დღეს ჟურნალები სრული სერიოზულობით უწოდებენ ინგლისელ ქლოი ხანს ბრიტანელ კიმ კარდაშიანს. მილიონერი, მოდური ძუ ლომი, Celebrity Big Brother-შოუს მონაწილე – გოგონას სახელი ყველგან ისმის და მუდმივად ხვდება პრესაშიც.
რთულია იმის დაჯერება, რომ ჯერ კიდევ 7 წლის წინ, ქლოი უბრალო ღარიბი გოგონა იყო დასავლეთ იორკშირიდან. მისი წინა ნაცნობებიდან ცოტას თუ წარმოედგინა, რომ მათი მეგობარი ნამდვილ ცნობის სახედ იქცეოდა. თუმცა, ახლაც კი, ლამაზმანის წარსული მას თავს მუდმივად ახსენებს.
ქლოის შესახებ ხახლმა პირველად 2010 წელს გაიგო, როცა მივარდნილი ადგილიდან ჩამოსული გოგონა X-ფაქტორის შოუზე გამოვიდა. 19 წლის მონაწილემ, რომელიც თავს ქლოი მაფიას უწოდებდა, შოკში ჩააგდო არამხოლოდ მაყურებლები, არამედ ჟიურის ყველა წევრი არა თავისი გამოსვლით, არამედ იმის აღიარებით, რომ იგი მეძავი იყო. ჭორების მიხედვით, ახალგაზრდა მომღერალი კლიენტებისგან 300 დოლარს იღებდა.
გოგონამ ნომერი ძალიან ცუდად შეასრულა, თუმცა, დაბნეული ჟიურის დამსახურებით, მეორე ტურში გადავიდა. თუმცაღა, მოგვიანებით, შოუს ორგანიზატორებმა მას კარი მიუხურეს. პატარა გოგონას 19 წლის დედა მთელ დროს ლოთობასა და გართობაში ატარებდა, არ ემზადებოდა მოსმენებისთვის და, ჭორების მიხედვით, ნარკოტიკებს მოიხმარდა.
ურჩი გოგონა არ დაბნეულა და სამოდელო კარიერა წამოიწყო. რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ქლოიმ დაიწყო პოზირება მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალებში და სახელოვანი Playboy-ს ყდაზეც გამოჩნდა. დღეს ხანი ზრდასრულთა გართობის ბიზნეს სფეროშია, რომელიც წელიწადში მას დაახლოებით მილიონნახევრიან შემოსავალს აძლევს.
გოგონამ მდიდარი ბიზნესმენის ცოლობა, სტრიპტიპ-კლუბების ქსელის სახეობა და რეალითი-შოუში მონაწილეობის მიღება უკვე მოასწრო. თუმცა, იქაც არ გაჩერებულა დიდხანს – 16 დღეში გამოვარდა, თუმცა მაყურებელს ურცხვი სცენებით დაამახსოვრა თავი.
ახლა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქლოის ღარიბი გოგონას გარეგნობიდან აღარაფერი დარჩა. იგი არ უარყოფს და აღიარებს: მან ბევრი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მისი თქმით, გარეგნობის გაუმჯობესებაზე არანაკლებ 50 000 ფუნტი დახარჯა.
საზოგადოება ამ მილიონერის გამოსვლებს ყოველთვის დადებითად არ ხვდება. ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვარსკვლავს ტელეშოუში დაემუქრნენ, რომ სახეზე მჟავას შეასხამდნენ. მანამდე კი ქალმა ძლივს მოიშორა თავიდან შეშლილი თაყვანისმცემელი, რომელიც მას უთვალთვალებდა.
ერთ-ერთ უახლეს ინტერვიუში ქლოიმ დაუმალავად აღიარა, რომ პლასტიკური ჩარევები სერიოზული შეცდომა იყო. ცხვირის ფორმის ცოტათი კორექტირების მცდელობისას, იგი ლამის გარდაიცვალა.
შედეგად, გოგონამ სრულიად დაკარგა ყნოსვის შეგრძნება და ცხვირით სუნთქვის უნარი. სხვათა შორის, ქლოი მაინც ბედნიერია იმით, რომ ექიმების შეცდომის გამო არ გარდაიცვალა და ქალიშვილი ობლად არ დატოვა.
ახლა სკანდალური ტელედივა მკვეთრად გაცივდა პლასტიკური ქირურგიის მიმართ. ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სიამოვნებით დაუბრუნდებოდა თავის საწყის გარეგნობას.