ძვირფასი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არამედ ჰოლივუდის მოშორებულ კუთხეში, სადაც ცხოვრობენ დამწყები და უცნობი მსახიობები.ერთხელ კრისს სახლიდან ნაგავი გაჰქონდა. ამ დროს დაინახა თავაზიანი მოხუცი ქალბატონი. მას ნორმა ერქვა. ეს იყო ენერგიული, საკმაოდ განათლებული მოხუცი. მან ხელი დაუქნია კრისს და გაუღიმა. მას შემდეგ ისინი გამეგობრდნენ. ყმაწვილი უყვებოდა თავის პრობლემებზე, ნორმა კი უსმენდა და რჩევებს აძლევდა.ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი. ბიჭი თანდათან განთავისუფლდა მძიმე აზრებისგან და რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლიც ითამაშა. ნორმას კი ასაკი და უძლურება ემატებოდა. ერთ დღეს თავის სახლში გონება დაკარგა და დაეცა. ექიმებმა საიმედო ვერაფერი თქვეს, დაავადება პროგრესირებდა და მისი განკურნება შეუძლებელი იყო.

უნებლიე გადაწყვეტილება – მაშინ კრისმა გადაწყვიტა, რომ თავად მოევლო თავისი მოხუცი მეგობრისთვის. თავისუფალი დრო უამრავი ჰქონდა, თუმცა არ ჰქონდა ძვირადღირებული წამლების ფული და ექთნის ცოდნა. ის თეორიულად გაეცნო ავადმყოფის მოვლის წესებს და მოხუცი საავადმყოფოდან თავის სახლში წამოიყვანა.ამასთან ერთად, მან დახმარებისთვის მიმართა ინტერნეტში ჯგუფებს, სადაც ლეიკემიით დაავადებულებისთვის თანხას კრებდნენ. მალე საკმარისი ფული ქონდა ნორმას სახლში მკურნალობისთვის.კრისი ცოტა არ იყოს, ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. ერთია მოხუცთან მეგობრობა, მაგრამ მძიმე ავადმყოფის მოვლა და მასზე ზრუნვა არ იქნებოდა მარტივი. თუმცა, როდესაც ბედნიერ ნორმას ხედავდა, დაღლილობა ავიწყდებოდა და თავადაც ბედნიერი იყო.

ნორმას გარდაცვალების შემდეგ კრისს მადლიერების გრძნობა ჰქონდა. მოხუცი მას რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარა. დეპრესიიდან გამოსვლას ის მარტო ნამდვილად ვერ შეძლებდა. არავინ იცის რა გზით წავიდოდა კრისის ცხოვრება, რომ არა მოხუცის თანადგომა.

მათ ერთად შეძლეს დეპრესიის დამარცხება და კრისის შემდგომი საქციელი იყო მადლიერების გამოხატვა თანადგომისთვის. ეხლა ახალგაზრდა აქტიური და მხნეა. მას მეტი შანსი აქვს ცხოვრებისეული წინსვლისთვის. ვერ ვიტყვით, რომ ბედნიერი ამბავია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არსი, როგორც კინოში. ამიტომ რეალურ ამბებს მეტის სწავლება შეუძლია. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს