ქმარს 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გავშორდი, ამისთვის ბევრი მიზეზი იყო

0
498

ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, უყვარდებათ და შემდეგ შორდებიან ხოლმე. ეს ცხოვრების ჩვეულებრივი პროცესია. კარგად ფორმირებული კავშირის დროს უფრო ვძლიერდებით ხოლმე, მეტის გაკეთება შეგვიძლია, გვყავს შთამომავლობა. თანდათან ვიზრდებით და ვიძენთ სიბრძნეს. მაშინ რა მიზეზი შეიძლება იყოს ზრდასრული ან ხანში შესული წყვილების განქორწინების? ისეთი ადამიანების, რომლებმაც ფაქტიურად მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს? აღმოჩნდა, რომ მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს. 2018 წლის სტატისტიკით  ყოველ 13 წუთში ერთი განქორწინება ხდებოდა. პანდემიის დადგომასთან ერთად განქორწინებების რიცხვმა მოიმატა: ადამიანები მუდმივად ერთ სივრცეში იყვნენ თავის მეორე ნახევართან ერთად, რის გამოც დიდ სტრესს განიცდიდნენ. ისეთმა წყვილებმაც კი, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, ვერ გაუძლეს ამ გამოცდას. რატომ? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

განქორწინების მიზეზები

ასაკობრივი კრიზისი – შუახნის კრიზისი დგება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ჩვენ მეტს ვფიქრობთ, ვაანალიზებთ ცხოვრებას, ჩვენს დანიშნულებას, ვმსჯელობთ ფილოსოფიურ საკითხებზე. არსებობს საინტერესო თეორიაც: ისტორიულად ადამიანი ვერ ცოცხლობდა ღრმა სიბერემდე, შესაბამისად, ჩვენ ახალი პროგრამით ვცხოვრობთ და ვემსგავსებით თოჯინებს, რომლებსაც ყველა თოკი გადაუჭრეს.ლოგიკურია, რომ ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან ცხოვრება პარტნიორისთვის რთული იქნება და თუ ცოლსაც და ქმარსაც ერთად აქვთ კრიზისი მაშინ? ერთად ყოფნა მათთვის ძალია რთული იქნება. ეს ხდება განქორწინების ერთ-ერთი მიზეზი.

ღალატი – ღალატი ყველა ასაკის წყვილის ცხოვრებაში ხდება, მაგრამ ხანში შესულების ღალატი განსხვავდება იმით, რომ ერთ-ერთმა მეუღლემ შეიძლება გადაწყვიტოს დაუმტკიცოს თავსი თავს, რომ ჯერ კიდევ ფორმაშია და შეუძლია რომანის გაბმა. შეიძლება ეს მოწყენილობისა და ერთფეროვნების გამო გააკეთოს.ხდება, რომ მიზეზი მაღალი შემოსავალია, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდა, მაგრამ სასურველი მდგომარეობის მიღწევის შემდეგ ადამიანი ხვდება, რომ არაფერი იცვლება და ეძებს ნუგეშს სხვა ურთიერთობაში.

სულიერი განსხვავებები – ამის ახსნა შეიძლება მარტივი მაგალითით: აი, გოგონა, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, გაიცნო სიმპათიურო ბიჭი. გოგონა შეუმჩნეველი გარეგნობისაა, სათვალით და წიგნებით ხელში. ბიჭი კი სიმპატიური მაჩო, რომელმაც უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას. საპირისპირო ხასიათით ერთმანეთს იზიდავენ და საბოლოოდ ქორწინდებიან. გადის წლები და რა მომავალი აქვს ასეთ წყვილს? რა თქმა უნდა, ზუსტად ვერავი ვერაფერს იტყვის, მაგრამ ჰიპოტეთიკური თვალსაზრისით, ქალი განვითარდება და წინ წავა, მამაკაცი კი ბევრს აღარ დაიხარჯება. რატომ? ის ხომ უკვე სიმპატიური ალფა მამრია.რა ხდება ფინიშის ხაზე? ხდება, რომ ორი ზრდასრული ადამიანი ვეღარ პოულობს საერთო ენას. მათ შეიძლება ყავდეთ შვილები, ჰქონდეთ საერთო საქმე, კრედიტები და სხვა. ამ დროს ისინი ჩვეულებრივი პარტნიორები ხდებიან და არა მოსიყვარულე წყვილი.

მეუღლეებს შეიძლება ჰქონდეთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, აღარ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ მოვალეობებს იყოფდნენ. და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენენ, რომ ბავშვები გაიზარდნენ, სესხის გადახდასაც მორჩნენ და აღარაფერი აქვთ საერთო. ცალკე ცხოვრების დროც დადგა, რათა საკუთარ თავში გაერკვნენ – ამაზე დიდი ხანია უკვე ოცნებობდნენ.შინაგანი დაღლილობა არ არის ასაკობრივი კრიზისი ბრალი. ყველაფრისგან დაღლილი ადამიანი უბრალოდ ცდილობს სწრაფად და დაუდევრად გააკეთოს საქმე. მას აღარ აინტერესებს თავისი მეორე ნახევარი, სამსახური, შვილებიც კი. შინაგანად ის ბევრად უფრო მოხუცია, ვიდრე გამოიყურება. ის უფრო ასაკოვანია, ვიდრე ჭაღარა პენსიონერები, რომლებიც ხელიხელჩაკიდებულები სეირნობენ პარკში.რატომ ხდება ასე? მიზეზი საკმარისზე მეტია. დაღლილობა, მუდმივი მუშაობა, ჯანმრთელობის პრობლემები, გენეტიკური განწყობა. პრობლემის საწყის ეტაპზე კარგი იქნებოდა დასვენება და გარემოს შეცვლა. შემდგომში უკეთესი იქნება, თუ სპეციალისტს მიმართავთ. მხოლოდ განქორწინება არ იქნება შვება ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანისთვის.

ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებს ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ, ისინი ხომ კარგად იცნობენ ერთმანეთს? მთავარია, იპოვონ ნამდვილი პრობლემა და შეცვალონ ის. ზოგჯერ, განქორწინების გადაწყვეტილება შვებაა წყვილისთვის. დიახ, ასეც ხდება. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე.