მსოფლიოში ცნობილი ნათელმხილველი ვანგა 1996 წელს გარდაიცვალა. მა მოახერხა იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოგველის მომავალში. რა თქმა უნდა, ყველას არ სჯერა მსგავსი რაღაცების, მაგრამ დამეთანხმებით, მაინც საინტერესოა ვანგას 2022 წლის პროგნოზის ცოდნა.
ვანგას 2022 წლის პროგნოზი
არსებობს ბრმა ნათელმხილველის წინასწარმეტყველებები, რომელიც უკვე ახდა. მაგალითად: “ამერიკელი ძმები დაეცემიან მას შემდეგ, რაც ფოლადის ჩიტები დაესხმებიან თავს. ეს კი უამრავ ადამიანს შეიწირავს.” 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკული ამბის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, თუ რას გულისხმობდა ვანგა. ამას გარდა, ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ ამერიკის 44-ე პრეზიდენტი გახდებოდა შავკანიანი მამაკაცი. ესეც გამართლდა და ბარაკ ობამა გახდა ამერიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
ისევ ბუნებრივი კატაკლიზმები? – მსოფლიოში მომხდარი სტიქიური უბედურებების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. კატასტროფების პროგნოზირებისთვის არც არის საჭირო განსაკუთრებული ნიჭის ფლობა. ბოლო პერიოდში იყო მასშტაბური წყალდიდობები გერმანიაში, ხანძრები ამერიკასა და რუსეთში.2022 წელი რთული იქნება აზიის რამდენიმე ქვეყნისთვის, ასევე ავსტრალიისთვის. საქმე ეხება სერიოზულ წყალდიდობებს ტროპიკული ციკლონების გაზრდილი ალბათობის გამო. ასეთი რამ ადრეც მომხდარა და ვანგას პროგნოზი არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. მოსალოდნელ წყალდიდობაზე უკვე აქვთ ინფორმაცია ავსტრალიის მეტეოროლოგიურ სამსახურს.
იქნება თუ არა ახალი პანდემია? – პანდემიამ, რომელის უკვე მეორე წელია გრძელდება, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ამ ხნის განმავლობაში ხალხმა უკვე შეეგუა ახალ რეალობას, თუმცა ვანგას პროგნოზით, COVID19 არ იქნება ბოლო პრობლემა, რომელთან შეხებაც გვექნება.მან იწინასწარმეტყველა, რომ წელს ციმბირში აღმოაჩენენ კიდევ ერთ არანაკლებ საშიშ ვირუსს. დაბალი ტემპერატურის გამო ის დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა თავისთვის. კლიმატის ცვლილების გამო, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ტერიტორიას შეეხება, ის გათავისუფლდება და გავრცელდება. რა თმა უნდა, გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნებრივი პირობების ცვალებადობა სერიოზულ შედეგს გამოიწვევს.
ჩვენ დაგვიპყრობენ უცხოპლანეტელები? – თუ ვანგას წინასწარმეტყველებებს დავუჯერებთ, უცხოპლანეტელები არსებობენ და აქტიურად სწავლობენ დედამიწას. ისინი ხშირად შემოდიან აქ თავისი ექსპედიციებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უცხო არსებები მეგობრულად იყვნენ განწყობილი ჩვენს მიმართ.ნათელმხილველის პროგნოზები არ არის დამაიმედებელი. ის თვლიდა, რომ თუ უცხოპლანეტელები დედამიწაზე შემოვიდოდნენ, მსხვერპლის და ბრძოლის გარეშე არ იქნებოდა.
ყველას ეყოფა სასმელი წყალი? – სასმელი წყლის ნაკლებობა – ეს არ არის ახალი ამბავი. მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემით. ამ ეტაპზე 1,1 მილიარდ ადამიანს არ აქვს სასმელი წყალი, ხოლო 2,7 მილიარდი ადამიანი მსგავს სირთულეს წელიწადში მინიმუმ ერთი თვე აწყდება. თუ დავუჯერებთ პროგნოზს, 2025 წლიდან მსოფლიოს 2/3 დარჩება წყლის გარეშე.
ტრაგიკული წელი ინდოეთისთვის – ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ 2022 წელი ერთ-ერთი ტრაგიკული იქნება ინდოეთისთვის. ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 50 გრადუს ცელსიუსს, ნათესებს გაანადგურებს კალიების შემოსევა, რაც გარდაუვალ შიმშილობას გამოიწვევს.
ჩვენ ჩაგვყლაპავს ტექნოლოგიები? – ვანგა გარდაიცვალა თანამედროვე ტექნოლოგიების გაჩენამდე დიდი ხნით ადრე. თუმცა, მაში უკვე იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანი დამოკიდებული გახდებოდა ვირტუალურ რეალობაზე. უფრო მეტიც, ის თვლიდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ვეღარ გავარკვევდით სად იყო რეალობა და სად სინამდვილე.დამეთანხმებით, რომ ადამიანები უფრო და უფრო იძირებიან ვირტუალურ სამყაროში. ჩვენ დამოკიდებულები ვართ ინტერნეტზე, სოციალურ ქსელებზე და ჩვენს მოწყობილობებზე.
რჩევა რედაქციისგან: ვანგას 2022 წლის პროგნოზი საკმაოდ ზედაპირულია და არ არის ზუსტი. თქვენი გადასაწყვეტია დაიჯერებთ თუ არა. თუმცა, ზოგიერთი მოსაზრება ყურადღების ღირსია.როგორიც არ უნდა იყოს პროგნოზი, არ უდა შეგეშინდეთ მომავლის. თამამად დაგეგმეთ მომავალი და თავდაჯერებული ნაბიჯით იარეთ მიზნისკენ. გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით კომენტარებში.