იღბლიანების სია: ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც 2022 წელს სიყვარულში გაუმართლებთ

0
535

ზეცა არაპროგნოზირებადია, მაგრამ ზოგიერთ ჩვენგანს ღრუბლებს შორის და უამინდობის დროსაც კარგი ნიშნების დანახვა შეუძლია. სამწუხაროდ, ვარსკვლავები ბევრი ზოდიაქოს ნიშნის მიმართ კეთილგანწყობილი არ იქნება. 2022 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოგიერთი ნიშნისთვის უფრო სასიამოვნო გახდება. Paparazzi გიამბობთ, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ 2022 წელს სიყვარულში.

2022 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

სიყვარული ცხოვრების დესერტია. მისგან თქვენი არსებობის საძირკვლის აგება არ სცადოთ. ერთადერთი გამონაკლისი – საკუთარი თავის მიმართ სიყვარული. სხვა შემთხვევაში უფრო თავშეკავებული უნდა იყოთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოში ჩვენთვის შესაფერისი ერთზე მეტი ადამიანი არსებობს. ადამიანების მიმართ ჩვენი ხედვა ჩვენს გრძნობებზეა დამოკიდებული. სიყვარული თითქმის ყველას შესაფერისს ხდის. სწორედ ამიტომ, განშორების და შიშის გამო ტანჯვა არ ღირს, რომ „ზუსტად ასეთს“ აღარ შეხვდეთ.

ტყუპების სასიყვარულო ჰოროსკოპი – იღბლიანების სიაში ტყუპები პირველ ადგილს იკავებს. ამ ორსახოვან ნიშანს სხვებისთვის მისტიკური მიმზიდველობა აქვს. საქმე იმაშია, რომ ტყუპები ძალიან მთლიანია. უმეტეს შემთხვევაში ამ თანავარსკვლავედის ქვეშ წარმოუდგენლად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხალხი იბადება. რა თქმა უნდა, ეს თვისებები საპირისპირო სქესისთვის ნამდვილი მაგნიტია.2022 წელი ტყუპებისთვის სასიყვარულო სფეროში საკმაოდ პროდუქტიული იქნება. თუ მეორე ნახევარს ეძებდით, ბევრ ადამიანთან ნაცნობობის შანსი გამოჩნდება. მათ შორის ზუსტად იმას ნამდვილად იპოვით. ყველა ტყუპს ვურჩევთ, რომ თამამები იყვნენ და ახალ ხალხთან ურთიერთობის არ შეეშინდეთ. შესაძლოა, სჯობს სპორტულ დარბაზში ვარჯიში დაიწყოთ და იქ ვინმე გაიცნოთ.

თევზების სასიყვარულო ჰოროსკოპი – კუპიდონის რიგში მეორე ადგილზე თევზებია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვალებად გარემოებებს ადვილად ერგებიან. 2022 წელს ეს თვისება სერიოზული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს შეასრულებს. თუ ოჯახის შექმნა ან სტაბილური ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ, ასეთი შანსი მალე გამოჩნდება. თევზებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ასე სასურველს და უფრო მეტს ნამდვილად მიიღებენ.შესაძლოა, ამ ნიშანმა ემპათიაზე ოდნავ უნდა იმუშავოს, რომ პარტნიორის განწყობა უკეთ შეიგრძნოს და უკეთ გაუგოს. თევზის ენაძვირობა ზოგჯერ ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ ყოველთვის ზომიერება საჭიროა. ზოგჯერ თბილი სიტყვა ნამდვილად მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ცხოვრების ეტაპის დასაწყისი ხდება.

მშვილდოსნის სასიყვარულო ჰოროსკოპი – მშვილდოსნებმა სხვებს თავზე დაჯდომის უფლება არ უნდა მისცენ. სავარაუდოდ, ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანების გადაჭარბებული მოთმინება ურთიერთობის განვითარებას აფერხებს და დიდად ანელებს. დროა, ყველაფერი შეწყვიტოთ, რაც ცხოვრებას გინადგურებთ და უბედურს გხდით. რაღაც ახალი, საიმედო და სასიხარულო რომ მიიღოთ, ყველაფერი ძველი უნდა მოიშოროთ.მაგალითად, ტოქსიკური ხალხი, რომელიც არ გაფასებთ. მოიშორეთ ისინი, ვინც თქვენს სასიცოცხლო ენერგიას შთანთქავს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ. ცვლილებები ყოველთვის გვაფრთხობს, რადგან არ ვიცით, რა გველის წინ. საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა სჯობს: მარტო ყოფნის შიში თუ ურთიერთობაში მარტოობის შეგრძნება?

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – შესაძლოა, 2022 წელს ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არ არიან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ სამყაროს ვიბრაციებზე არ არის დამოკიდებული. თავად ვაწყობთ ურთიერთობებს და ვირჩევთ გარემოცვას!