ყნოსვა მალე დამიბრუნდა, მაგრამ თმას რომ ძველებური სიხშირე დაბრუნებოდა და ცვენა შეწყვიტა, დიდი შრომა მომიწია.

396

თმის ცვენა ქალებში ხშირი პრობლემაა. მის ზრდაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა გადაწყდეს რა საშუალებით უნდა გამოსწორდეს  ის. ზოგჯერ ეს არის მავნე ჩვევები, დაუბალანსებელი კვება, მუდმივი დიეტები, რაც ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას იწვევს. ჯანმრთელ ადამიანს დღეში 50-100 ღერი თმა ცვივა. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ ხდება თმის ზრდის სტიმულირება სახლის პირობებში.

თმის ზრდის სტიმულირება

პირველ რიგში უნდა გაიგოთ თმის ზრდის მიზეზი. ამისთვის უნდა მიმართოთ დერმატოლოგს ან სპეციალისტს, რომელიც დაადგენს ზუსტ მიზეზს. პარალელურად უნდა იკვებოთ სწორად და მოუაროთ თმას. თმის ცვენა ხშირია წელიწადის ცივ პერიოდში, როდესაც საკვები ღარიბია ცოცხალი ვიტამინებით და მინერალებით. ამიტომ მისი დეფიციტი საკვები დანამატებით უნდა შეივსოთ.სულ სადღაც გვეჩქარება და ვიშრობთ თმას ფენით, რაც მას აზიანებს. აგრეთვე ხშირი გაღიავება, შეღებვა, ქიმიური დახვევა თმას მტვრევადს ხდის.თმის ცვენას იწვევს აგრეთვე სტრესი. როდესაც ადამიანი მუდმივად დაძაბულია, სისხლი ცუდად ცირკულირებს, იწყება თავის ტკივილი, ცვივა თმა. ამის გამოსასწორებლად შეგიძლიათ მიმართოთ თმის ზრდის სტიმულირების მარტივ და ეფექტურ გზებს.

თმის ზეთი – თმის ზეთი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კვებავს სკალპს, მბზინვარებას ანიჭებს თმას. ოროვანდის ზეთი (Репейное масло) ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს კანის გაღიზიანებას. აბუსალათინის ზეთი აჩქარებს თმის ზრდას და ამაგრებს მას. ქოქოსის ზეთი კარგია მშრალი თმებისთვის. თმის ზრდის სტიმულირებისთვის კარგია ქაცვის, სელის, შიის, კაკაოს და სეზამის ზეთი.ზეთის ნიღაბი გამოიყენება მშრალ თმაზე  დაბანამდე ერთი საათით ადრე. წაისვით ზეთი თმის ძირებიდან ბოლოებამდე. შეიზილეთ კანზეც თითებით. შეიფუთეთ თბილად 30-60 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ. აბუსალათინის და ორევანდის ზეთს აქვს წებოვანი სტრუქტურა, ამიტომ მის ჩამოსაბანად რამდენიმე ცდა დაგჭირდებათ. გაიკეთეთ ზეთის ნიღბები კვირაში ერთხელ და შედეგს მალე მიიღებთ.

თმის ზრდის მასტიმულირებელი ნიღბები – მდოგვის ფხვნილის ნიღაბი შაქართან ერთად ასტიმულირებს თმის ზრდას და აშორებს ზედმეტ ცხიმს. ცხიმიანი თმებისთვის: აირიეთ 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი 2 ჩ/კ შაქარში, გააზავეთ წყლით არაჟნის კონსტიტენციამდე. ნორმალური და მშრალი თმისთვის დაამატეთ არაჟანი ან კეფირი. ნიღაბი უნდა წაისვათ თმის ძირებში და შეიფუთოთ თბილად 20-60 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. მდოგვი ააქტიურებს თმის ფოლიკულს და კვებავს მას.

კოჭა – გამახურებელი ნიღბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კოჭას, ანუ ჯანჯაფილის წვენი. შეიზილეთ ის თმის ძირებში ცოცხლად ან შეურიეთ არაჟანს. ჯანჯაფილი აჩქარებს თმის ზრდას და არბილებს მას.

ალოე – ეს მცენარე კარგია გაღიზიანებული და გამომშრალი კანისთვის. ალოეს ნიღაბი შეგიძლიათ წაისვათ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. ის ამაგრებს თმას და ანიჭებს მბზინვარებას და მოცულობას. მოაცილეთ ალოეს კანი და გახეხეთ. წაისვით მთელ სიგრძეზე და გაიჩერეთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ.

სკრაბი თავის კანისთვის – თავის კანის სკრაბები დიდად არ არის პოპულარული. არადა თავზე ცხიმთან ერთად სხვა კოსმეტიკური საშუალებებიც გროვდება: ნიღბები, სპრეი, თმისთვის განკუთვნილი სხვა პროდუქტები. ისინი ახშობენ ფორებს და ხელს უშლიან თმის ზრდას. ამიტომ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ სკალპის სპეციალური სკრაბი.ან უბრალოდ აიღეთ სუფრის მარილი. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება და კარგად ასუფთავებს ფორებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

თავის მასაჟი  – მასაჟი ადუნებს დაჭიმულ კუნთებს და ხელს უწყობს გაჯანსაღებას. წესად აქციეთ 5-10 წუთი თავის მასაჟის გაკეთება და იგრძნობთ, როგორ გაცოცხლდება თმა. შეგიძლიათ გაკეთოთ ხელით, ან იყიდოთ სპეციალური მასაჟორი.

რჩევა რედაქციისგან: დერმატოლოგები თვლიან, რომ თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი არასწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებებია. სკალპს რეგულარული დაბანა სჭირდება და დაიბანეთ თავი მინიმუმ კვირაში ორჯერ. ზოგს უფრო მეტადაც სჭირდება. თქვენ როგორ უვლით თმებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს