რას უნდა ველოდეთ რეტროგრადული პლანეტებისგან 2022 წელს?

0
480

“იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მარტივად და წარმატებული იყოს, 4უნდა გააკეთოთ სწორ დღეებში. დაიმახსოვრე თარიღები, რომელზეც რეტროგრადულ პლანეტებს 2022 წელს ექნებათ გავლენა.” – ეს სიტყვები დაქალისგან მოვისმინე, რომელიც უკვე 10 წელია ასტროლოგიით გატაცებული.დიდი ხანია საიდუმლო არ არის, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ახალი საქმის დაწყება და საბუთების გაფორმება სასურველი არ არის, ხოლო რეტროგრადული ვენერას პერიოდში დაქორწინება ახალგაზრდებს ბედნიერებას არ პირდება.რეტროგრადული პლანეტების დღეებში ზოდიაქოს ბევრ ნიშანს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ რეტროგრადული პლანეტების გრაფიკს 2022 წლისთვის. მე უკვე ამოვბეჭდე და მაცივარზე მივაკარი!

რეტროგრადული პლანეტები 2022 წელს

დროთა განმავლობაში თითოეული პლანეტა გარდა მზისა და მთვარისა, გადადის რეტროგრადულ მოძრაობაში – ვიზუალურად მოძრაობს უკან. პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ხდება იმის გამო, რომ დედამიწა  მზის გარშემო სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად მოძრაობს.პლანეტა რეტროგრადული ხდება იმ მომენტში, როცა მანძილი მას და დედამიწას შორის მინიმალურია. ამის გამო ის ჩვენზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს.

მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად სახლიდან გავედით და ჩაიდნის გამორთვა დაგვავიწყდა, შემდეგ უცებ გაგვახსენდა, სიტუაციის გამოსასწორებლად უკან დავბრუნდით და დავმშვიდდით. მსგავსი რამ ხდება იმ სფეროსთანაც, რომელზეც პასუხს აგებს რეტროგრადული პლანეტა.2022 წელს ჩვენ შევედით რეტროგრადული ვენერას მდგომარეობაში. მისი უკუსვლა დაიწყო გასული წლის 19 დეკემბერს და დასრულდება 29 იანვარს. როგორც წესი, ამ პერიოდში ჩნდება სირთულეები პირად ურთიერთობებში, მაგრამ არ ინერვიულოთ, ამას დადებითი მხარეც აქვს. ასეთი სირთულეები გვეხმარება იმის გაგებაში, თუ ვინ არის სინამდვილეში ჩვენს გვერდით.

რეტროგრადული ვენერას ფაზაში კარგი იქნება დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები და პროექტები, განახორციელოთ თქვენი შემოქმედებითი მისწრაფებები, გადახედოთ თქვენს ურთიერთობას პარტნიორთან ოჯახსა და ბიზნესში, გააახლეთ გარდერობი, აღადგინეთ გაფუჭებული ურთიერთობა.ამასთან, არ არის რეკომენდებული ნიშნობა, დაქორწინება, ახალი ნაცნობობა, საზეიმო სუფრის მოწყობა, პრეზენტაციები, სარეკლამო კამპანიები, ხელშეკრულებების დადება, ფულის გასესხება ან სესხება, კრედიტის აღება, იურიდიული პროცედურები, სასამართლოში სარჩელის შეტანა, კოსმეტიკური პროცედურები.

რეტროგრადული პლანეტები – 14 იანვრიდან მერკური გადავა რეტროგრადულ მოძრაობაში, რაც ასევე შეუწყობს ხელს დაწყებული სამუშაოს დასრულებას. მისი რეტროგრადული მოქმედება დასრულდება 2022 წლის 4 თებერვალს. თითქმის პარალელურად იქნება რეტროგრადული ურანი (18 იანვარი-24 აგვისტო). ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სტაბილურობაზე. შესაძლებელია შეცდომები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.რეტროგრადული პლუტონის პერიოდი (29 აპრილი – 3 ოქტომბერი) უმჯობესია დაუთმოთ შეცდომებზე მუშაობას და გაანალიზებას.რა ხდება შემდეგ? 10 მაისიდან 3 ივნისამდე კვლავ შევხვდებით რეტროგრადულ მერკურის ხბოს ნიშანში. პლანეტა მერკური პასუხს აგებს მარკეტინგზე, სწავლაზე, ყიდვა-გაყიდვაზე.

4 ივნისიდან 23 ოქტომბრამდე იქნება რეტროგრადული სატურნი მერწყულის ნიშანში, 12 ივლისიდან თხის რქის ნიშანში. სატურნი შეეხება წესრიგის, დისციპლინის, პუნქტუალურობის, უძრავი ქონების, მომსახურების, კარიერის სფეროს და ჩვენს კარმულ ვალებს.28 ივლისიდან 23 ნოემბრის ჩათვლით რეტროგრადული იუპიტერი თევზებში იქნება. ის შეეხება იურიდიულ საკითხებს, სტრატეგიას, სწავლებას, პოლიტიკას, მწერლობას, რეჟისორობას და მოგზაურობას. 10 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით კვლავ იქნება რეტროგრადული მერკური ქალწულის ნიშანში.

2022 წლის დასასრული – 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 12 იანვრამდე რეტროგრადული მარსი იქნება ტყუპების ნიშანში. , ხოლო 13 ნოემბრიდან კუროს ნიშანში. ამან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტები, სიტუაციების გამწვავება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე გლობალურად. ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ემოციები.29 დეკემბრიდან რეტროგრადული მერკური იქნება თხის ნიშანში, 30 დეკემბრიდან მშვილდოსნის ნიშანში გადავა.რეტროგრადული პლანეტების პერიოდში არ არის რეკომენდებული ახალი და გლობალური პროექტების დაწყება. სამაგიეროდ, კარგია ყველაფრის აღწერა, დაწყებული საქმეების დასრულება, მოწესრიგება.

ნუ შეგაშინებთ პლანეტების რეტროგრადულობა. 2022 წელს ისინი პირიქით, დაგეხმარებიან წინსვლაში, თუ სწორად მიუდგებით.