შეღებვის მეთოდები, რომელიც მდიდრულ იერს შეგმატებთ

0
434

გარეგნობასა და მის შეცვლაზე საუბრისას დაუყონებლივ თმასთან დაკავშირებული პროცედურები გვახსენდება, ანუ თმის შეჭრა ან შეღებვა. საბედნიეროდ, ახლა ქალებისთვის ყველა სახის თმის შეღებვა ხელმისაწვდომია. მათ შორისაა ტექნიკა, რომელიც თმას არა მხოლოდ სიკაშკაშეს და ბუნებრივ ეფექტს მატებს, არამედ ფასებით არ იკბინება.

თმის შეღებვის მეთოდები

მუქი ბლონდი – ბლონდის ამ ვარიანტით ვერავის გააკვირვებთ, მაგრამ კლასიკად შეგიძლიათ ჩათვალოთ. მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეიღებოთ, ანუ ელფერებს შორის, თუ რამდენიმე ფერია, სწორი გადასვლა უნდა გააკეთოთ.კაკლისფერი ნახევარტონი შესანიშნავი ვარიანტია. ასეთი ფერი მოდურად, თავშეკავებულად და ძვირადღირებულად გამოიყურება. ღია ნახევარტონებისგან განსხვავებით მუქის მოვლა გაცილებით მარტივია.

Babylights – მსგავსი ტექნიკა თმის მხოლოდ ზედა ფენის გაღიავებას გულისხმობს. ამრიგად, Babylights თმის შეღებვის მეთოდებს შორის ერთ–ერთი ყველაზე ნაზია. პროცედურისას, როგორც წესი, ფოლგის ნაცვლად პარკი ან თერმოზოლები გამოიყენება.Babylights ქალის იერს ანათებს, თან ნატურალურ ეფექტს ქმნის. ნაცნობებმა შეიძლება აშკარა ცვლილება ვერ შეამჩნიონ, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად შეაფასებენ და კომპლიმენტებს აუცილებლად გეტყვიან.

მოკკო – ახლა შეფერილობა მოკკო შავგრემანებს შორის პოპულარობის პიკზეა. თმას სიღრმეს ანიჭებს და მოცულობას მატებს. თავად ფერი უფრო რამდენიმე წვეთ რძეში გაზავებულ ყავას ჰგავს.ელფერი მოკკო ხშირად გამოიყენება შატუშის, ბალიაჟის და ომბრეს დროს. ამის წყალობით თმა არა მხოლოდ ძვირადღირებული, არამედ მოცულობითი ხდება.

Airtouch – თუ ასეთი შეღებვის მეთოდის ცდა გსურთ, წინასწარ რამდენიმე საათი ან ნახევარი დღე გამოყავით. მსგავსი ტექნიკა ოსტატობას და კონცენტრირებას მოითხოვს. შეღებვისას იღებენ თმის რამდენიმე კულულს, რომლიდანაც თმის ნაწილს ფენით აშრობენ, დარჩენილს ღებავენ და ფოლგაში ახვევენ. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგი იმედს არ გაგიცრუებთ.Airtouch–ის ტექნიკა იმაში მდგომარეობს, რომ შეღებვა ნახევარტონში, ორიგინალურ ფერთან ახლოს ხდება. გაღიავებული თმის ნაწილები ბზინვარების და ფერების შერევის ეფექტს ქმნის. 3 თვეში ერთხელ ტონირება უნდა განაახლოთ.

Highlights – მარტივი მეთოდია ძვირადღირებული იერის შესაქმნელად. მეთოდი გულისხმობს რამდენიმე მუქი თმის ღერის გაღიავებას თხემის მიდამოში, წვერებზე ან სახესთან.ასე გახუნებული თმის ეფექტი იქმნება. ყველაზე ღია თმის კულულები სტილს სიკაშკაშეს და მოცულობას მატებს.

რედაქციის რჩევა: თმის შეღებვის სხვადასხვა მეთოდები არსებობს. გახსოვდეთ, რომ თმის მთავარი სილამაზე მის ჯანმრთელობაშია. ხოლო თმის ჯანმრთელობა პირდაპირ ორგანიზმის მდგომარეობას უკავშირდება. ასევე გახსოვდეთ, რომ შეღებვა თმის სტრუქტურაზე გავლენას ახდენს, ამიტომ ამ პროცედურას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.