დედამთილთან შევირბინე სტუმრად, ის კი სწორედ მაშინ ბორშს ამზადებდა, უნებურად დავიწყე თვალ-ყურის დევნება…

13718

დედამთილი, რომელსაც გინდა, რომ მეორე დედა დაუძახო, როგორია ის? არსებობენ თუ არა დედამთილები, რომლებიც ხორცშესხმულ ანგელოზებს ჰგვანან? პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი პატივს სცემდა და აღმერთებდა თავის დედამთილს. დიახ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

“ჩემი მეუღლის დედასთან სტუმრობა ყოველთვის მსიამოვნებს: სახლი სუფთაა, ყველაფერი მოწესრიგებული, სამზარეულოდან კი გემრიელი სურნელი გამოდის. ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდა ბაღის და ბოსტნის მოწესრიგებას, პირუტყვის მოვლას და სახლშიც ასეთი სისუფთავის შენარჩუნებას. ერთი შემთხვევა მთელი ცხოვრება მემახსოვრება: როგორ ამზადებდა ის ბორშს” – გვიყვება ნათია.

მას ძალიან გაუმართლა, რადგან ქალბატონი ნინა ყოველთვის ეხმარებოდა და ზომიერად აძლევდა საჭირო რჩევებს ახალგაზრდა ოჯახს. არასდროს ახვევდა თავზე საკუთარ აზრს და იყო იდეალური დიასახლისი.

სტუმრად დედასთან – “ქალბატონი ნინა ყოველთვის კარგადა მექცეოდა, ცდილობდა თავისუფალი დრო გამოენახა და შვილიშვილებისთვის დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე ჰქონდა: გამოეკვება და მოეწველა ძროხები, გაედენა მინდორში, დაეპურებინა ქათმები, დაელაგებინა ეზო და სახლი. თან მარტო აკეთებდა ყველაფერს, რადგან ქმარი არაფერში ეხმარებოდა.მისი ვაჟი გულისხმიერი და კეთილია. ის საერთოდ არ ჰგავს მამამისს. ყველაფერში გვერდით მიდგას და მეხმარება. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ საყვარელი ადამიანისთვის ძვირფასი ხარ.ერთხელ თავი ვერ შევიკავე და ქალბატონ ნინას ვკითხე, რატომ აკეთებდა ყველაფერს მარტო და რანაირად ახერხებდა ქმრის დახმარების გარეშე? მან მშვიდად მიპასუხა: “მივეჩვიე ასე ცხოვრებას, არასოდეს დამისვამს კითხვები ცხოვრების აზრზე და არც დახმარება მითხოვია ვინმესთვის. ასე გავიზარდე ბავშვობიდან”.

ერთხელ დედამთილთან ბორში მივირთვით. მან საკუჭნაოდან ერთი თავი ნიორი გამოიტანა. როდესაც სადილის შემდეგ ნახევარი თავი დარჩა, ნინამ აიღო და უკან გაიტანა საკუჭნაოში – არა მაცივარში, არა მაგიდაზე, არამედ სახლის უკან სათავსოში.დედაჩემსაც უყვარს წესრიგი, მაგრამ თუ თავს ცუდად გრძნობს, არ ატანს ძალას და ისვენებს. ქალბატონ ნინას კი ყველა საქმე ბოლომდე მიყავს. მის ოჯახში ქალის და მამაკაცის საქმე გამიჯნულია. სიმამრი აკეთებს სახურავს, აპობს შეშას, მაგრამ არასდროს აიღებს ხელში ტილოს და ცოცხს.”

ქმრის უცნაური ქცევა – წელს ჩემი საყვარელი დედამთილი გარდაიცვალა. ის 60 წლისაც არ იყო და ძალიან მენატრება. დედაჩემი ამბობს, რომ ნინამ ზედმეტად გადაიტვირთა თავი: “ჩვენ ქალები საკუთარ თავს არ ვუფრთხილდებით. სულ ვალაგებთ, ვაუთოვებთ, ვამზადებთ. ჯანმრთელობას ყურადღებას არ ვაქცევთ და ასე გადის ცხოვრება”.დედა მართალი იყო. არასოდეს მინახავს დედამთილი უსაქმოდ და მოსვენებული. ის დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა თავის მოვალეობებს. მისი გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემი ქმარ გავუუცხოვდით ერთმანეთს. ის მომთხოვნი და პრეტენზიული გახდა და ყოველ ჯერზე დედას მადარებდა.

როდესაც მის მოსვლამდე ვახშმის მომზადებას ვერ ვასწრებდი, ამბობდა, რომ დედამისი ასე არასდროს იქცეოდა, მითუმეტეს, რომ დიდი ბაღიც და შინაური ცხოველებიც ჰყავდა მისახედი. ვცდილობდი გავმკლავებოდი სახლის საქმეებს, მაგრამ ორ მცირეწლოვანთან ერთად ძალიან მიჭირდა. ყოველთვის მომწონდა და ვაფასებდი ჩემს დედამთილს, მაგრამ არ მინდა მისი ბედი გავიზიარო. არ ვიცი როგორ მოვიქცე…”

 რჩევა რედაქციისგან: თითოეულ ადამიანს თავისი შეხედულება აქვს წესრიგსა და მოვალეობებზე. დღეს პატრიარქალური ცხოვრების წესი დავიწყებას ეცემა, წყვილები თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე და ერთად უძღვებიან საქმეს.ნათიას ქმარი დედის სიკვდილამდე მშვიდი და მზრუნველი იყო. მშობლის სიკვდილი დიდი სტრესი იქნებოდა მისთვის და ხასიათის ცვლილებას ეს გამოიწვევდა. აქ სპეციალისტის დახმარება ნადვილად არ იქებოდა ზედმეტი. ცოლის შედარება დედასთან მონატრების გამოვლინება.

ნათია არ არის ვალდებული ქმრის ახირებები ასრულოს. მან როგორმე უნდა დაარწმუნოს ქმარი ფსიქოთერაპევტთან მივიდეს, რადგან დედაზე დარდისგან აგრესია ცოლზე უჩნდება და დროულად თუ არ გაერკვევა საკუთარ შეგრძნებებში, ოჯახი დაენგრევა. ცოლი ვერასდროს ვერ შეცვლის დედას, მაგრამ ის შეიძლება გახდეს ერთგული მეგობარი, რომელიც შენთან ერთად ყველა ცხოვრებისეულ კრიზისს დაძლევს. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს