ჩვენი კულტურა და მოდა კაცობრიობის ისტორიის გარშემო სპირალივით ტრიალებს. ეს მოვლენა შეგიძლიათ შეადაროთ მღელვარე ტალღებს, რომელთაც ზოგჯერ სიღრმიდან მოდური დინებები ტრენდების ნაპირზე გამოაქვს. ახლაც მორიგი დაბრუნების მოწმე ვხდებით. როგორც ჩანს, მოდური წარბები ახლა ყველასთვის ცნობილი ძაფივით წვრილი წარბებია.
მოდური წარბები
წარბი–ძაფი. უცნობია, კონკრეტულად რამ უბიძგა ქალებს ამ ცვლილებებისკენ. ცხადია, რომ ახლა წარბი–ძაფი (ან skinny eyebrows) სოციალურ ქსელებში ბოლო როლს არ თამაშობს.როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ცნობილი მომღერლის Rihanna-ს გარეკანი Vogue-ის 2018 წლის სექტემბრის ნომერში წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ახლა ინსტაგრამში ბელა ჰადიდი და ადვოა აბოა მსგავსი წარბებით შეგიძლიათ ნახოთ. ხოლო სოციალურ ქსელში TikTok ჩნდება სულ უფრო მეტი რგოლი, სადაც გოგოები თავის განახლებულ იმიჯს აჩვენებენ.ვაღიაროთ, რომ ყველა ქალს ასეთი სპეციფიკური ფორმის წარბი არ უხდება. იგივე ძალიან სქელ წარბს ეხება, რომელიც ბოლო წლებში მოდაში დამკვიდრდა. პოპულარობის პიკის მიუხედავად, წარბის ფორმა ყველასთვის უნივერსალური არაა.
ვის უხდება – წარბი–ძაფი ყველაზე მეტად სახის დახვეწილი ნაკვთების მქონე გოგოებს უხდებათ. მოხრილობის მიხედვით ასეთი წარბი სახეს „წელავს“ და მის ფორმას ასწორებს.მსგავსი წარბი რეკომენდებული არაა ქალებისთვის, რომელთაც დიდი ფართოდ ჩამჯდარი თვალები აქვთ. იგივე მსხვილი ნაკვთების ქალებს ეხებათ. თუ ქალს ფართო ცხვირი ან ნიკაპი აქვს, სქელი წარბი „იმიჯს“ აბალანსებს.წარბი–ძაფის მორიგი გამოვლენა ფართო წარბების გროვით არის განპირობებული. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბევრი ქალი რეგულარულ პროცედურებზე დადის, ლამაზდება და გარკვეული ფორმის მხარდასაჭერად ტატუაჟს იკეთებს.ახლა წარბი–ძაფი თანამედროვე სტანდარტების გამოწვევას ჰგავს. ერთგვარი საშუალებაა, რომ ფიქსირებული ტრენდებისგან დამოუკიდებელი და უნიკალური ფორმა შექმნათ. დრო აჩვენებს, რამე გამოვა თუ არა.
რედაქციის რჩევა: თითოეული გარეგნობა უნიკალურია. შესაბამისად, მიდგომაც შესაფერისი უნდა იყოს. მოდა წარბის ფორმაზე ან ტანსაცმლის ფერზე გავლენას ახდენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრმად უნდა მისდიოთ. სამწუხაროდ, მოდური წარბები ჰარმონიული იმიჯის გარანტიას არ იძლევა. სწორედ ამიტომ, გარეგნობის ცვლილებებს გონივრული სიფრთხილით უნდა მოეპყრათ. რაც მთავარია: პირველ რიგში, თქვენი იმიჯი თავად უნდა მოგწონდეთ.