სიყვარული – რითი იწყება ის და როგორ ვხდებით მნიშვნელოვანი სხვა ადამიანისთვის.

0
624

კითხვა, რომელიც აინტერესებს ახალგაზრდების უმეტესობას და არა მარტო ახალგაზრდებს: რატომ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი? რა არის ამის მიზეზი და რისი გაკეთება შეიძლება საპირისპირო სქესის მხრიდან ერთგულების შანსების გასაზრდელად? არ არსებობს არანაირი საიდუმლო. ჯერ არ მოუგონიათ არანაირი სიტყვები, სურნელი, ხმები, რომელიც უპირობოდ შეაყვარებდა ადამიანებს ერთმანეთს.თუმცა, რაღაცის გაკეთება მაინც შეიძლება. თავად უნდა გაერკვეთ ზოგიერთ მცნებაში, რასაც ადამიანური ურთიერთობები ეფუძნება. ზოგი ამას თავისით გრძნობს, ყველანაირი თეორიული ცოდნის გარეშე. ზოგი კი იბნევა. მათთვის რთულია ურთიერთობის დაწყება და კიდევ უფრო რთული მისი შენარჩუნება. ასე რომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოცემული ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ბევრი გატეხილი გულისთვის.

რატომ უყვარდებათ ადამიანებს

დავიწყოთ იმით, რომ ადამიანებს კონკრეტულად ვიღაც არ უყვართ. მათ უყვართ ზოგადად იმიჯი, აურა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანთან. ტვინს ასე უფრო უმარტივდება სხვა ადამიანზე კონცენტრირება. ეს ფაქტი დადასტურებულია ბევრი მეცნიერის მიერ და აღარ იწვევს ზედმეტ კითხვებს.უცნობი ადამიანის გაცნობისას რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ მასზე კონკრეტული შთაბეჭდილება შეგვექმნას. დიახ, ეს ასე მარტივად ხდება და პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაკვირდებით ადამიანის გარეგნობას, ტანსაცმელს, ვუსმენთ მის საუბარს და ამით ვხელმძღვანელობთ.არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სრულიად განსხვავებულ პიროვნებად წარმოაჩენს, მაგრამ მათი უმეტესობა ცუდი მსახიობია და ადვილი შესამჩნევია თამაში. საერთოდ, რატომ უნდა ითამაშოს ადამიანმა სხვისი როლი?რამდენიმე პაემანის შემდეგ უკვე წყვეტთ გააგრძელოთ ურთიერთობა თუ არა. ამ კავშირის მთავარი მამოძრავებელი იქნება იმიჯის განვითარება უკეთესობისკენ. მაგალითად: ქალი შეხვდა მამაკაცს, რომელიც მისი უფროსია სამსახურში. მის დაქვემდებარებაში ბევრი ადამიანია, აქვს ბევრი ფული და ყველანაირი კომფორტი.თუმცა, განვითარების გარეშე ის არაფერია: მუდამ შრომაშია, დაკავებული, სულ სამსახურშია. მუშაობის გარდა სხვა ინტერესი არ აქვს. მასთან შეუძლებელია სხვა თემებზე საუბარი, დასვენება, რადგან 24 საათის განმავლობაში დაკავებულია. აი, რას შეიძლება ელოდეთ ამ შემთხვევაში.ასეთ ადამიანთან ურთიერთობა არ არის სასიამოვნო. ის არ არის განვითარებული, არის ცალმხრივი და უინტერესო. იგივე პარალელის გავლება შეიძლება ძალიან ლამაზ და სულელ ქალთან. თავიდან თვალს ვერ მოაშორებ, ბედნიერი ხარ, მერე კი ცხოვრება მოსაწყენი ხდება.სწორი ურთიერთობისთვის საჭიროა საკუთარი თავის და პარტნიორის პატივისცემა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის სჭირდება არა მხოლოდ პიროვნებად ჩამოყალიბება, არამედ პარტნიორის პატივისცემაც. ბანალურია, ათასჯერ ითქვა ეს და დიახ, ასეა.ეხლა კი რამდენიმე სიტყვა თვითგანვითარების შესახებ ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ყოფილი პარტნიორები, მეუღლეები ხშირად აგრძელებენ მეორე ნახევრის ცხოვრების კონტროლს. თუ დაინახავენ, რომ კარგად არიან, შეიძლება თავიდან მოისურვონ ურთიერთობის დაწყება.

ბევრი მიტოვებული ადამიანი გადააფასებს ხოლმე თავის ცხოვრებას და ცდილობენ გახდნენ უკეთესები საკუთარი თავისთვის. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. პირველ რიგში თვითგანვითარება – ეს საუკეთესო რამ არის. შემდეგ კი განვითარებული იმიჯი საკუთარი თავის სასარგებლოდ იმუშავებს. მოიზიდავთ უკეთეს ადამიანებს და ცხოვრება თვალსა და ხელს შუა საინტერესო გახდება.გამოდის, რომ ხარვეზებს მხოლოდ ნეგატივი მოაქვს. სჯობს სიტუაციას გარედან შეხედოთ: თუ შენ, როგორც ადამიანი მთელი ცხოვრება ვითარდებოდი, იყავი საინტერესო, პატივს სცემდი პარტნიორს, ყველაფერი კარგად იქნება. დაშორების შემთხვევაში მიიღე ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდათ არ არის იდეალური და თავად აირჩია ასეთი ბედი. გაუშვი და მშვიდად გააგრძელე გზა.ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვასკვნით: თვითგანვითარება, სიმშვიდე, საკუთარი თავის და პარტნიორის პიროვნების პატივისცემა სასიამოვნო პარტნიორად და მეუღლედ გაქცევთ. დააკვირდით, ბევრი ლამაზი ადამიანი ვერ ახერხებს მეწყვილის პოვნას მაშინ, როცა შეუმჩნეველი უმრავლესობა შვილებთან ერთად სეირნობს. როგორც ჩანს, მათ უკვე იპოვეს ოჯახური თანაცხოვრების გასაღები. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.