ყოველ წელს, ნათლისღების დღესასწაულზე ქუჩაში შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც ტაძრიდან სავსე ბოთლებით მოდიან. ნაკურთხ წყალს ხომ განსაკუთრებული ძალა აქვს. ეკლესია მრევლს მოუწოდებს მოწიწებით მოეპყრონ ამ სიწმინდეს. საინტერესოა, რამდენად სწორად იქცევა მორწმუნეთა უმრავლესობა? რამდენი ხანი ინახება ნაკურთხი წყალი? და რისი გაკეთება არ შეიძლება?
ნაკურთხი წყალი
ნათლისღების დღესასწაულის წყალი – საერთოდ, არ არის საჭირო დიდი რაოდენობით ნაკურთხი წყლის წაღება სახლში. მის რაოდენობაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული წყლის სასწაულებრივი ძალა. საკმარისია იმდენი, რომ მოასხუროთ სახლს, მანქანას და სხვა ნივთებს. რაც დაგრჩებათ შეგიძლიათ გაუნაწილოთ მეზობლებს და ნათესავებს.ამავე დროს, მნიშველოვანია ნათლობის წყლის აღება და გამოყენება წრფელი გულით და ზრახვებით. ნეგატიური განწყობით ან ცუდი აზრებით არ უნდა შეეხოთ წყალს. რაც შეეხება ჭურჭელს, რომელშიც წყალი უნდა შეინახოთ: ის უნდა იყოს იდეალურად სუფთა.
რამდენი ხანი და როგორ შევინახოთ სახლში ნაკურთხი წყალი – მღვდლები ამბობენ, რომ ნაკურთხი წყალი სახლში ერთ წელზე მეტი აღარ უნდა შევინახოთ. დროთა განმავლობაში ის კარგავს სამკურნალო თვისებებს. საქმე იმაშია, რომ ეს წყალი ადამიანებს მიეცა კეთილი საქმეების გასაკეთებლად და არა შესანახად. ის არ არის საკვები პროდუქტი, რომ დავაგროვოთ და მარაგში ვიქონიოთ.ნაკურთხი წყალი შეინახეთ ხატებთან ახლოს, რადგან ასეთ ადგილას წყალი თავის სასწაულებრივ თვისებებს უფრო დიდხანს ინარჩუნებს. არ შეიძლება მისი არასათანადო ადგილას შენახვა ან გადაქცევა. მაგალითად, არ უნდა შედგათ მაცივარში, კარადაში სხვა პროდუქტებთან ერთად, ნიჟარაში ან უნიტაზში ჩასხმაზე ხომ საუბარიც არ არის.
თუ აუცილებელი გახდება ნაკურთხი წყლის გადაქცევა, დაუსხით ის ყვავილებს, ჩაასხით მდინარეში ან სხვა სუფთა წყალსაცავში. მთავარია, ეს არ იყოს ისეთი ადგილი, რომელიც შეურაცხყოფს ამ სიწმინდეს.გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ნათლისღების დღესასწაულზე აღებული წყლის დასაბანად გამოყენება შეიძლება. სინამდვილეში ეს ცრურწმენაა. ასეთი წყლით დაბანა მხოლდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ადამიანს სჭირდება სხეულის და სულის გაწმენდა.
რჩევა რედაქციისგან: საბედნიეროდ, ნაკურთხი წყალი მრევლისთვის ყოველ წელს ხელმისაწვდომია. ამიტომ მისი წლობით შენახვის აუცილებლობა არ არის. საკმარისია მომავალ ნათლისღებამდე შეინახოთ ხატებთან და ის მთელი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს სასწაულმოქმედ თვისებებს. თქვენ როგორ ინახავთ ნაკურთხ წყალს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.