ონლაინ შოპინგი – ეს არის მარტივი, სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება. დღეს ინტერნეტში შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი, დაწყებული საკვები პროდუქტებით და ტანსაცმლით, დამთავრებული სხვა სპეციფიკური ნივთებით. თუმცა, ყოველთვის არის მყიდველი თავისი შენაძენით კმაყოფილი? არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლის ყიდვა ონლაინში არ ღირს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ რომელი სახის შოპინგისგან სჯობს თავის შეკავება.
ონლაინ-შოპინგი
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-შოპინგი ძალიან კომფორტულია, ყველას არ მოსწონს. მათ ურჩევნიათ ხელით შეეხონ და დეტალურად შეისწავლონ ყიდვამდე ნივთი. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. სწორედ ეს ნივთები დიდი სიფრთხილით უნდა შეიძინოთ დისტანციურად.ცოტა ხნის წინ ერთი დიდი შეცდომა დავუშვი და შევიძინე საშემოდგომო ფეხსაცმელები. შერჩევისას ყურადღება მივაქციე ზომას და არა შიდა საფენის სიგრძეს. როდესაც ფეხსაცმელი მივიღე და გავისინჯე, მივხვდი, რომ არ იქნებოდა მოსახერხებელი სახმარი.ფეხსაცმლის ყიდვა სერიოზული ღონისძიებაა. კარგი და ხარისხიანი ძვირი ღირს. ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ მაღაზიაში, სადაც შეძლებთ კარგად მოსინჯვას. ბოტასები, კედები ან ზამთრის ფეხსაცმელი ჯობია ჩაიცვათ და გადაწყვიტოთ რამდენად კომფორტული იქნება ის თქვენთვის.
ტანსაცმელი: შიდა საცვლები, საცურაო კოსტუმები – შიდა საცვლები და საცურაო კოსტუმები იმ კატეგორიის პროდუქტებშია, რომლის შეცვლა ან დაბრუნება არ შეიძლება. ამიტომ თუ გამოწერილ ნივთს ვერ მოირგებთ, ფულის ტყუილად გადაყრა გამოგივათ. ბიუსჰალტერი – ეს განხილვის ცალკე თემაა. ყველა გოგონამ და ქალმა არ იცის, თუ რა ზომის ბიუსჰალტერი სჭირდება. არსებობს აგრეთვე სხვადასხვა ფორმები. იმისათვის, რომ არ იგრძნოთ დისკომფორტი, უმჯობესია, საცვლები შეიძინოთ სპეციალიზებულ მაღაზიებში. გამოცდილი კონსულტანტები გირჩევენ რომელი მოდელი იქნება თქვენთვის უმჯობესი. ასევე შეძლებთ მორგებას და აიღებთ სასურველ ზომას.
ტანსაცმელი: ქუდები – თავის გარშემოწერილობის გაზომვა ვერ დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენზე ესა თუ ის ქუდი. ხდება ხოლმე, რომ ის ვიზუალურად ზრდის სახის პროპორციებს, ბერეტი ისე არ ჯდება, როგორც ინტერნეტის ფოტოზეა და სხვა.იმისათვის, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ, აქსესუარები ადგილზე შეარჩიეთ. ასე ზუსტად გეცოდინებათ უხდება თუ არა ქუდი თქვენს სახეს, შეარჩევთ კარგ მასალას და რეალურ ფერს.
ტანსაცმელი: სხვა აქსესუარები – ასევე გირჩევთ არ შეიძინოთ ინტერნეტით ქამრები და ხელთათმანები. ქამარს ადამიანები სხვადასხვა დანიშნულებით ატარებენ. ზოგი თეძოზე ირგებს, ზოგიც წელზე. ამიტომ უმჯობესია, ადგილზე მოისინჯოთ.ერთი და იგივე ზომის ხელთათმანი სხვადასხვა ხელს სხვადასხვაგვარად ერგება. ეს დამოკიდებულია მასალაზე, სიგრძესა და თავად თითების ფორმაზე. ხელთათმანი დელიკატური აქსესუარია და ის კარგად უნდა ერგებოდეს ხელებს. მისი ონლაინში შეძენით რისკავთ, რომ ფულს ტყუილად დახარჯავთ.
ტანსაცმელი: საღამოს და საქორწინო კაბები – იმისათვის, რომ იბრწყინონ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ქალები წინასწარ ემზადებიან ხოლმე. ითვალისწინებენ თითოეულ დეტალს, ეწერებიან მაკიაჟზე, იკეთებენ ვარცხნილობას. ამ ყველაფერთან ერთად, კაბას უმთავრესი ადგილი უჭირავს. ის უნდა იყოს იდეალური და რა თქმა უნდა, კომფორტული.თუ არ გსურთ საღამო გაიფუჭოთ, შეარჩიეთ კაბა მაღაზიაში. იგივე ეხება საქორწინო დეკორაციებს. ქალბატონების გულის მოგება არ არის მარტივი და მითუმეტეს, ამის გაკეთება ინტერნეტით რთული საქმეა. შეიძლება მოგეწონოთ კაბა, რომელიც მოდელს აცვია, მაგრამ თქვენ ვერ მოიხდინოთ. ამიტომ ნუ გარისკავთ და ნუ დახარჯავთ ტყუილად დროს და ფულს.
კოსმეტიკა და სუნამოები – პარფიუმერულ მაღაზიებში არსებობს სუნამოს სინჯები, ტესტერები, რათა შეისხუროთ და მიხვდეთ არის თუ არა ის თქვენი სურნელი. ამის გაკეთება ინტერნეტით შეუძლებელია, ხოლო დეტალური აღწერითაც კი პარფიუმერიის შეძენა არ იქნება ჭკვიანური ნაბიჯი.არც კოსმეტიკური საშუალებების შერჩევაა ონლაინში მარტივი საქმე. ტუჩსაცხის ფერები ფოტოებზე განსხვავდება რეალური ფერისგან. ამასთან, თითოეულ ჩვენგანს კანის საკუთარი პიგმენტი გვაქვს ის რაც სხვაზე მოგვწონს, შეიძლება ჩვენ ვერ მოვიხდინოთ. ამიტომ გირჩევთ, შეიძინოთ დეკორატიული კოსმეტიკა სპეციალიზირებულ მაღაზიებში და არა ინტერნეტში.
გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, თუ არ გსურთ, რომ ონლაინ-შოპინგმა იმედები არ გაგიცრუოთ. ასევე, გირჩევთ შეიძინოთ ნივთები მხოლოდ სანდო მაღაზიებში. ყოველთვის წაიკითხეთ სხვა მყიდველების გამოხმაურებები და პროდუქტის აღწერა. ეს დაგეხმარებათ არ წამოეგოთ რეკლამას და კოსულტანტის რჩევებს.