შვილებს სურთ ჩემი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა და ჩემი ბინის გაყიდვა, არადა მჭირდება განსაკუთრებული მოვლა, მაგრამ მათ ამის გაკეთება მათ არ შეუძლიათ.

5395

“შვილებთან ურთიერთობა გამიფუჭდა და არ ვიცი რა უნდა ვქნა” – შემოგვჩივლა ჩვენმა მკითხველმა. მან მთელი ცხოვრება ქალიშვილსა და ვაჟს მიუძღვნა. როდესაც გაიზარდნენ, ამაგი ღალატით გადაუხადეს. რა მოხდა და რატომ ემზადება ქალი სიბერესთან მარტო შესახვედრად, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

გაფუჭებული ურთიერთობა

დიდი ხნის განმავლობაში არ ვფეხმძიმდებოდი. ბოლოს, როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და მე და ჩემი ქმარი სიხარულისგან ვტიროდით. მალე გავიგეთ, რომ ტყუპები გვეყოლებოდა და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა, საზრუნავი და პასუხისმგებლობაც მეტი გვქონდა.მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რადგან ძალიან მინდოდა შვილი. ბავშვები ისე გავზარდეთ, რომ არაფერი მიგვიკლია. შევძელით და ყველა საჭირო პირობა შევუქმენით ტყუპებს, რომ ზღაპრული ბავშვობა ჰქონოდათ.

მათ ყველაფერი ჰქონდათ რაც სურდათ. ქალიშვილი რამდენიმე რეპეტიტორთან და ცეკვაზე დადიოდა. მას ძალიან უყვარდა უცხო ენები. ვაჟს ბოქსი აინტერესებდა და დაკავებულიც იყო ამ სპორტით. შემდეგ ქეთიმ სამედიცინოზე ჩააბარა, ხოლო ჯონიმ ჟურნალისტიკა აირჩია.საბედნიეროდ ჩვენი ძალისხმევა არ აღმოჩნდა ამაო და ქალიშვილიც და ვაჟიც პროფესიონალები დადგნენ და კარგი სამსახურებიც იშოვეს. ჰყავთ საკუთარი ოჯახები და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რაიმე საკითხზე უთანხმოება გვექნებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ უმადური და დაუნახავი შვილები გავზარდეთ.

უმადური შვილები – ერთი წლის წინ ჩემი ქმარი გარდაიცვალა, 60 წლის ასაკში , რაც ძალიან განვიცადე. მას კიდევ ბევრი რამ უდა ჰქონოდა წინ, მოსწრებოდა შვილიშვილებს, ეხარა ცხოვრებით, მაგრამ ბედისწერა სხვანაირი აღმოჩნდა. მას მერე ვცხოვრობ მარტო სამ ოთახიან ბინაში.ასე გავხდი ქვრივი და ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. კარგა ხანი სახლიდან არ გავდიოდი. ბოლო პერიოდში სასიხარულო ამბავი გავიგე – ჩემი ქალიშვილი დაფეხმძიმდა და მალე ბებია გავხდებოდი. ვიფიქრე, შვილიშვილზე ზრუნვა დამიბრუნებდა ცხოვრების ხალისს, მაგრამ…

შვილები მესტუმრნენ და სერიოზულად დალაპარაკება სცადეს ჩემთან. სურთ ჩემი მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა და ჩემი ბინის გაყიდვა. მათი აზრით, მე განსაკუთრებული მოვლა მჭირდება, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ, თან როდემდე უდა ვიყო მარტო ამხელა სახლში? რა გაეწყობა, მადლობა ზრუნვისთვის!მიუხედავად იმისა, რომ კარგი შემოსავალი აქვთ, საკუთარი სახლი ჯერ ვერ შეიძინეს. ამიტომ სურთ ჩემი ბინის ფული გაინაწილონ და პირველადი შენატანი გააკეთონ ახალი ბინებისთვის. მე კი არავის ვადარდებ, შოკირებული ვარ!

ყელში ბურთივით მომაწვა ნერვიულობისგან: “არასდროს არაფერი მითხოვია თქვენგან. უთუ იმის მერე, რაც მე და მამათქვენმა გავაკეთეთ თქვენთვის, მოხუცთა თავშესაფრისთვის უნდა გამიმეტოთ? რატომ უნდა გავყიდო ბინა და ვიცხოვრო სადღაც? დანახვაც არ მინდა თქვენი!”შვილები უჩუმრად წავიდნენ, მათთან კარგი ურთიერთობა აღარ მაქვს. ადრე როგორ ვერ ვამჩნევდი მათ დამოკიდებულებას. ნუთუ მე ვარ დამნაშავე, რომ ასეთები გაიზარდნენ?

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის, რომ ასე მოქცევა არ შიძლება ჩვენს ასაკოვან მშობლებთან. ფაქტია, რომ დედ-მამამ ზედმეტად გაანებივრა ტყუპები. ზოგჯერ მავნებელია შვილისთვის ყველაფერ მზა-მზარეულის მიცემა.თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩვენი გმირის ადგილას? რამდენად არის შანსი შვილებთან სწორი ურთიერთობის აწყობის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს