როგორ მოვაშოროთ სკოჩის კვალი სხვადასხვა ზედაპირიდან? ადრე თუ გვიან ამ პრობლემასთან შეხება ყველა დიასახლისს მოუწევს. ამიტომ უმჯობესია, წინასწარ იცოდეთ, თუ რა უნდა გამოიყენოთ სკოჩის წებოვანი კვალის წინააღმდეგ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გავერკვეთ, რა არის ეს.
როგორ მოვაშოროთ სკოჩის წებოვანი კვალი
ჩემს მცდელობებს, მომეშორებინა კოჩის კვალი, თავის დროზე დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ერთხელ მე და დედამ გადავწყვიტეთ დერეფანში ახალი კარადა გაგვეკეთებინა. ისეთი, რომელსაც ზემოთ აქვს საკიდი ტანსაცმლისთვის, ხოლო ქვედა თაროები ფეხსაცმლისთვის. რა თქმა უნდა, სარკეებიც ჰქონდა. სარკე რომ არ დაზიანებულიყო, გამყიდველმა სკოჩი შემოახვია.მართალია, მუშებმა სარკე მთელი და დაუზიანებელი მოიტანეს, მაგრამ ჰქონდა ორი დიდი წებოვანი ზოლი. დედამ მთხოვა მომეძებნა იტერნეტში მისი მოშორების საშუალებები. რამდენიმე საიტზე ვნახე და ორი ვარიანტი შევარჩიე – ბენზინი და მცენარეული ზეთი.ბენზინის გამოყენება მაინც ვერ გავბედე, რადგან შემეშინდა სარკე არ გამეფუჭებინა. მზესუმზირის ზეთი კი მარტივად გაუმკლავდა ამ საქმეს. წმენდის დროს დედაც მოვიდა და მან ბენზინით სცადა. წებოვანი ფენა მართლაც ძალიან სწრაფად მოაშორა, მაგრამ ყველაფერი მთლად მარტივად არ იყო.
რაციონალური მეთოდები – ბენზინის ან ნებისმიერი სხვა აგრესიული კომპონენტის გამოყენება ყველა ზედაპირზე არ შეიძლება. მათ აქვთ მძაფრი სუნი, ამიტომ სამზარეულოს ზედაპირებზე გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბენზინის სუნი საშიშია შინაური ცხოველებისთვისაც.ამას გარდა, აზრი არ აქვს ჭურჭლის და ბოთლების გათბობას ეტიკეტის მოსაცილებლად, არც დანით აფხეკაა სწორი. ამ მეთოდებს სჭირდებათ დიდი დრო და ენერგია, ხოლო კარგი შედეგი გარანტირებული არ არის. შეიძლება ნივთი დაიკაწროს და დაკარგოს პირვანდელი სახე. ამიტომ ნუ გარისკავთ!
პასუხის ძებნა – შედარებით გონივრული გამოსავალია მაღაზიაში წასვლა. დიდ სუპერმარკეტებში იყიდება სპეციალური სპრეი. შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სახელწოდებით: “ატისკოჩი”, “ეტიკეტის მოსაშორებელი”, წებოვანი ფენის მოსშორებელი”…ამ სითხეების შემადგენლობაში შედის კომპონენტი, რომელიც შეგხვდებათ ასევე, ფრჩხილების ლაქის მოსაშორებელ სითხეში. ანუ, ეს არის აცეტონი, წყალი, არომატიზატორები. ინტერნეტში არის მოსაზრება, რომ თუ შეურევთ აცეტოს და წყალს 1:1, ის მარტივად მოაშორებს ნებისმიერ წებოს.ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით გამოადგებათ იმ პირებს, ვისაც მუდმივად უწევთ შუშასთან ან კერამიკასთან მუშაობა. ასევე მათთვის, ვისაც სწრაფად სჭირდებათ ბოთლებიდან ეტიკეტის მოხსნა და თავისი ეტიკეტის მიკვრა. ამისთვის ნამდვილად საჭიროა სპეციალური ხსნარის გამოყენება, რათა არ დარჩეს კვალი და ზედმეტი არომატი.
როგორ მოვაშოროთ სკოჩის კვალი სწრაფად და მარტივად – მინდა გითხრათ, რომ მზესუმზირის ზეთი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და არის ყველას ოჯახში, არ არის ცუდი ვარიანტი. ის კარგად უმკლავდება ამ საქმეს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი: წასმამდე ჯერ მაქსიმალურად უნდა მოაშოროთ სკოჩი ან ეტიკეტი ზედაპირიდან. მხოლოდ შემდეგ უნდა წაუსვათ ზეთი და დატოვოთ ცოტა ხანი. გარეცხვის შემდეგ ნახავთ, რომ წებოვანი ფენა აღარ იქნება.
თქვენ რა ხერხს იყენებთ სკოჩის და ეტიკეტის მოსაცილებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.