მთელი სახლის დასალაგებლად იდეალურ საწმენდ საშუალებს ვაკეთებ

303

ბევრი ნაცნობი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენას მირჩევდა. დიდი ოჯახისთვის უბრალოდ შეუცვლელია. მისი გამოჩენის შემდეგ ჭურჭლის გროვის გარეცხვა და სახლის მოვლა გამიადვილდა. მესმის, უცნაურად ჟღერს. საქმე არა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, არამედ მის საოცარ აბებშია. მათგან უნივერსალური საწმენდი საშუალება გამოდის.ადრე ამ კაფსულებს არც ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ სპეციალური ტექნიკის გარეშე უსარგებლო იყო. ახლა მის გარეშე სამზარეულოს მოწესრიგება ვერ წარმომიდგენია. ამ კაფსულებს ადეკვატური შემადგენლობა აქვს, რომელიც ალერგიულ რეაქციას და ქიმიურ დამწვრობას არ იწვევს. ინგრედიენტებს შორისაა სოდა, მარილი და მათეთრებელი. დიასახლისთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

უნივერსალური საწმენდი საშუალების მომზადება და გამოყენება

1 ბოთლი შინაურული საწმენდი საშუალების მოსამზადებლად მხოლოდ 1 აბი დაგჭირდებათ. კარგად დააქუცმაცეთ და პულვერიზატორში გადაიტანეთ. ნაყიდი საწმენდი საშუალების ძველი ბოთლი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მიღებულ ფხვნილს ცხელი წყალი დაასხით და კარგად შეანჟღრიეთ.

  1. სითხე ნებისმიერ ზედაპირზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფანჯრის გაწმენდა გადაწყვიტეთ? შესანიშნავია! სითხე მინას შეასხურეთ და სუფთა ჩვრით გაამშრალეთ. ფანჯარა იმაზე უკეთ იბრწყინებს, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი საშუალებით გაწმენდის შემთხვევაში.
  2. ფანჯრის რაფაც შეგიძლიათ გაწმინდოთ. თუ მასზე ჭუჭყის კვალია ან პლასტმასი ნაცრისფერდება (ყვითლდება), საშუალება წაუსვით და  5-10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ სველი ჩვრით გადაწმინდეთ.
  3. სუფთა სარკე ლამაზია და ჩვენც უკეთ ვჩანვართ. სწორედ ამიტომ, ზედაპირზე ზოლები დაუშვებელია. აბის ხსნარი აქაც თავის ამოცანას შესანიშნავად ასრულებს.
  4. სამზარეულოს ზედაპირზე ცხიმის ლაქები ჩვეულებრივი ამბავია. მისი მოშორება საკმაოდ რთულია. გირჩევთ, არ დაიტანჯოთ და პირდაპირ თვითნაკეთი საშუალება შეასხუროთ. სითხე ცხიმის ნადებსაც გაუმკლავდება: გაზქურას, გამწოვს, ავეჯს და წინსაფარს ცხიმს მოაშორებს. რაც უფრო ძლიერ ჭუჭყიანია, მით უფრო მეტი ხსნარი დაგჭირდებათ.
  5. გამწოვის გისოსს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. სითხე მთავარ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. გისოსი სჯობს ხსნარში ჩაალბოთ და 15-30 წუთით გააჩეროთ. ამის შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ, რომ ცხიმის ნარჩენები მოაშოროთ.
  6. თუ ღუმელის გარედან გაწმენდა მარტივია, შიგნიდან ცოტა შრომა მოგიწევთ. ღუმელი გააცხელეთ, საშუალება მოასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ღუმელის ძირსა და გვერდებზე მიმწვარი ცხიმი ხშირად რჩება. მისი მოშორება ლითონის ღრუბლით მარტივია. ბოლოს ღუმელი სუფთა წყლით გაწმინდეთ.
  7. ხსნარი სააბაზანოში სანტექნიკასა და ფილებზე სხვადასხვა ნადებს შესანიშნავად უმკლავდება. ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც მაღაზიაში ნაყიდი საშუალებები.
  8. რბილ ავეჯსაც წმენდს. სამზარეულოს კუთხე სწრაფად ბინძურდება, ამიტომ მისი გაწმენდა სხვა ავეჯზე უფრო ხშირად გვიწევს. ხელნაკეთი სითხე ხალიჩას და გადასაკრავს ცხიმის ლაქებს აშორებს.
  9. თუ პირსახოცის გამოხარშვას აპირებთ, 1 აბი წყალში გახსენით, ადუღებამდე მიიყვანეთ და პირსახოცი ჩაალბეთ. ხარშვის დრო ქსოვილის დაჭუჭყიანების ხარისხზეა დამოკიდებული. გაგრილებული სითხე მილების საწმენდად გამოიყენეთ.

აი, ასე თეთრებად მთელ სახლს დააწკრიალებთ. ახლა ათობით დამხმარე საშუალებების ნაცვლად ტუმბოში ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბების ყუთს ვინახავ. მომგებიანი, მოსახერხებელი და ეფექტურია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს