ზოგიერთისთვის ეს მედიტაციაა, ზოგისთვის კი საყოფაცხოვრებო საქმის უსიამოვნო ნაწილი, მაგრამ ჭურჭლის გარეცხვა ყველას უწევს. ჩემი აზრით, საუკეთესო და ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო სარეცხი საშუალება არის წყალი და სოდა.თუმცა, ჩემს სახლში მაინც არის მაღაზიაში ნაყიდი ჭურჭლის სარეცხი ჟელე. მისი საშუალებით ვრეცხავ ნიჟარას და ქვაბების გარე ნაწილს. ჩემი და კი ყველაფერს ჟელეთი რეცხავდა: დაწყებული ჭურჭლიდან, დამთავრებული სამზარეულოს ყველა ზედაპირით. ასე იქცევა ბევრი დიასახლისი.ამ შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ, რადგან არასწორად შერჩეულმა საყოფაცხოვრებო ქიმიურმა საშუალებამ შეიძლება ზოგიერთი ნივთი დააზიანოს.
საუკეთესო საშუალება ჭურჭლის გასარეცხად
დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რომელი ნივთების გარეცხვა არ არის სასურველი ჭურჭლის სარეცხი სითხით.თუ გსურთ თქვენი დილის ყავა არ გაგიფუჭდეთ, არასდროს გარეცხოთ მადუღარა ჭურჭლის სარეცხი სითხით, რადგან მასში ყოველთვის დარჩება სითხის ნაწილაკები და ის აუცილებლად მოხვდება ყავაში. ყავის მადუღარა უნდა გაირეცხოს უბრალო, გამდინარე წყლით.მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ყავის მსუბუქი ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება მადუღარას ძირზე, ყავას საინტერესო არომატს აძლევს.არსებობს მოსაზრება, რომ ბოსტნეული და ხილი უდა გაირეცხოს სარეცხი საპით, რათა მოშორდეს მავნე პესტიციდები ზედაპირიდან. ეს არის მითი. კვლევების თანახმად, ასეთი მანიპულაცია არაეფექტურია და იგივე ჩვეულებრივი წყლითაც კეთდება.
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც არ შეიძლება პოპულარული ქაფიანი საშუალებით. ის არ არის ამისთვის განკუთვნილი. უნდა ისარგებლოთ სპეციალური ფხვნილით, რომელიც ძალიან არ ქაფდება.თუ დაგიგროვდათ ბევრი გასარეცხი ჭურჭელი და აღარ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულები, არ გარისკოთ და გარეცხეთ ხელით.
ასევე არ შეიძლება ჭურჭლის სარეცხი სითხით თუჯის ტაფის გარეცხვა. ის აშორებს ზედაპირიდან დამცავ ფენას. თუჯის ტაფა გაასუფთავეთ შემდეგი წესით: დაყარეთ ზედ მარილი და მსუბუქად შეაზილეთ ღრუბელით. მარილს დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი, კიდევ გახეხეთ ფრთხილად და გარეცხეთ. დატკბით სასიამოვნო შედეგით! თქვენ რა სარეცხ საშუალებებს იყენებთ სამზარეულოში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.