არა მარტო პატარა ბავშვები აცოფებენ რესტორანში მიმტანებს, არიან ზრდასრულებიც, რომლებიც პატარებზე ცუდად იქცევიან

0
129

რესტორანში ზოგიერთი სტუმრის ქცევამ შეიძლება მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ. თითქოს, კულტურულები და მოწესრიგებულები შედიან დაწესებულებაში, მაგრამ თავისი ეთიკის დემონსტრირებას არ ახდენენ. არადა არსებობს რამდენიმე წესი და კარგი იქებოდა მისი დაცვა, რათა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში შეძლო ვახშმობა.

ქცევა რესტორანში

ერთხელ რესტორანში საინტერესო სცენას შევესწარი. ერთი გოგონა მეგობრებთან ერთად ხმაურით აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს. იუბილარს ჯერ საჩუქრები მიართვეს, მერე კი სუფრას მიუსხდნენ, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ იყო და საღამო ვერ გამოვიდა სასიამოვნო. იუბილარი გამუდმებით ეჩხუბებოდა ვიღაცას ტელეფონით, დემონსტრაციულად ებუტებოდა სტუმრებს, გადიოდა გარეთ და ტიროდა ხოლმე.შემდეგ სიტუაცია ცოტათი გამოსწორდა და ხმაურიანი კომპანია დამშვიდდა, მაგრამ გოგონებმა დისკომფორტი შეუქმნეს სხვა ვიზიტორებს. მოგვიანებით იუბილარის სუფრას ახალგაზრდა ყმაწვილი შეუერთდა. ამჯერად გოგონა მასთან გამოვიდა საჩვენებელი შოუთი. ბოლოს კი სასმელი დააქცია და ჭიქა გატეხა. აქ უკვე სხვა სტუმრებმაც დაიწყეს უკმაყოფილების გამოხატვა და საბოლოოდ გოგონების კომპანიას რესტორნის დატოვება მოუხდა.

დაუწერელი წესები

ეს კიდევ მსუბუქი მაგალითია, რადგან კაფეს და რესტორნის თანამშრომლებს ბევრად უფრო რთული ამბების მოყოლა შეუძლიათ. რამდენად ნორმალურია ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ვიზიტორები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველას არ შეუძლია მშვიდად და შეუმჩნევლად ყოფნა. ხდება ხოლმე, რომ მათ მდგომარეობიდან გამოჰყავთ მომსახურე პერსონალი.უმეტესად ხდება ყველაფრის ცუდ მომსახურებაზე გადაბრალება. არადა თანამშრომლის ინტერესში შედის კლიენტის კარგად მომსახურება და ის ამის გაკეთებას ეცდება კიდეც. თუ რამე არ მოგწონს, ამის თქმა მშვიდად შეიძლება. ოფიციანტი ჩვეულებრივი ადამიანია და არ შეუძლია ყველა სტუმრის აზრების წაკითხვა. უმჯობესია, შენიშვნა კორექტულად მისცეთ ადგილზევე და დაელოდოთ გამოსწორებას, ვიდრე არაფერი თქვათ, უკმაყოფილო წახვიდეთ და შემდეგ ნეგატიური რევიუები წეროთ.

გავრცელებული შეცდომები – არ უნდა უგულვებელყოთ ეტიკეტის წესები და არ უნდა მოექცეთ მიმტანს როგორც ღარიბ მოსამსახურეს. ეს ადამიანი თავის საქმეს ასრულებს და უხეში მიმართვა არასწორია. ყველა პერსონალს ფორმაზე დამაგრებული აქვს სამკერდე ნიშანი თავისი სახელით, მიმართეთ თავაზიანად და მადლობა გადაუხადეთ სასიამოვნო საღამოსთვის, შეძლებისდაგვარად დაუტოვეთ გასამრჯელოც.სტუმრებმა, რომლების ბავშვებთან ერთად არიან, თავად უნდა მიხედონ შვილებს და ეს რესტორნის თანამშრომლებს არ უნდა დააკისრონ. ყველა დაწესებულებას არ აქვს გამოყოფილი ძიძა და სპეციალური ადგილი ბავშებისთვის. ძალიან ცუდია, თუ ბავშვი დარბის საერთო დარბაზში, ხელს უშლის მუშაობაში პერსონალს და მყუდროებას ურღვევს სხვა სტუმრებს.

უცნაური ადამიანები – ზოგიერთი სტუმარი დიდ თავსატეხს უჩენს ხოლმე რესტორნის თანამშრომლებს. მათ სურთ კერძის გადაკეთება თავისებურად, მაგრამ რომ არ მოეწონოთ მერე რა ხდება? დიდი ალბათობით დამნაშავე მზარეულები და მიმტანები იქნებიან. სტუმარმა უნდა იცოდეს, რომ დაწესებულებები მუშაობენ გარკვეული ალგორითმის მიხედვით და მაქსიმუმ შეგიძლიათ მოითხოვოთ კერძიდან რომელიმე ინგრედიენტის ამოღება.ეს ეხება მათაც, ვინც ვერ ახერხებს სრული შეკვეთის მიცემას დროულად. ძირითადი კერძები უნდა შეუკვეთოთ დროულად, რათა არ დააკარგვინოთ დრო ოფიციანტს და მზარეულებს და თქვენც არ მოგიწიოთ დიდხანს ლოდინი.

გასამრჯელოს დატოვება ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს. ზოგი თვლის, რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, ზოგი არა. ორივე შემთხვევაში სტუმარი მართალია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მიმტანი მომსახურებაში მცირე პროცენტს იღებს და თქვენი გასამრჯელო მნიშვნელოვანი იქნება მისთვის. თუ ადამიანი მთელი გულით გემსახურებათ, იღიმის, ზრუნავს თქვენს განწყობასა და კომფორტზე, რატომ არ უნდა გაიმეტოთ მცირეოდენი საჩუქარი?

უნიკალური ქცევა რესტორანში – ერთი თხოვნა მექნება: ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილები. შეილება სტუმარს რთული დღე ჰქონდა, ასევე შეიძლება იყოს მიმტანიც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც გაუფუჭოთ დღე. მოდით, ვიცხოვროთ მეგობრულად და გვიყვარდეს ერთმანეთი… რას იტყვით?