დეტალური ჰოროსკოპი დაბადების თარიღით, რომელიც ააშკარავებს ყველაფერს, რაც ბედმა მოგიმზადათ

0
1454

ამ დღეებში უცნაური ჰოროსკოპი დაბადების თარიღით შემხვდა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი ჰოროსკოპი არსებობდა, მაგრამ პრაქტიკულად 100%–ით ემთხვევა. ასეთი წინასწარმეტყველება ეფუძნება ნუმეროლოგიას, რომელიც უძველესი და საკრალური მეცნიერებაა. Paparazzi გიამბობთ, რა მოგიმზადათ ბედმა იმის მიხედვით, თუ როდის დაიბადეთ. ვარსკვლავები არ ტყუიან!

ჰოროსკოპი დაბადების დღის მიხედვით

ადრე თუ გვიან ვიწყებთ ფიქრს, თუ რატომ დავიბადეთ და რა არის ჩვენი მიზანი. სულ უფრო მეტი ადამიანი იღვიძებს და აცნობიერებს, რომ დაბადების თარიღი დასაწყისი არაა, ხოლო გარდაცვალების თარიღი – დასასრული. სამყაროში ყველაფერი გაცილებით ჭკვიანურად არის მოფიქრებული და საკუთარი მნიშვნელობა აქვს!ამოცანა/მისია/დანიშნულება სულის ევოლუციაზეა დამოკიდებული. რაც უფრო „ჭკვიანია“, მით უფრო რთულია ამოცანის ამოხსნა. ამოცანა ყოველთვის უნარების განვითარებას ეხება. ჩვენ არ ვიბადებით იმისთვის, რომ სხვებს ვასწავლოთ, ვიბადებით იმისთვის, რომ საკუთარ თავს ვასწავლოთ.

სულის დანიშნულება – ბევრი მცოდნე ადამიანი ამბობს, რომ დაბადებამდე ცხოვრების ამოცანას თავად ვსახავთ, ხოლო მონათესავე სულები ამ ამოცანის შესრულებაში გვეხმარებიან. ზოგჯერ ახლობლების მოქმედება ერთი შეხედვით დახმარება არ გვგონია.უფრო პირიქით! მაგალითად, რთული გასაცნობიერებელია, რომ მამა, რომელმაც დედა თქვენს დაბადებამდე მიატოვა, თქვენს ცხოვრებაში მოვიდა, რომ უპირობო სიყვარული გასწავლოთ. ან დაბრკოლებები, რომლითაც თქვენი ცხოვრება სავსეა, თქვენი სულის ახალ დონეზე გადასასვლელად მნიშვნელოვანია.რაც უფრო მალე გააცნობიერებთ კარმულ ამოცანას და მომხდარ მოვლენებს, მით უფრო მეტი ძალა და დრო გექნებათ ამოცანის შესასრულებლად. მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ იმისთვის, რომ დატკბეთ ცხოვრებით მას შემდეგ, როცა ისწავლით, რისთვის დაიბადეთ.ნუმეროლოგების და ასტროლოგების თქმით, თითოეულ დღეს თავისი გარკვეული ენერგეტიკა აქვს. დაბადების თვე და რიცხვი ადამიანის ხასიათზე, ქცევასა და დანიშნულებაზე გავლენას ახდენს.თითოეულ ადამიანს სამი მთავარი ციფრი აქვს დაბადების თარიღში.

  1. სულის ციფრი. სულის რიცხვის გამოსათვლელად, თქვენი დაბადების დღის ციფრები შეაჯამეთ. მაგალითად, 31.12.1989. მხოლოდ დაბადების დღის ციფრები შეაჯამეთ 31=3+1=4 თუ 19–ში დაიბადეთ, ანუ 1+9=10, შემდეგ ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ 1+0=1. ნებისმიერ შემთხვევაში 1-დან 9–ის ჩათვლით ციფრი უნდა მიიღოთ. მიღებული ციფრი №1 ჩანიშნეთ.
  2. დანიშნულების ციფრი. დაბადების დღე და თვე შეაჯამეთ. მაგალითად, თუ ადამიანი 12 დეკემბერს დაიბადა, 1+2+1+2=6. გამოვიდა 6. თუ ორნიშნა რიცხვია, კვლავ შეაჯამეთ, რომ მხოლოდ ერთი ციფრი მიიღოთ. მიღებული ციფრი №2 ჩაწერეთ.
  3. ბედის ციფრი. ბედის ციფრის გამოსათვლელად, დაბადების თარიღის ყველა ციფრი უნდა შეაჯამოთ, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ. მაგალითად, 31.12.1989. დააჯამეთ 3+1+1+2+1+9+8+9=34=3+4=7. გამოვიდა ციფრი 7. ჩაწერეთ მიღებული ციფრი №3.

თუ ერთ–ერთ ციფრში მაინც 4 ან 7 გაქვთ, გილოცავთ. ნუმეროლოგიაში, ასტროლოგიაში, ტაროში და ა.შ. შესაძლებლობები გაქვთ.  თუ ერთ–ერთ ციფრში მაინც გაქვთ 2, 6, 8, 9, გამოდის ურთიერთობასა და კარიერაში ერკვევით. თუ ერთ–ერთი ციფრია 1, 3, 5, ნიშნავს, რომ რაღაც ახლის შეცნობა, ცოდნის მიღება და გაზიარება გიყვართ.

სამყაროს მინიშნებები – საკუთარი თავის, გზის და სულის მოთხოვნილებების გაგება მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, რომელთაც ბედნიერად და ჰარმონიულად ცხოვრება სურთ. აქ, მინიშნებები გვჭირდება. ასეთი პაველ ჩუდინოვის ნუმეროლოგიურ ანალიზებში აღმოვაჩინე.პირადად, 26 აგვისტოს ანალიზს ვეძებდი, მაგრამ ეს პროგნოზი გამოადგება მათ, ვინც 30 ივნისს, 28 ივლისს, 24 სექტემბერს, 22 ოქტომბერს, 20 ნოემბერს, 18 დეკემბერს, 9 და 20 იანვარს არის დაბადებული. დაბადების თვეების და თარიღების გაშიფვრა შეგიძლიათ პაველ ჩუდინოვის იუთუბ არხზე ნახოთ.

ჰოროსკოპი დაბადების თარიღით საკუთარი თავის და ახლობლების უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ. რას ფიქრობთ ასეთ პროგნოზებზე?