4 წყვილი 20 წლის განმავლობაში მეგობრობდნენ ოჯახებით. შემდეგ საკუთარი ქალაქის აშენება გადაწყვიტეს

334

ამბობენ, რომ უზარმაზარი სახლების მოდა თანდათან გადადის. რეალურად, სამსართულიან მარმარილოს სახლში ცხოვრება, როცა საძინებლიდან საპირფარეშომდე 5 წუთის გზაა – კიდევ ერთი დიდი სიამოვნებაა. თუმცა, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სახლი, პირველ რიგში, სტატუსის სიმბოლოა.

საბედნიეროდ, 4 ოჯახი, რომლებსაც ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ, მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ყველაფერი 4 მეგობრით დაიწყო, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც თავი ახსოვთ, ერთად იყვნენ. მოგვიანებით, როცა თითოეულმა მათგანმა ცხოვრების თანამგზავრი აირჩია, ბიჭები ოჯახებით დამეგობრდნენ. შესანიშნავი ოთხეული ყველაფერს ყოველთვის ერთად აკეთებს. ხოლო იმისათვის, რომ დასვენების დროსაც არ დაშორდნენ ერთმანეთს, ზრდადმა კამპანიამ არაჩვეულებრივი გეგმა შეადგინა.

ოჯახებმა ერთად შეიძინეს მიწის ნაკვეთი ტეხასში(აშშ), მდინარე ლანოს პირას. თვალწარმტაცმა პეიზაჟმა განუყოფელი მეგობრების გულები დაიპყრო და ოთხმა ოჯახმა გადაწყვიტა, იქ მცირე თავშესაფარი აეშენებინათ, ყოველდღიურობისგან გასაქცევად.

რაიონი, რომელშიც ახლა ოჯახებისთვის სახლები დგას, ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინთან ახლოს მდებარეობს. მეგობრების ბანაკიდან ცივილიზაციის კერაში დაბრუნება ძალიან მარტივია.

თავიდან, ოთხი ოჯახი გეგმავდა ერთი დიდი სახლის აშენებას, ყველას ერთად რომ ეცხოვრა. მოგვიანებით, კარგად დაფიქრების შემდეგ, გადაწყდა, ოთხი კოტეჯი აეშენებინათ – თითო ყოველ ოჯახზე.

მეუღლეებისთვის უპირველესი პრიორიტეტი არა ფუფუნება ან თვალში მოსახვედრი ფასადი, არამედ კომფორტი და მედეგობა იყო. ოთხ წყვილს ეჭვი არ ეპარება: მათი შენობები ნებისმიერ უბედურებას გაუძლებს და იქ მთელი წლის მანძილზე შეიძლება ცხოვრება.

თითოეული სახლის ფართობი 37 კვ.მ.-ს შეადგენს. ერთი ასეთი ქოხის ასაშენებლად, მეგობრებმა 40 ათასი დოლარი დახარჯეს.

გარედან, კონტეინერით აწყობილი სახლი ერთფეროვანი, შეუხედავი და არაკომფორტული ჩანს. თუმცა, როგორც კი შიგნით შეიხედავთ, პირველი შთაბეჭდილება გაქრება. მცოდე ადამიანები ხშირად აქებენ მეგობრებს იმისთვის, რომ შეძლეს რუსტიკალური და ურბანული სტილების უნიკალურად შერწყმა.

გარდა ცალკეული სახლებისა, მეგობრებმა მაინც ააშენეს ერთი საერთო სახლი. 140 კვ.მ.-იანი შენობა განკუთვნილია ერთობლივი ვახშმების, თამაშებისა და ფილმებისთვის. აქ განთავსებულია საერთო სამზარეულო და სასტუმრო ოთახები.

რა თქმა უნდა, მეგობრები ამ მინი-ქალაქში ცხოვრებას, ჯერჯერობით, არ გეგმავენ. აქ ამ ზაფხულს მათ ერთად დაისვენეს. სიბერეში კი მეგობრები სწორედ ამ სახლებში აპირებენ ერთად ცხოვრებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს