ღირს თუ არა ბროწეულიდან კურკების გამოცლა და როგორ გავაკეთოთ ეს მარტივად.

567

შეიძლება თუ არა ბროწეულის კურკების ჭამა? სანამ სპეციალისტები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გასწავლით როგორ მოაშოროთ კურკები ბროწეულს მარტივად.ეს საშუალებას მოგცემთ დატკბეთ სეზონური ხილის სამკურნალო წვენით, რომელიც ჯანმრთელობის და სილამაზის წყაროდ ითვლება.

შეიძლება თუ არა ბროწეულის კურკების ჭამა

ბროწეულის კურკის ჭამა ხანდახან საჭიროც არის. ექიმების აზრით, ის შეიძლება სასარგებლოც იყოს. კურკები, ისევე, როგორც თავად ბროწეული, ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას, ხოლო მასში შემავალი ვიტამინები აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს.ჯანსაღი კუჭ-ნაწლავისთვის კურკები სრულიად უსაფრთხოა და საჭმლის მონელებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ვისაც პრობლემები აქვს, ბროწეული საერთოდ არ შეიძლება, მითუმეტეს კურკები. აქვე შეგახსენებთ, რომ ბროწეულის მარცვლები ბავშვებისთვის მხოლოდ სამი წლიდან შეიძლება, როცა ნაწლავები მზად არის ზრდასრულის საკვები მიიღოს.

როგორ მოვაშოროთ ბროწეულს კურკები?

მოაცილეთ მარცვლები ბროწეულს – კარგად გარეცხეთ ბროწეული გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ ბასრი დანით მოაჭერით თავი, ამოიღეთ შუაგული და იპოვეთ რადიალური განაყოფები.დასერეთ ყველა დანაყოფი. ძირითადად ბროწეულში ის ხუთი ან შვიდია.ჩაარჭვეთ დანა ბროწეულის ცენტრში და შემდეგ ჩაჭერით ყველა რადიალური დანაყოფი.ეხლა კი მოაცილეთ კანები. დააკაკუნეთ კოვზით თითოეულ ნაწილზე და ბროწეულები თავად ჩამოცვივდებიან ჯამში.

ვაკეთებთ წვენს – ბროწეულის წვენის მოსამზადებლად მოვსინჯე სამი უმარტივესი გზა და მზად ვარ გაგიზიაროთ შედეგები:

  1. ცელოფნის პაკეტი – დაგჭირდებათ გაყინული პროდუქტის შესანახი პაკეტი სლაიდერით. ჩაყარეთ მასში ბროწეულის მარცვლები.გადაანაწილეთ ისინი თანაბრად, გამოდევნეთ ჰაერი და მჭიდროდ დაკეტეთ პაკეტი. ფრთხილად გადაატარეთ მასზე ცომის გასაბრტყელებელი, სნამ ყველა მარცვალი არ გასკდება. მიღებული მასა გაწურეთ საწურზე.
  2. ბლენდერის დახმარებით – ჩაყარეთ ბლენდერში ბროწეულის მარცვლები დ ჩართეთ 10-15 წამი. გაწურეთ მიღებული მასა საწურზე კოვზით.
  3.  საჭყლეტის დახმარებით – ჩაყარეთ ფართე ჯამში ბროწეულის მარცვლები. შემდეგ დაჭყლიტეთ კარტოფილის საჭყლეტით.სრისეთ მანამდე, სანამ ყველა მარცვალი არ გასკდება. ბოლოს გაწურეთ საწურზე კოვზის დახმარებით.

რედაქციისგან: ამ სამი მეთოდიდან ყველაზე მოსახერხებელი პირველი გამოდგა, რადგან გამორიცხავს შხეფების წარმოქმნას. მთავარია, ფრთხილად იმოქმედოთ, რომ არ დააზიანოთ ცელოფანი.რაც შეეხება ბლენდერს. ჯერ ერთი, ის ყველას არ აქვს, მეორეც – მას შეუძლია დააქუცმაცოს კურკებიც და მისი მცირე ნაწილაკები მოხვდება წვენში. საჭყლეტით ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ არ მოგვესხას შხეფები.

ორი საშუალო ზომის ბროწეულიდან ერთი ჭიქა წვენი მივიღე. მას საოცარი გემო და არომატი აქვს. სახლში მომზადებული ნატურალური წვენი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში აყიდი. მიღებამდე წვენი უმჯობესია წყლით გააზავოთ ხოლმე.თქვენ რა ხერხით წურავთ ხოლმე ბროწეულს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს