მშობლები ყველაფერზე წავლენ, რათა მათი შვილები ბედნიერი იყვნენ. ერთნი შვილებს ფუფუნებაში აცხოვრებენ, ჩუქნიან ძვირფას მანქანებსა და ბინებს, სხვები უკანასკნელ თეთრამდე ბავშვის საჭიროებას მოახმარს, თუმცა გულწრფელი ზრუნვა მატერიალური კეთილდღეობებით როდი შემოიფარგლება.
6 წლის პირველკლასელი რაილი სილვარია საკუთარ თავს ვერ იტანდა. ეს იმიტომ, რომ ალოპეციის გამო მთლიანად გამელოტდა. იმისთვის, რომ რაილი ოდნავ მაინც დაემშვიდებინა, მისმა მამამ, დეივმა გადაწყვიტა, მისი ხვედრი გაეზიარებინა. ხელში საპარსი მანქანა აიღო და ქალიშვილს დაუძახა.
-“გინდა, რომ მამამ თმა მოიპარსოს?” – ჰკითხა დეივმა ქალიშვილს. რაილიმ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და მამაკაციც საქმეს შეუდგა. გოგონა არ აკვირდებოდა პროცესს, თუმცა, როცა უთმო მამა დაინახა, სახე ბედნიერებისგან გაუბრწყინდა.
მამის მაგალითზე, რაილი მიხვდა, რომ თმების არქონა ადამიანს ცუდად არ აქცევს, მას შემდეგ კი დაიწყო საკუთარი თავის მიღება. “გინდა, სულ მელოტი ვიყო? ეს უბრალოდ თმაა და მას მნიშვნელობა არ გააჩნია!” – ეუბნებოდა მამა ქალიშვილს.
დეივის თავის დათვალიერებისას, რაილის მამას უთხრა, რომ ახლა გარუჯვაღა იყო საჭირო, რადგან თვითონ პატარას თავი უკვე გარუჯვოდა. იმ დღიდან, მამა და შვილი განუყოფელნი არიან.
რაილი დამწყები ტანმოვარჯიშეა და თმის არქონა ხელს არ უშლის სპორტში თავბრუდამხვევი კარიერის აწყობაში. მშობლები ამბობენ, რომ გოგონას ძლიერი და მამაკაცური ხასიათი აქვს, ისინი კი ყველანაირად ცდილობენ, მხარი დაუჭირონ მას.
ამ ისტორიამ ინტერნეტ-მომხმარებლებს გული აუჩუყა. ზოგიერთმა მათგანმა თვითონაც გადაიპარსა თავი და გოგონას მხარდასაჭერი ფოტოები გაუგზავნა. ამ ადამიანების შემხედვარე ხვდები – ადამიანობა ჯერ კიდევ არსებობს.
თქვენ გააკეთებდით ამას შვილის გასახარებლად?