როდესაც პირველად დავინახე ჩემი მძახალი ქალიშვილის ქორწილში, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ დავცემულიყავი

12742

“ჩემი ქალიშვილის ახალი შეყვარებული მაშინვე არ მომეწონა. ვგრძნობდი, რომ აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. სამწუხაროდ, ყველაფერი ქორწილში გაირკვა.” – შემოგვჩივლა ჩვენმა მკითხველმა. მიხეილი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რა მოხდა და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

ქალიშვილის ახალი შეყვარებული

ნახევარი წლის წინ ჩემს ქალიშვილს ახალი შეყვარებული გამოუჩნდა. ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე. მარი უკვე 21 წლისაა, მალე უნივერსიტეტს ამთავრებს, სერიოზული გოგონაა და ყველაფერში ვენდობი. თუმცა ის ბიჭი მაშინვე არ მომეწონა.კოტე მარიზე რამდენიმე წლით უფროსია. ის მამამისის კომპანიაში მუშაობს და საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს. ერთ დროს მეც ვცადე ჩემი საქმის დაწყება, მაგრამ არ გამომივიდა. რთული პერიოდი გვქონდა, ქალიშვილი ახალი დაბადებული იყო, ჩვენ კი ნოლზე დავრჩით. არავის დახმარების იმედი არ გვქონდა და როგორღაც გავუმკლავდით.

ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მარი გაიზარდა და ეხლა სხვა პრობლემები წამოვიდა წინ. ჩემმა გოგონამ გათხოვება გადაწყვიტა, თუმცა არ ჩქარობდა საქმროს მშობლების გაცნობას. ჩვენც ზედმეტად არ შევაწუხეთ. შედეგად მძახლები პირველად ქორწილში ვნახე და კინაღამ გონება დავკარგე. დედამთილი ჩემი ყოფილი საყვარელი აღმოჩნდა, რომელიც ცოლთან ურთიერთობის დასაწყისში მყავდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მეტად ცოლისთვის არ მიღალატია.ჩვენი რომანი 3-4თვე გაგრძელდა, მაგრამ ის პერიოდი არასდროს დამავიწყდება. იყო ნინაში რაღაც განსაკუთრებული, ის რაც სხვა ქალებისგან განასხვავებდა. სწორედ ამით მომხიბლა და შეძლო ჩემში ცეცხლის დანთება.მალე მივხვდი, რომ ცოლთან მშვიდად ცხოვრება მერჩივნა, სტაბილურად. შემდეგ გავიგე, რომ მალე მამა გავხდებოდი და საბოლოოდ უარი ვთქვი აკრძალულ სიყვარულზე. ცოლს არაფერი გაუგია.

საბედისწერო შეხვედრა – ეხლა კი არ ვიცი რა გავაკეთო. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. მძახლებთან ნაცნობობა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ნინამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს პირველად მხედავდა. ცოლმა უკვე მერამდენედ მკითხა, ცუდად ხომ არ ვიყავი.თავში უცნაური ფიქრები მიტრიალებდა, ვუყურებდი ნინას და ის პერიოდი მახსენდებოდა. რთული იქნებოდა მასთან ურთიერთობა, არადა მომიწევდა. რა იქნება, როცა საერთო შვილიშვილები გვეყოლება?

ყველაზე მეტად იმან შემაშინა, რომ ეს ქალი ისევ მირევდა გონებას. წლების განმავლობაში კიდევ უფრო გალამაზებულიყო. ეცვა უბრალო, ღია ფერის კაბა და ეკეთა მსუბუქი მაკიაჟი. მეტი არც ჭირდებოდა, რადგან ისედაც ანათებდა.ადგილს ვერ ვპოულობდი. ქორწილის შემდეგ სახლში დიდხანს ვერ დავიძინე. მას მერე ერთი თვე გავიდა. რა თქმა უნდა ვერ გავბედე ნინასთან საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ მასთან შეხვედრა მინდა. ნამდვილად არ მსურს ცოლ-შვილთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ რა მოხდება, თუ ნინა ჩემს გრძნობებს უპასუხებს?

რას გვასწავლის ეს ამბავი? – მამაკაცი, რომელმაც ერთხელ უპრობლემოდ მოატყუა ცოლი, აუცილებლად გაიმეორებს ამას. რთული სათქმელია, როგორ დამთავრდება მიხეილის თავგადასავალი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ნინა ღირსეულად მოიქცევა.

თქვენ რას ფიქრობთ? როგორ მოიქცევიან მძახლები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს