რას მოუტანს წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს: 2022 წლის დეტალური ტარო პროგნოზი.

1434

ყველას გილოცავთ ახალ 2022 წელს. დროა დავგეგმოთ საქმეები და შევისწავლოთ ახალი წლის ტაროს პროგნოზი ანჟელა პერლისგან. ბევრისთვის 2022 წელი იქნება საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების წელი. ბევრ ნიშანს ექნება შესაძლებლობა შეეჩვიოს ცხოვრების ახალ ტემპს და მაქსიმალურად გამოიყენოს რეალობა.დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ იმაზე, თუ რას პირდება ვეფხვის წელი თითოეულ ნიშანს.

2022 წლის ტარო-პროგნოზი

  • ვერძი.წელიწადის ცივი სეზონი ვერძისთვის რთული იქნება, რადგან ბევრი საქმე და საზრუნავი გაუჩნდება. ორსულობასთან ან ბავშვებთან დაკავშირებული ახალი ამბავი მის მსოფლმხედველობას შეცვლის. ბევრი შესაძლებლობა ექნება მიზნებისა და სურვილების შესასრულებლად. გაზაფხულზე მოუწევს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება.აპრილიდან საქმეები უკეთ წავა და ბევრი წარმატება ექნება. ზაფხულში საოცნებო მოგზაურობა ელოდება. მთელი 2022 წელი ვერძისთვის იქნება ენერგიით და შემოქმედებითი სურვილებით სავსე.
  • კურო. 2022 წელს კუროებისთვის ბევრი პოზიტიური ცვლილება იქნება. ზამთარში მისი გარემოცვიდან წავა რაღაც ძველი, რომელიც წინსვლაში უშლიდა ხელს. ეს შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ისე ნივთები ა მოვლენები. გაზაფხულზე დაიწყება სწრაფი წინსვლა.პირველ და ბოლო კვარტალში იქნება მოკლევადიანი პრობლემები. კუროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვეები იქნება თებერვალი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და ოქტომბერი. წლის ბოლოს მიიღებს ჯილდოს თავისი შრომისთვის.
  • ტყუპები. 2022 წელი ტყუპებისთვის რთული იქნება. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური აღმოჩნდება. კარგი წელია რაიმე ახლის შესასწავლად. ყურადღება მიაქციეთ ივლისს. ამ თვის რთული მოვლენები მოგიტანთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარულს. წლის ბოლოს გაიზრდება შემოსავალიც.
  • კირჩხიბი. წლის პირველ ნახევარში ბევრი სამუშაო გექნებათ. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს. წლის შუაში არ გამოტოვოთ ხელსაყრელი შემოთავაზება, რომელიც თქვენს სტატუსს და სამსახურს შეეხება.2022 წელი ცვლილებებს მოგიტანთ სასიყვარულო ურთიერთობებში. დაქორწინება ამ წელში მარტივი იქნება, ხოლო ურთიერთობის ხანგრძლივობა პარტნიორზე იქნება დამოკიდებული.
  • ლომი. თავისი დანიშნულების და მიზნის საკითხები ბევრ ლომს შეაწუხებს 2022 წელს. განსაკუთრებულად დაძაბული ექნება წლის მეორე ნახევარი. ზაფხულში დაუვიწყარი მოგზაურობა ელოდება.რჩევა ანჟელა პერლისგან: “იმისათვის, რომ ლომს იღბალმა გაუღიმოს, უნდა გახდეს მზე საკუთარი თავისთვის და სხვისთვისაც.” მნიშვნელოვანი თვეები, რომლებიც წინსვლის იქნება, არის იანვარი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და ოქტომბერი.
  • ქალწული. 2022 წელს ქალწულებს დიდი სიყვარული ელოდებათ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ექნებათ, რომელიც დიდ რომანში გადაიზრდება. დაიწყეთ ახალ კურსებზე სიარული, მოუარეთ ბავშვებს. მათ ცხოვრებაში გაჩნდება ახალი დამხმარე, რომელიც სწორ გზაზე დააყენებს. შედეგად ფინანსები ორჯერ და სამჯერ გაიზრდება.
  • სასწორი. ზამთარი ფინანსურად სტაბილური იქნება. წლის მეორე ნახევარში იმოგზაურებთ შორეულ ქვეყანაში. მოსალოდნელია დაწინაურება სამსახურში, საზღვარგარეთ მუშაობა. მარტოხელები იპოვიან თავის მეორე ნახევარს. ბევრი სამუშაო ექნებათ, მივლინებები, სხვადასხვა აქტივობა. ჯანმრთელობა მთელი წლის განმავლობაში იდეალური იქნება.
  • მორიელი . 2022 წელი მორიელებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იქნება, რომელიც შეეხება ცხოვრების ყველა სფეროს. განსაკუთრებული ცვლილებები ექნება პირად ცხოვრებაში. გარშემომყოფებისგან ნურაფერს ელით. შეეცადეთ გააკეთოთ რამე დანაზოგი, რადგან შემოდგომით დაგჭირდებათ.
  • მშვილდოსანი. ფრთხილად იყავით წლის პირველ ნახევარში. გაფიქრდით ვის და რას ეუბნებით და არ შეგეშინდეთ არაფრის. დაგეგმეთ თქვენი თითოეული მოქმედება. აპრილში და ივლისში გელოდებათ რომანტიული მოგზაურობა, რომელიც უამრავ კარგ ემოციას მოგიტანთ. მოსალოდნელია ფეხმძიმობაც. იმისათვის, რომ წარმატებული წელი გქონდეთ, დააბალანსეთ მუშაობა და დასვენება.
  • თხის რქა. თხის რქებს ელოდებათ ტოტალური წმენდა და გარდაქმნა სასიყვარულო, ფინანსურ, გრძნობების საკითხებში. ნუ იღელვებთ, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც გსურთ. გადახედეთ დამოკიდებულებას საკუთარი თავის და პარტნიორის მიმართ. დაიბრუნეთ თქვენი უნარები, რომელიც სავარაუდოდ ამ ურთიერთობის დროს დაკარგეთ.
  • მერწყული. წლის პირველ ნახევარში ფინანსური გაუმჯობესება გექნებათ. ბევრი მერწყული იპოვის თავის მონათესავე სულს. ზაფხულიდან ყურადღების ცენტრში უძრავი ქონების და საცხოვრებლის გამოცვლის საკითხი ექნება. აგვისტოდან მისი ენერგია მიმართული იქნება ბიზნესის გაფართოებისკენ.
  • თევზები. თევზებისთვის უკეთესი წელი იქნება. გაზაფხული – სასიამოვნო სიახლის და ფინანსური წინსვლის პერიოდი. თუმცა, ექნება ეპიზოდები, როცა თავს ძალიან დათრგუნულად და დაღლილად იგრძნობს. საერთო ჯამში მათთვის ბედნიერი წელი იქნება.

რჩევა რედაქციისგან: 2022 წელი ახალი ურთიერთობების დაწყების წელია – მარტოხელები მეორე ნახევარს იპოვიან, დაქორწინებულები კიდევ უფრო გაამყარებენ თავის ურთიერთობებს.ცხოვრების ყველა ნაწილში უნდა იპოვოთ ბალანსი, რადგან წელი არასტაბილური იქნება. თქვენ რას ელოდებით 2022 წლისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს