აქციეთ სხეულის ყველაზე პრობლემური ნაწილი ღირსშესანიშნაობად, საუკეთესო ვარჯიშები შიდა ბარძაყებისთვის.

0
256

თუ თქვენ გაწუხებთ ჭარბი რაოდენობით ცხიმების პრობლემა შიდა ბარძაყებზე, ნუ გადაიწურავთ იმედებს. დღეს ”paparazzi”_ის რედაქცია გასწავლით 6 საუკეთესო ვარჯიშს, რომელიც ხანმოკლე ვადაში თქვენი ბარძაყების ტონუსში მოყვანაში დაგეხმარებათ. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ვარჯიშები შიდა ბარძაყებისთვის

  1. ”ბაყაყი” – დაწექით იატაკზე ზურგით, ამოწიეთ ფეხები ზემოთ, ქუსლები მიადეთ ერთმანეთს, ხოლო ფეხის გულები განაცალკევეთ. ამ მდგომარეობაში ნელნელა მოხარეთ მუხლები, ხოლო შემდეგ მთელი სისწრაფით გაშალეთ.შეასრულეთ 3 მისვლა. თითო ჯერზე ეს ვარჯიში გაიმეორეთ 10-ჯერ. დასვენება მისვლებს შორის – 1 წთ.
  2. ”მაკრატელი” – დაწექით ზურგზე, ხელები მოათავსეთ იატაკზე. აწიეთ ფეხები იატაკიდან დაახლოებით 30 სანტიმეტრის დაშორებით. გადააჯვარედინეთ ფეხები, თითქოს იმიტირებთ მაკრატელს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 10-ჯერ და ყოველგვარი შესვენების გარეშე გადადით მეორე ვარჯიშზე: ერთმანეთზე მიტყუპებული ფეხები აწიეთ ზემოთ და ჩამოწიეთ 10-ჯერ. შეასრულეთ 3 მისვლა. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ფეხებით იატაკს არ შეეხოთ.
  3. ჩაჯდომები – დადექით სწორად, ფეხები დადგით მხრების სიგანეზე, ხოლო ხელები გამოშალეთ წინ. მარცხენა ფეხით გადადგით საშუალო ზომის ნაბიჯი. მარჯვენა ფეხი მოხარეთ მუხლში და შეეცადეთ, რომ სხეულის მთელი წონა და ძალა მას დაატანოთ. ნელნელა წამოდეგით ფეხზე და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის. შეასრულეთ 10-15 გამეორება თითოეული ფეხისთვის.
  4. ბურთის მოჭერა – დაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, მუხლებს შორის მოითავსეთ ბურთი და ამოწიეთ წელი. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში 30-60 წამით და პარალელურად მაქსიმალურად მოუჭირეთ ბურთს. დროის გასვლის შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმერეთ ეს ვარჯიში 5-ჯერ.
  5. ინტენსიური ვარჯიში – დაწექით მარცხენა გვერდზე, თავი დაიჭირეთ ხელის მეშვეობით. მოხარეთ მარცხენა ფეხი და დადგით იატაკზე მარჯვენა ფეხის წინ. მარჯვენა ფეხი აწიეთ ზემოთ 15-ჯერ იატაკიდან 30 სანტიმეტრის დაშორებით. გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხისთვის.
  6. წინააღმდეგობის ძალა – ამ ვარჯიშის შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური ლენტა-ესპანდერი.  დადქით ფეხები მხრების სიგანეზე და შემოიხვიეთ ესპანდერი. აწიეთ მარცხენა ფეხი რაც შეიძლება მაღლა და დადგით გვერდზე, შედარებით მოშორებით მარჯვენა ფეხისგან. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და გააკეთეთ სრული ჩაჯდომი. გაიმეორეთ 10-ჯერ თითოეული ფეხისთვის.

როგორც იცით, შიდა ბარძაყები მთელი დღის განმავლობაში ნაკლებად იტვირთება, რის გამოც მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. შეიდეგით ვარჯიშს დღეიდანვე და შედეგით ძალიან მალე ნასიამოვნები დარჩებით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი